


სოფელ თბილისის მერის ინოვაცია - ბარათაშვილის ხიდის მაგივრად მარტვილის ბოგირი!
განსაკუთრებულად ბევრს შრომობენ მერიაში ქალაქის იერსახის გაუმჯობესებაზე. მათ შორის, ცენტრალური ხიდების პროექტების შექმნისა და დამტკიცებისას იჩენენ უდიდეს პასუხისმგებლობას. ვერც შემოქმედებითობას დაუწუნებ, ვერც პროფესიონალიზმს და ვერც შესრულების ხარისხს. ოცდამეერთე საუკუნეში საკადრისი შენობა-ნაგებობებითა და ხიდებით ვიწონებთ თავს ევრაზიის გზაჯვარედინზე მცხოვრებლები. ვის არ აღაფრთოვანებს ბარათაშვილის ხიდის აღდგენის ახალი ვერსია ნარმანიას გუნდის შესრულებით? არც საბჭოთა სიმბოლიკა გვინდა და არც ნაცრეჟიმის შერემონტებული ჩუქურთმიანი ხიდებიო, თქვეს მერიაში და შეადუღეს ახალი სტანდარტების, რკინის ბოძების კონსტრუქცია. ალბათ, ბატონი ნარმანია ცდილობს არ ჩამორჩეს სტანდარტებს და მინიმალისტურ მიმდინარეობას ანიჭებს უპირატესობას.
თბილისის მერმა ბარათაშვილის ხიდის „ბორანისებური“ გადაწყვეტა რის მერე გადაწყვიტა, ერთი ალაჰმა უწყის და მეორე, დალაი ლამამ. მერიის არქიტექტურის სამსახური შოკშია! პირნათლად სრულდება დაპირებებიო, ამბობს ნარმანია და ბარათაშვილის ხიდის მოაჯირის მაგივრად „ისეთს რასმეს“ გვთავაზობს, რომ არქიტექტორები დღემდე ანალოგებს ეძებენ. ანალოგები რა თქმა უნდა მოიძევება, მაგრამ არა თანამედროვე მსოფლიოს ურბანული ხუროთმოძღვრების ნიმუშებში, არამედ სოფელი კოკიანის მდინარის ბოგირებში.
ჰოდა, გვექნება მალე ბარათაშვილის ხიდი ისეთი, როგორიც არის მარტვილის კანიონის გადასასვლელი.
წესით და რიგით, ხსენებული ხიდი, რომლის აღდგენასაც ნარმანიამ 7 თვის წინ მოჰკიდა ხელი, ან 1965 წლის ხიდის ანალოგი უნდა ყოფილიყო (ანუ დაბრუნებოდა პირვანდელი სახე) ან უფრო ინოვაციური ფორმატის გამხდარიყო.
არადა, დემოკრატიული გზით არჩეული თბილისის მერი საარჩევნო ჰორიზონტზე გამოჩენისთანავე, არაერთი დაპირებებით გვაწონებდა თავს. ნარმანიას სანდომიანი გამომეტყველებაც გვაჯერებდა ნათქვამის საქმედ ქცევის გარდუვალობაში. მოსახლეობისთვის ცხადი იყო და თქმაც არ უნდოდა იმას, რომ იმ დროისთვის მეტ-ნაკლებად გამწვანებული, თანამედროვე, კეთილმოწყობილი ქალაქი ახალ იერსახეს შეიძენდა, ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. მაცხოვრებლებს გვჯეროდა, რომ დედაქალაქში გადაადგილება უფრო უსაფრთხო, კომფორტული და ჯანსაღი იქნებოდა და ასე, ნათელი მომავლის რწმენით, დავთანხმდით ნარმანიას კანდიდატურას. რას წარმოვიდგენდით, თუ ოთხი წლის შემდეგაც, „დეჟავიუსეულად“ დაგვტანჯავდა მოგონებები, მიშას მიერ გახსნილი საავადმყოფოების კადრებივით. მაშინაც ვტყუვდებოდით. არც დღეს იცვლება რამე...
http://mediacity.ge/news.php?id=4097 თვე ამ რკინის მოაჯირს სვარკავდნენ?