#46544646 · 22 Dec 2015, 16:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პროკურორი - ვახტანგ კაპანაძის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა ის გარემოება, რასაც ამ დრომდე ამტკიცებს პროკურატურა
2015 დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ვახტანგ კაპანაძის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა ის გარემოება, რასაც ამ დრომდე ამტკიცებს პროკურატურა, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა გენერალური შტაბის უფროსის დაკითხვის შემდეგ განაცხადა. "კერძოდ, ის ფაქტი, რომ კომპანია "სპეცკავშირმშენმა" თავდაცვის სამინისტროს უფასოდ შესთავაზა ქონება, რომელშიც შემდეგ მილიონობით ლარი იქნა გადახდილი. რაც შეეხება იმ საკითხს, "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულება შეესაბამეობდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს მიზნებს, აღნიშნულზე მოწმე არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას, ვინაიდან აღნიშნული არ შედიოდა მის ფუნქციურ ვალდებულებებში", - განაცხადა პროკურორმა. მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდებას აქვს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ თავდაცვის სამინისტროს შენაძენი, არათუ არ შეესაბამებოდა სამინისტროს მიზნებს, არამედ არ იყო ეკვივალენტური მასში გადახდილი თანხის. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.
ალასანია მაგარი გაფუჭებული კაცია, მაგრა ევასება ფული. 2012 წლის არჩევნების დროს ბიძინას ჯიბიდან(ალალი იყოს) წაიღო 11 მილიონი ლარი სამეგრელოში არჩევნების მოსაგებად და ყველა პირწმინდად წააგო. ბიძინას ერთხელ წამოცდა 9 მილიონი ლარი მომიტეხაო, არ მოისვენა თავდაცვის სამინისტროშიც მომენტი გაეჩითა და მილიონები რომელიც შეიძლება სახელმწიფოს არ გადაეხადა მუცელში ჩაუშვა.სამწუხაროდ თავისუფალი დემოკრატების სახეა ეგ ტიპი , მამენტ პარტიაში კარგი ტიპებიცა ჰყავს-დოლიძე, ჩიქოვანი
This post has been edited by kardinali on 22 Dec 2015, 16:11
|