http://mykotex.az/ge/est-vopros.htmlრამდენი წლის ასაკში იწყება პირველი მენსტრუაცია?
გოგონების უმეტესობას პირველი მენსტრუაცია (მენარხე) ეწყებათ 12-13 წლის ასაკში. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ გოგონებს მენარხე შეიძლება დაეწყოს 8 წლის ასაკში, ზოგს მხოლოდ 14-15 წლის ასაკში. თუ გოგონა გახდა 16 წლის და მას ჯერ კიდევ არ აქვს მენსტრუაცია, ამის შესახებ უნდა ესაუბროს დედას ან უფროს დას.
თვიურის დროს ყავისფერი გამონადენი მქონდა, ეს საშიშია?
ეს ნორმალურია. ყავისფერი მენსტრუალური გამონადენი განსაკუთრებით გავრცელებულია მენსტრუაციის დასაწყისში ან ბოლოს, როდესაც მენსტრუალური სითხე ძალიან ნელა გამოდის ორგანიზმიდან.
რა სახის კოლტები არის სისხლში თვიურის მანძილზე?
მუქი ყავისფერი ან შავი კოლტები მენსტრუალურ სითხეში, როგორც წესი, წარმოადგენს ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს ლორწოვანის ნაწილაკებს. თუ ისინი ზომით არ აღემატება ბარდის მარცვალს და თან არ ახლავს გაძლიერებული სპაზმები, შენ ნერვიულობის საბაბი არ გაქვს.
რამდენი დღე უნდა გრძელდებოდეს მენსტრუაცია?
მენსტრუაციის ნორმალური ხანგრძლივობა 3 - დან 7 დღემდეა. სხვა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
როგორი უნდა იყოს გამონადენი მენსტრუაციის დროს?
მენსტრუალური სისხლი შეიძლება იყოს ხასხასა წითელი, ვარდისფერი ან სხვა ფერის, მაგალითად, ყავისფერი. ჩვეულებრივ, მენსტრუალური სისხლი შეიძლება იყოს წყლიანი და თითქმის გამჭვირვალე ან სქელი და წებოვანი. ზოგჯერ მასში არსებობს სისხლის კოლტები.
რამდენ სისხლს ვკარგავ მენსტრუაციის დროს?
ითვლება ნორმად, როდესაც ერთი ციკლის განმავლობაში გამოიდინება 50-150 მილილიტრი სისხლი (დაახლოებით ხუთი სუფრის კოვზი) მუქი წითელი ფერის. ყურადღებ მისაქცევია, როდესაც საფენი2 -3 საათზე ადრე მცირე დროში ივსება.
რამდენად ხშირად უნდა გამოვიცვალო საფენები ან ტამპონები მენსტრუაციის დროს?
მიზანშეწონილია, რომ ჰიგიენური საშუალება შეიცვალოს ყოველ 3-4 საათში. თუ ცურვისას ტამპონს ხმარობთ, უნდა შეცვალოთ იგი წყლის პროცედურის დაწყებამდე და დასრულებისთანავე, 4 საათის შემდეგ მისი გამოცვლა დაუშვებელია.
შეუძლია ქალწულს ტამპონის გამოყენება?
შეუძლია. უბიწოების აპკს აქვს ღიობი, რომლის მეშვეობით გამოიდენება მენსტრუალური სისხლი. ამ ღიობს ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაახლოებით 1,5 სმ დიამეტრი გააჩნია. მენსტრუაციის დღეებში უბიწოების აპკი უფრო წელვადი და ელასტიური ხდება, ამიტომ მისი ღიობი შეიძლება გაიზარდოს 2,5 სმ - მდე. ამ ღიობში თავსდება ტამპონი. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა აირჩიოთ ტამპონის მინიმალური ზომა, მაგალითად, Kotex® Ultra Sorb მინი - მისი მინიატურულობის მიუხედავად, ისინი მშვენივრად შთანთქავს სითხეს და თქვენ არ გექნებათ ნერვიულობის საფუძველი.
მე აუცილებლად უნდა მქონდეს წინამენსტრუალური სინდრომი?
არა. კვლევები გვიჩვენებს, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლების 85% წინამენსტრუალური სინდრომის მინიმუმ ერთ სიმპტომს მხოლოდ დროდადრო განიცდის და მხოლოდ 5-10% განიცდის რეალურად წინამენსტრუალურ სინდრომს.
