


ახალმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla Motors, რომელიც ელექტრომობილების სფეროშია დაკავებული, გადადგა ის ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერც ერთი კონკურენტი ვერ ბედავდა: მან მანქანების წარმოება აშშ-ში ახალ ქარხანაში დაიწყო და არა საზღვარგარეთ. ეს მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალიფორნიისთვის, სადაც გასულ ასწლეულში ამერიკული კომპანიების General Motors, Ford და Chrysler საწარმოები იყო განთავსებული. Tesla-ს ახალი ქარხანა სინამდვილეში ქალაქ ფრიმონტში NUMMI-ს ყოფილ ასაწყობ ფაბრიკაშია განთავსებული, რომელსაც ერთობლივად ფლობდნენ General Motors და იაპონური Toyota.
«ალუმინის რულონები ქარხნებს მიეწოდება, ხოლო Model S მოედნის მეორე მხრიდან გამოდის», — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა CES 2012. ამასთან, წარმოების მოცულობა ძლიერ განსხვავდება ერთი მუჭა Tesla Roadster-გან, რომელიც მენლო-პარკესა (კალიფორნია) და ჰეტელში (დიდი ბრიტანეთი) ეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ წელს დაგეგმილი წარმოების მოცულობა შედარებით მცირეა — მხოლოდ 5000 Model S, როგორც კომპანია აცხადებს, ეს ქარხნული სიმძლავრეების გამართვის დაუმთავრებლობითაა გამოწვეული, მაგრამ 2013 წლიდან მოცულობა 20000 ერთეულამდე გაიზრდება.
ავტომობილების ამერიკელ მწარმოებელთა შორის Tesla კიდევ ერთხელ გამოირჩა საკუთარი შტაბ-ბინის პალო-ალტოში (კალიფორნია) განთავსებით. შეიძლება გავიხსენოთ ავადსახსენებელი GM-ის ელექტრო-ავტომობილი EV1, რომელიც კალიფორნიის გზებზე 1990 წლების შუა პერიოდში გამოჩნდა. ვინ იცის, იქნებ, მისი ბედი სხვაგვარად წარმართულიყო, თუ კი GM კრემნიუმის ველზე იქნებოდა განთავსებული? ამას გარდა, მისამართი არაორაზროვნად მიუთითებს მასზე, რომ ელექტრომობილების ხასიათი და მომავალი უფრო კრემნიუმის ველს უკავშირდება, ვიდრე ავტომობილების მშენებლობის ცენტრს დეტროიტში (მიჩიგანი).
ექსპონატის სახით გამოფენაზე CES წარმოდგენილი Tesla Model S, აღჭურვილი იყო 17″ ინფორმაციულ-გასართობი სისტემით ჩიპის NVIDIA Tegra 3 ბაზაზე, ჩაშენებული წვდომის წერტილით Wi-Fi და მაღალსიჩქარიანი ფიჭური კავშირით, რომელითაც სერიული ნიმუშებიც დაკომპლექტება. ამ კომპიუტერის დახმარებით განხორციელდება ავტომობილის ფუნქციების მართვა (სინათლე, კარები, სახურავი, ტემპერატურა და ა.შ.), მუსიკალური სისტემა, ნავიგაცია და გასართობი შესაძლებლობები. იმისათვის, რომ ღამით დიდმა ეკრანმა მძღოლი და მგზავრები არ დააბრმავოს, ირთვება ინფორმაციის გამოსახვის განსაკუთრებული რეჟიმი. მომავალში ავტომშენებლობა ავტონომიური მართვის სისტემებს და სხვა პერსპექტიულ მიმართულებებს აითვისებს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული კომპიუტერულ ინდუსტრიასთან.
Tesla Model S-ის ღირებულება $50 ათასიდან იწყება — ეს მოდელი დაკომპლექტებულია ლითიუმ-იონური ბატარეით 40 კვტ*სთ, რომელიც 250 კმ მანძილის გავლის შესაძლებლობას იძლევა, უფროსი მოდელის ფასი აკუმულატორით 85 კვტ*სთ-ზე (480 კმ) $70 ათასია. ბატარეაზე 8-წლიანი გარანტია ვრცელდება, მაგრამ პირველ შემთხვევაში იგი 161 ათასი კილომეტრის გარბენითაა შემოფარგლული.
ბატარეის ტევადობის გაზრდასთან ერთად მანქანის სიმძლავრეც და მისი სიჩქარეც იზრდება. მაგრამ არის კიდევ ერთი მოდელი Performance, რომელიც უფროსისგან 435-ძალოვანი ძრავით გამოირჩევა, რომელსაც 4,4 წამში 100 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ში ელექტრომობილების მყიდველები საბაჟო გადასახადს $7500-ით ნაკლებს იხდიან.
და ბოლოს, რამოდენიმე ფაქტი. ინტერიერში მთავარი მასალებია ქლორვინილი და ბანანის ფოთლებისგან დამზადებული ტექსტილი. Model S-ში ხუთი ზრდასრული და ორი ათ წლამდე ასაკის ბავშვი ეტევა დასაკეცი სკამების წყალობით, რომლებიც მძღოლისა და მგზავრების სკამების უკანაა განთავსებული; ავტომობილი აღჭურვილია 8 ჰაეროვანი ბალიშით. ბატარეა დიდი ხნის გაჩერების შემდგომ მუხტის უმეტეს ნაწილს არ კარგავს. დატენვა შეიძლება განხორციელდეს როზეტებიდან ძაბვით 220 და 110 ვ, ამასთან უკანასკნელ შემთხვევაში — უფრო სწრაფად. რეკომენდებულია აკუმულატორის დიდი ხნის მანძილზე დატენვა, სასურველია, მთელი ღამე.
წყარო :
http://icode.ge/2012/01/25/model-s-%E1%83%...83%91%E1%83%9A/