
რუსეთის საპატრიარქოს სინოდის ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის განყოფილების მმართველი ვსევოლოდ ჩაპლინი, მაშინ ალაპარაკდა, როდესაც ციხის მაღალი გუმბათიდან გადმოისროლეს. ყოფით მაშტაბში შემცირებული ჩაპლინი, რუსული მედიის წარმომადგენლებს განმარტებებს აძლევს:
მისი თქმით პატრიარქი კირილი ერთპიროვნულად და სპონტანურად, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს, ასევე ჩაპლინის თქმით მისი უთანხმოების ერთერთი ძირითადი მიზეზი ყოფილა ის რომ მისი აზრით ეკლესია უნდა გამიჯვნოდა ხელისუფლებას და ყოფილიყო კრიტიკული მის მიმართ, არ დაეფარებინა ხელის კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის და ა.შ.
ვლადიმერ პუტინის მესამე ვადით აღზევების შემდეგ, რუსეთის სამღვდელოების მიმართ კრიტიკული განცხადებები პრაქტიკულად შეწყდა და დაიხურა ორგანიზაცია ღია განხილვებისთვის. ცალკეული თავგამოდებული აქტივისტები ან უკრაინელები თუ ამხელდნენ სხვდასხვა სახის უსაქციელობაში რუსულ სამღვდელოებას თორემ, პუტინის ვერტიკალის ძალოვნების ზურგს ამოფარებული ეს ორგანიზაცია და მასში მიმდინარე მოვლენები, იმდენად ტაბუდადებული გახდა რომ მისმა კონსპირაციამ ლამის სადაზვერვო სამსახურების ხარისხს მიაღწია. ყირიმის ანექსიამდე და შემდეგ მოყოლებული პერიოდი, რუსეთის საპატრიარქოს როლი ქვეყნის საგრეო პოლიტიკის სფეროში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიორიაზე მისიონერიზმით განისაზღვრა, რომლის მთავარი შინაარსი იყო რუსი ნაციონიონალობის მქონეთა და მართლმადიდებელთა გარკვეულ ორგანიზაცეიბში გაწევრიანება. ამის საუკეთესო მაგალითი ყაზახეთია რომელშიც ყირიმის ანექსიიდან სამ-ოთხ თვეში უამრავი მართლმადიდებლური ორგანიზაცია და ინტერნეტ საიტი შეიქმნა, ერთდაერთი დანიშნულებით - გავრცობილიყო რუსული პოლიტიკური გავლენა მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც რუსული გავლენის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. ალბათ ყველასთვის ცნობილია რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლების მოქმედება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კონფლიქტის დაწყების წინ და ის პარტიზანული მოქმედებები რომელიც ამ ტერიტორიაზე ორგანიზაციის წარმოადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა.
https://tvrain.ru/articles/vsevolod-400772/http://ladoch.blogspot.com/2015/12/blog-post_25.html
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”