http://news.ge/ge/news/story/164034-telavs...nqana-gaitatsesკახეთში, თელავში, ბიზნესმენი დავით ახმეტელი დააყაჩაღეს. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. რესტორან „ხერგილის“ მეპატრონის მეზობლები ადგილობრივ გამოცემასთან საუბრისას აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედებმა ოჯახის უფროსს თავი გაუტეხეს და ოჯახის სხვა წევრებს დაემუქრნენ, რის შემდეგაც სახლიდან ოქრო, ფულადი თანხა და „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანა გაიტაცეს.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას, 06:00 საათამდე მოხდა. ყაჩაღობაში 4-5 პირი მონაწილეობდა.
მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია.
ბიძინა ივანიშვილი
24.12.2012
adblockplus.org