ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საგანგებო განცხადების გაკეთების დრომ გადაიწია
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საგანგებო განცხადების გაკეთების დრომ გადაიწია.
„20:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს“, - ამის შესახებ „ინფო 9“-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
იქამდე, პრემიერის მიერ საგანგებო განცხადების გაკეთება 18:00 საათზე იგეგმებოდა.
ღარიბაშვილის საგანგებო განცხადების თემა ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, ის გადადგომას აპირებს. რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვოს და პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნოს. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ ეტაპზე გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებენ.
http://www.info9.ge/politika/136075-irakli...html?lang=ka-GEდაიშალეთ
This post has been edited by lamazi gogo on 23 Dec 2015, 17:28