ეს უკვე ძაან საინტერესოა
ლაშა ამირეჯიბი გელა ხვედელიძის ფარულ ჩანაწერს სახალხო დამცველს უგზავნის
25 ივლისი 16:25582
შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის ფარულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც "სახალხო კრების" წევრს ლაშა ამირეჯიბს უცნობმა პირმა მიაწოდა, იგი სახალხო დამცველს დღესვე გადასცემს.
უცნობი ამირეჯიბს დაჰპირდა, რომ ხვედელიძის ფარული ჩანაწერის სხვა ნაწილსაც მიაწვდის, რომელსაც ამირეჯიბი გამოსაქვეყნებლად news.ge-ს გადასცემს.
ჩანაწერი სოფლის მეურნეობის მაღალჩონისნების დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრეა გაკეთებული და მასში ხვედელიძე სამინისტროს თანამშრომლების დაკავებაზე საუბრობს.
"გელა ხვედელიძე: იმაში გავერკვიოთ კიდევ სოფლის მეურნეობაში რა ხდება დღეს, როდესაც ის ტრაქტორები, ის რაც უნდა მოხნულიყო, რომელსაც მე ვიძიებ ახლა და დავიჭერთ რამოდენიმე დღეში, რა უნდა მოხნულიყო, როგორ უნდა მოხნულიყო, ის ვაუჩერები ძმაო, რომ დაარიგეს, როგორ არიგებენ და საიდან მიდის ეს ფული, როგორ მიდის ეს ფული, იმ ადამიანებამდე. 300 ლარიან ვაუჩერს ჰყიდიან 210 ლარად. ბუტკაში რო აბარებენ ძმაო, იცი? არ იცი! ბევრი ის ადამიანი....
უცნობი: ნუ ეგ არაფერი.. კახეთში იცი როგორ არის? ბიჭო მასესხე 100 დოლარი სეტყვამდე..
გელა ხვედელიძე: (იცინის) ხო რა..." - ეს მცირე ამონარიდია იმ ფარული ჩანაწერიდან, რომლის გადაცემასაც ამირეჯიბი სახალხო დამცველისათვის აპირებს, რათა უწყებამ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების დაკავების საკითხში ბრალდებულების უფლებების დარღვევების საკითხი შეისწავლოს და შემდგომ დიპლომატიურ კორბუსს გააცნოს.
ამირეჯიბი ფარული ჩანაწერების პრემიერის აპარატისა და ადოკატებისათვის გადაცემასაც გეგმავს.
ამირეჯიბი ხვედელიძის აღნიშნული ქმედებების შეფასებასაც აკეთებს და ამბობს, რომ გელა ხვედელიძე დაინტერესებული იყო გაენეიტრალებინა სამინისტრო დავით კირვალიძისაგან და საკუთარი ხალხი ჩაესვა, რადგან ეს მის ბიზნეს ინტერესშიც შედიოდა.
"საქართველოში იმპორტირებულ საქონელზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება სურსათის უვნებლობის სამსახურის პროდუქტის ვარგისიანობაზე,აკეთებს დასკვნას, რომლის გარეშეც საზღვარზე ვერაფერი გადმოდის. ხვედელიძეს, კი გაფუჭებული კვერცხის, ქათმის, ხორცის, ფარშის იმპორტის გაკონტროლების ინტერესი ჰქონდა და სწორედ ამის გამო სურდა საკუთარი კადრების ჩასმა და კირვალიძის მოშორება",- აღნიშნა news.ge-სთან საუბრისას ლაშა ამირეჯიბმა.
თუმცა, მისი განცხადებით, ხვედელიძეს დაავიწყდა მთავარი, რომ ვაუჩერებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქცია ვაუჩერების დაბეჭდვით მთავრდება. შემდგომ პროცესზე კი პასუხისმგებლობა ვაუჩერების დამრიგებელ ორგანოს ანუ გამგეობებს ეკისრებათ და აქ უკვე სამინისტრო არაფერ შუაშია.
"ხვედელიძე ამ შემთხვევაშიც არაკომპეტენტური აღმოჩნდა. მან არ იცის, რომ ვაუჩერების საკითხი სამინისტროს კომპეტენცია არ არის, ისევე როგროც სამინისტრო სუფთაა ტრაქტორების საქმეშიც და ესეც ხვედელიძე-ხუხაშვილ-ნაცვლიშვილის შეთითხნილი საქმეა. ხვედელიძე უბრალო შემსრულებელი აღმოჩნდა",- აღნიშნა ამირეჯიბმა.
http://news.ge/ge/news/story/60373-lasha-a...tsvels-ugzavnis