ევროპა მოვდივართ!!!
ქათმის ღვიძლები


საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, თუ როგორი უნდა იყოს და რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს გასაყიდად გამოტანილი სასურსათო პროდუქტების ეტიკეტი. თუმცა 2012 წლის მაისიდან ჯარიმები სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევაზე გაუქმებული იყო და ამიტომ ამ მოთხოვნებს ბევრი მეწარმე არღვევდა. 2014 წლის 1 იანვრიდან ჯარიმები სურსათის ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის ამოქმედდა. ჯარიმა შეადგენს 400 ლარს პირველ ჯერზე და 1200 ლარს განმეორების შემთხვევაში.
სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები ასეთია:
დაფასოებული სურსათის ყოველ ერთეულს უნდა გააჩნდეს კარგად მიმაგრებული ეტიკეტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ქართულ წარწერას შემდეგი ინფორმაციით:
1)გამოსაჩენ ადგილას მითითებული უნდა იყოს სურსათის დასახელება, რომელიც ამ სურსათის ბუნებაზე უნდა მიანიშნებდეს.
2)აგრეთვე გამოსაჩენ ადგილას, დასახელებასთან ახლოს, მითითებული უნდა იყოს პროდუქტის შემადგენლობა (ანუ რისგან არის დამზადებული ეს პროდუქტი): პირველი უნდა მიეთითოს ის 3)ინგრედიენტი, რომელიც ყველაზე მეტია, შემდეგ კი დანარჩენები, კლების მიხედვით. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოყენებული საკვებდანამატებიც. თუ პროდუქტი შეიცავს 4)ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს, ესეც აქვე უნდა იყოს მითითებული.
5)გარკვეული ტიპის სურსათზე დამატებით უნდა მიეთითოს მასში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შემცველობა (ანუ ამ პროდუქტის კვებითი ღირებულება) და აგრეთვე ვიტამინების და 6)მინერალური ნივთიერებების შემცველობა.
7)სურსათის წონა ან მოცულობა. თუ სურსათი წარმოადგენს რაიმე სითხეში (მარინადი, მარილწყალი, წვენი) ჩადებულ ხილს ან ბოსტნეულს, მაშინ საერთო მასასთან ერთად უნდა მიეთითოს ამ ხოლ-ბოსტნეულის მასა მარინადის/მარილწყლის/წვენის გარეშე.
8)სურსათის წარმოშობის ქვეყანა და დამამზადებლისა და იმპორტიორის საფირმო სახელწოდება
9)დამზადების თარიღი, ვარგისობის/შენახვის ვადა (გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა) და ზოგ შემთხვევაში აგრეთვე შენახვის და მოხმარების პირობები. თუ შენახვის ვადა მცირეა, მაშინ კონკრეტულად 10)მითითებული უნდა იყოს თარიღი, რომლამდეც ვარგისია პროდუქტი, და თან იმისთვის, რომ პროდუქტის გამოშვების და ვარგისობის თარიღი მომხმარებელს ერთმანეთში არ აერიოს, ამ უკანასკნელზე მითითებული უნდა იყოს ”ვარგისია ... მდე” .
11)თუ სურსათის, ან მისი რომელიმე ინგრედიენტის წონის 0,9%-ზე მეტს გენმოდიფიცირებული პროდუქტი შეადგენს, აუცილებელია მასზე მიეთითოს „გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი“ ან „გმო შემცველი“;
1-8)არ აქვს ქართული ეტიკეტი შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს ვერცერთ მოთხოვნას
9) ვადა გასულია
10)

))))
11) არაა გამორიცხული გენმოდიფიცირებულიც იყოს
მოკლედ ამ ,,ცირეოდენ" დარღვევებს არ დასჯერდნენ

და რაც ძალიან საგანგაშოა პროდუქტს მეორე მხარეზე აქვს ახლად მიკრული თარიღი ქაღალდით, რომელიც ორიგინალი თარიღისგან განსხვავებით ხელით შეხებისას ადვილად ზიანდება და სცილდება. ამით მომხარებელი შედის შეცდომაში რამაც შეიძლება მძიმე შედეგები გამოიღოს, როდესაც პროდუქტს ვარგისიანობის ვადას 50%ით სცილდება არაა გამორიცხული ამან რადიკალურად შეცვალოს მასში შესული ნივთიერებები.

პ.ს პროდუქტს ემჩნევა, რომ სულ მინიმუმ 1ხელ მაინცაა გამდნარი და ამიტომ ღვიძლები გაერთიანებულია და ისეთი ზომის ღვიძლს გავს რომელიც უკანასკნელ ლოთსაც კი არ აქვს
This post has been edited by oshi1 on 24 Dec 2015, 20:34