საახალწლო სუფრისთვის მზადება უკვე აქტიურად დაიწყო. ხალხმრავლობა და სამზადისი ყველაზე მეტად ბაზარს დაეტყო.დიდი რიგები სადღესასწაულო სუფრისთვის ყველაზე საჭირო პროდუქტებთან შეიმჩნევა. კარგად შესამჩნევია ამ პროდუქტების შეცვლილი ფასებიც.
ბევრი მომხმარებელი შეიძლება გოჭის გარეშე დარჩეს, რადგან ფასი 85 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე მერყეობს. გოჭს კონკურენციას ფასში ინდაურიც უწევს. ინდაური შეიძლება ქათამმა ჩაანაცვლოს, მაგრამ საცივის გაკეთება იაფი მაინც არ დაგიჯდებათ, რადგან ნიგოზი 22 ლარი ღირს.
ტკბილი სუფრის გაწყობა შედარებით იაფი დაგიჯდებათ, რადგან ხილი ხელმისაწვდომია, ჩურჩხელის ფასი კი 70 თეთრიდან იწყება.
საახალწლო სუფრის მთავარ ატრიბუტებს წელს ბანანიც შეემატა. მომხმარებელი ცდილობს, წლის მთავარ გმირს - მაიმუნს ასიამოვნოს, ეს დახლებზეც შეიმჩნევა. ბაზარში ბანანი დიდი რაოდენობით იყიდება.
ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა. იმედია, ბაზარში მისულ მომხმარებელს ამ დღეების განმავლობაში კიდევ უფრო გაზრდილი ფასი არ დახვდება.
http://www.info9.ge/sazogadoeba/videorepor...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo