რუსი ოლიგარქი ივანიშვილი პოლიტიკური რენომეს შექმნას ცდილობს.მართალია, ფული ხანდახან საქართველოში ფუნასაც კი ოქროდ მოგაჩვენებს, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებსაც ფული მშობელ დედაზე მეტად უყვართ და ხან ებრალიძეს წველიდნენ ძროხასავით , ხან-პატარკაციშვილს და ხანაც - ივანიშვილს...
ახლა ყველაზე მეტს ივანიშვილი იწველება და პროჭორვილელთა ოდენობაცამ ამიტომ იმატა ოპოზიციაში. თორემ ბერძენიშვილები, ალასანია, ბესელია და ხუხაშვილი ისევე არიან მის გვერდით რამის გამკეთებლები, როგორც აქამდე აკეთებდნენ ქვეყნისთვის: ხუხაშვილი ,,გაზპრომის`` პირმშოა, რომელიც პატარკაციშვილსაც ასევე წველიდა. ბერძენიშვილები- ამბიციური 0, 1 პროცენტიანები,რომელთაც ხალხი ხმას არასოდეს აძლევს.
ბესელიამ - ნავროზაშვილის ადვოკატურის „სარეცლიდან“ დაიწყო და როგორც ამბობენ, ჯერ ოქრუაშვილის ყულაბა გამოასუფთავა, ახლა - ივანიშვილისას მიადგა. ალასანია - იგორ გიორგაძის მიყვანილი კადრია „კაგებეში“, რომელიც სასტუმროს აპარტამენტებში ხანდახან ლავროვსაც ეჟღურტულება და როგორც ნათელაშვილი იტყოდა, „კაგებეშნიკები“ სასაფლაოზეც კაგებეშნიკებად რჩებიან.
თუმცა ივანიშვილის რენომეს ჩრდილს მხოლოდ ამ ძირგაცვეთილ თუ არშემდგარ პერსონათა კრებული არ აყენებს. თავად ჩრდილიდან ახლადგამოსულმა პირველკაცობის მსურველმა ბიზნესმენმა ჯერ მთავრობაში არ მოსულა და მოსახლეობის ნაწილი უკვე გაამწარა.
ივანიშვილის სასახლემდე მიმავალი ქუჩების მოსახლეობა პირად საუბრებში სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს ბიზნესმენის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ესკორტის გამო.
მოქალაქე, ალექსანდრე ქავთარაძე, რომელიც ამაღლების ქუჩაზე ცხოვრობს, „პრესა ჯი“.-ს ივანიშვილის შესახებ უყვება:
„მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ბიზნესმენმა ჩრდილიდან გამოსვლა გადაწყვიტა და პოლიტიკაში მოსვლა გამოაცხადა, მთაწმინდაზე მდებარე ეს შუშებიანი სასახლე მონსტრად იქცა. გარდა იმისა, რომ მიმსვლელ-მომსვლელთა რიგებმა იმატა, რომელთა შორის უფრო ოპოზიციაში აქამდე ხელმოცარულ სახეებს ვხედავთ, მეორე პრობლემა გაჩნდა.
ივანიშვილმა გადაწყვიტა, იაროს, პიარი დაიწყოს და ხალხში გაერიოს. ადრე ჩრდილივით იყო, არც კი ვიცოდით, როდის მიდიოდა და მოდიოდა, ივანიშვილი რომ გენახა და დახმარება გეთხოვა, გამორიცხული ამბავი იყო, ახლოს არავის იკარებდა.
დღე ერთია და მისი ესკორტი იმდენჯერ და ისეთი სისწრაფით ჩამოდის მთაწმინდიდან, რომ დამუხრუჭების ხმა ოთახებში აღწევს. თანაც ამ ესკორტში შედის რამდენიმე მანქანა. ჯიპები ისეთი სისწრაფით მოდიან, რომ ელემენტარულად გამორიცხულია, რომ მაგ დროს გადადიოდე ქუჩაზე და მოასწრო გადასვლა.
არც ხალხს ეპუებიან, ისეთი ჩამოიქროლებენ. სახლებიდან რომ გამოვდივართ, ჯერ შორს ვიხედებით, ივანიშვილის ესკორტი არ მოდიოდეს.
ამასწინათ ჩვენი მეზობელი ბავშვი ბეწვზე გადაურჩა მისი ესკორტის მანქანის ქვეშ მოხვედრას. ქუჩაზე ვეღარ გადავსულვათ შიშით. ახალი სახლი რომ აშენდა აქ, ბიზნესმენ ავთო წერეთლის შვილის დაპროექტებულ სახლზე გეუბნებით, ამავე სახლში ცხოვრობს ირაკლი ალასანიაც, მთელი სართული იყიდა და უმაღლეს დონეზე გაირემონტა.
ამ სახლის ქვევით დიდი მარკეტი გააკეთეს და ქუჩის მეორე მხრიდან გადმომსვლელებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ, ივანიშვილის ესკორტის შიშით ქუჩაზე ვერ გადავსულვართ. გასაგებია, რომ მილიარდერია და ბევრი ფული აქვს და დაცვას ყიდულობს, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?
ამასწინათ ქუჩაზე გადავდიოდი, ძლივს მოვკარი მისი ესკორტის ჯიპს თვალი, ისეთი სისწრაფით ჩაიქროლა. ხალხი უკვე ალაპარაკდა, რომ რაღაც ზომები უნდა იყოს მიღებული.
წესით არც ქუჩის გადაკეტვა ეკუთვნის, ის საჯარო მოხელე არაა, ჩვეულებრივი პერსონაა და იქნებ ჯობია გადაიკეტოს. გვეცოდინება მაინც, რომ ეგ ჩამოდის თავის „მახინა“ სასახლიდან ამალით და აღარ გამოვალთ გარეთ, ვიდრე არ ჩაიქროლებს“.
http://presa.ge/new/?m=politics&AID=10356