#46561497 · 24 Dec 2015, 12:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან ცუდ დროს აღარ მაქვს სამსახური, ამიტომაც აქ დავწერ განცხადებას თუ შეიძლება:
ვარ 22 წლის IT საპორტი, ცოდნა მაქვს ComTIA A+ (Cisco IT Essentials) ფარგლებში. ტექნიკური და პროგრამული მხარე ვიცი ძალიან კარგად, სხვადასხვა ოპ. სისტემები (MS Windows, GNU/Linux), პროგრამული უზრუნველყოფა, კომპიუტერული არქიტექტურა, ქსელის ფუნდამენტალური საკითხები და გადაწყვეტილებები. სწავლის პროცესში ვარ ქსელების და სისტემის ადმინისტრატორობის, საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გამაჩნია როგორც Windows Server-ის, ასევე GNU/Linux სასერვერო სისტემების. საოფისე პროგრამები: MS Office (Word, Excel, Outlook, PowerPoint), LibreOffice (Writer, Calc, Impress), Google (Docs, Sheets, Slides)
მცირე გამოცდილებაც მაქვს სამსახურების და კურსების სახით. შესაბამისად IT მხარდაჭერის სამსახურში შემიძლია ვიმუშავო სრული დატვირთვით, ცოდნა და პროფესიული შესაძლებლობები სრულად გამაჩნია.
ძალიან გთხოვთ, თუ გაქვთ შესაძლებლობა დამეხმაროთ სამსახურის მოძებნაში, დაინტერესების შემთხვევაში დეტალურ რეზიუმესაც გამოგიგზავნით PM-ში.
წინასწარ დიდი მადლობა.
This post has been edited by acad on 24 Dec 2015, 13:05
|