
მოკლედ მოგესალმებით, ვისაც გაწუხებთ და არ გხიბლავთ მიმდინარე საავტომობილო რეფორმები
ვისაც გსურთ რომ არ მოხდეს მსგავსი რეგულაციები, შევიდეს კანონში ცვლილებები, გადაიხედოს თავიდან და დაკმაყოფილდეს ისე, როგორც ეს ხალხის ინტერესშია
ზემოთ სურათზე ნაჩვენები ფორმით ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომელიც გადაეცემა შესაბამის საინიციატივო ჯგუფს და შევა პარლამენტში განსახილველად
ამ ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ რომ არ ეთანხმებით მაჯვენა საჭიანი ავტომობილების აკრძალვას, არ ეთანხმებით საბაჟო ტარიფის ცვლილებებს, და გსურთ მართვის მოწმობის ქულობრივი
სისტემა გადახედილ იქნეს და შევიდეს ცვლილებები ისე როგორც ამას ხალხის უმრავლესობა მოითხოვს..
ზედმიწევნით გარკვევათ ზეწია მოცემულ სურათში თუ რაზე აწერთ ხელს , რაიმე სახის კანონ დარღვევასთან და ა.შ საქმე არ გვაქვს უბრალოდ ამ ჯგუფს უდასტურებთ ჩვენს კეთილ ნებას..
ეხლა მოგახსენებთ: სადილერო კომპანიები და ფორვარდერი კომპანიები, გაერთიანდნენ და მათი ინიციატივით ჩამოყალიბდა შესაბამისი ჯგუფი რომლებით გადიან იურისტებთან კონსულტაციებს
დადიან სხდომებზე და თავიაანთ და ხალხის სათქმელს ამბობენ შესაბამის სტრუქტურებში.
ამ შემთხვევაში მეც ვასრულებ ჩემს კეთილ ნებას და ვეხმარები ამ ხელმოწერების შეგროვებაში ამ ჯგუფის ერთერთ წევრს თხოვნით და შემდეგ ყველას და მათ შორის ხალხსაც
ვისაც სურვილი გაქვთ და არ დაგეზარებათ დაწერეთ თქვენი სახელი გვარი მამის სახელი პირადი ნომერი ტელ სავალდებულო არ არის ან მომწერეთ პმ-ში
მე ჩავწერ თქვენ თანხმობას და მონაცემს ამ ფურცელში და შემდეგ მიუტან მათ..
ხუთშაბათამდე არის საჭირო ეს ხელმოწერებიო რაც შეიძლება მეტი სჭირდებათ, და ამიტომ გავხსენი ეს თემა ..
მოკლე მოდერებთან ბოდიში რამოდენიმე დღე იყოს შემდეგ მეთვითონ დავხურავ
და ასევე ბოდიში და მადლობა თანაფორუმელებო : )
ძალიან გთხოვთ ამ თემაში საქმის შესახებ დაწეროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ნუ იკამათებთ და საპირისპირო აზრის მქონეებო თხოვნა იქნება დიდი
და შესაბამისად ვაგროვოთ ხელმოწერები თუ ვინმეს სურვილი ექნება დამეხმაროს ხელმოწერებში ან სამეზობლოდან ან სანაცნობოდან და შემდეგ გამომიგზავნოს სადმე
პს: სურათის ხარისხისთვის ბოდიში
This post has been edited by lamasia88 on 22 Dec 2015, 12:43
არაფერს ელოდე არაფრისგან.
© უილიამ შექსპირი
© ONLY YOU AND YOU ALONE CAN CHANGE YOUR SITUATION DON'T BLAME IT ON ANYTHING OR ANYONE