როგორ განსაზღვროთ წინამენსტრუალური სინდრომის არსებობა?
წინამენსტრუალური სინდრომის ძირითადი სიმპტომებია:
- სარძევე ჯირკვლების შეშუპება, მტკივნეულობა;
- თავის ტკივილი;
- მუცლის შებერილობა (ყველაზე გავრცელებული ფიზიკური სიმპტომია);
- ფეხების შეშუპება;
- ძლიერი დაღლილობის გრძნობა (ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური სიმპტომია);
- განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და რისხვის შეტევები;
- გაღიზიანებადობა;
- დაბნეულობა და დაქვეითებული ყურადღება;
- სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე უარის თქმა.
შეგახსენებთ, რომ წინამენსტრუალური სინდრომი ჩვეულებრივ ჩნდება მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.
რის გამო, შეიძლება მოხდეს მენსტრუაციის შეფერხება?
მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს მენსტრუალური ციკლის დარღვევაზე, ბევრია. აი ძირითადი მათგანი:
- ძლიერი სტრესი;
- არასრულფასოვანი კვება, არასწორი კვება, წონის მკვეთრი დაკარგვა;
- გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა (მაგალითად, მენსტრუაცია ხშირად წყდება პროფესიონალ სპორტსმენებში და მოცეკვავეებში);
- პრაქტიკულად ნებისმიერი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს, როგორც წესი, გამოჯანმრთელობის შემდეგ, მენსტრუაცია ისევ აღდგება;
- გარკვეული პრეპარატების მიღების დროს (კონტრაცეპციის ჰორმონალური საშუალებები, ორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები და სხვა);
- ჰორმონალური დისბალანსი, მათ შორის პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.
მათთვის, ვისაც სქესობრივი ცხოვრება აქვს, თვიურის შეფერხების მიზეზი ასევე შეიძლება ორსულობა გახდეს. ამის შემოწმება მარტივადაა შესაძლებელი სახლის პირობებში ორსულობის ტესტის გამოყენებით. უკეთესია, თუ არ გადადებთ და ექიმს მიმართავთ, რომელიც საბოლოო დიაგნოზს დაგისვამთ.
შეიძლება თუ არა დავორსულდე თუ სექსი მქონდა მენსტრუაციის დროს?
დიახ. დაუცველი სექსის დროს, ციკლის ნებისმიერ პერიოდში შესაძლებელია დაორსულდეთ, მენსტრუაციის დროსაც კი. დაორსულების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდები ყოველი სქესობრივი კავშირის დროს. სხვათა შორის, მენსტრუაციის დროს რეკომენდებული არ არის სექსი, რადგან ამ პერიოდში საშვილოსნოს ყელის არხი, რომელიც ჩვეულებრივ დახურულია ლორწოვანი საცობით დაუცველია და საშვილოსნოს ღრუ შეიძლება დააინფეციროთ.
ორსულობის დროს შეიძლება მენსტრუაციის ქონა?
არა. ორსულობის შემდეგ მენსტრუალური ციკლი წყდება. ზოგჯერ ფეხმძიმე ქალებს აქვთ ვაგინალური სისხლდენა, რომელიც შეიძლება აგერიოთ მენსტრუაციაში, მაგრამ ეს სულ სხვა მოვლენაა.
მე ცოტა ხნის წინ მქონდა მენსტრუაცია, დღეს კი შევნიშნე სისხლის წვეთები, ეს საშიშია?
ზოგჯერ ხდება ასეთი ინდივიდუალური თავისებურება, როდესაც მენსტრუალურ ციკლს შორის სისხლის უმნიშვნელო გამოყოფა ხდება (რამდენიმე წვეთი). თუ რეგულარულად ხდება, თქვენ უნდა გამოიყენოთ ყოველდღიური საფანები Kotex®.
თუ შეიძლება ცურვა მენსტრუაციის დროს?
დიახ. თვიურის დროს, შეგიძლიათ იცუროთ, ივარჯიშოთ, ატაროთ ველოსიპედი და აკეთოთ ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ, თუ გუნებ-განწყობილება გაძლევთ ამის საშუალებას. ცურვის დროს თქვენ უნდა გამოიყენოთ ტამპონები Kotex, და არ დაგავიწყდეთ მათი გამოცვლა წყლის პროცედურამდე და ცურვის შემდეგ.