ჰო, დამავიწყდა ეგ.
სხვა რავი, სტრამაჩონის გუნდში თითქოს კარგი ახალგაზრდები იყვნენ და რამე უნდა გამოსულიყო მათგან: ბესა, ლონგო, კალდიროლა, დონატი, დანკანი... ყველანი ერთამანეთზე ###ები აღმოჩნდნენ ჯამში.
ისე, აი ნექსთ გენის ფინალში აიაქსთან რომ იყო თამაში, სადღაც ადრე ვნახე, აიაქსის და ინტერის იმდროინდელი შემადგენლობა, ახლა სად და როგორ არიან.
აღარ მახსოვს სად ვიპოვო, ამიტომ უცებ თავად დავწერ.
დი ჯენარო - ლათინაში თამაშობს, სერია B-ში. ამოსვლის პერსპექტივა არ აქვს.
პეკორინი - ასკოლიში ირიცხება, სერია B. წელს საერთოდ არ უთამაშია, ალბათ მანდაც მყარი სათადარიგოა.
მბაი - ბოლონია, სერია A. წელს ორი მატჩი ჩაატარა. ინტერის აღარ არის, მთლიანად ბოლონიას საკუთრებაა.
სპენდლჰოფერი - შტურმში გაყიდეს.
კისელა - იაბლონეცში გაყიდეს.
დანკანი - სამპდორიაში გაყიდეს, ვერაფერი გააკეთა და ახლა სასუოლოში გადავიდა.
რომანო - ეს კაპიტანი იყო იმ გუნდის. პრატო, კროტონე, პრატო და ახლა რენატე, იჯარებით მოიარა ეს კლუბები.
კრისეტიჯი - ესეც იჯარებით დასეირნობს, მაგრამ უკეთეს კლუბებში: სპეცია, კროტონე, კალიარი და ახლა ბოლონია. წელს ოთხი მატჩი ითამაშა.
ლონგო - ეს ტიპი დაფრინავდა, თუ გახსოვთ, ძალიან მაგრად ითამაშა მაშინ. მას შემდეგ სულ განთხოვრებული იყო: ესპანიოლში, ვერონაში, რაიოში, კალიარიში და ახლა ფროსინონეშია. ტიპმა ამ დროის განმავლობაში, 95 მატჩი ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.
ბესა - ამის მაგარი იმედი მქონდა, ძალიან აქებდნენ. აი ვერ მივხვდი რატომ გაანათხოვრეს ოლანენსეში, იმედია სწორად დავწერე სახელი, პორტუგალიური კლუბი რომ არის, აი მანდ გაუშვეს. მანდაც ვერ ითამაშა, შემდეგ როტერდამის სპარტაშიც სკამზე იჯდა, ბოლონიაში ითამაშა რაღაც, სერია B-ში, ახლა კომოშია.
ლივაია - ეს ლონგოზე მეტად გამოადგა ინტერს, სარფიანად გაყიდეს. ახლაც არ მესმის ამაში 5 მლნ. როგორ გადაიხადეს. მოკლედ, ინტერიდან წასვლის შემდეგ
რუბინში ვერაფერი გააკეთა და ჯამში 60 მატჩი ითამაშა, 9 გოლი გაიტანა, ამ სამ წელიწადში. ახლა ემპოლიშია.
სალა - ტერნანაში გაყიდეს.
ალბორნო - ნოვარაში გაანათხოვრეს, ახლა ჩიტადელაშია.
ფორტე - პიზა, ლუჩესე, კრემონეზე - იჯარებით.
ბენასი - ო, ეს ყველაზე საინტერესო ტიპია. შეიძლება ითქვას, მთელი გუნდიდან ყველაზე კარგი ფეხბურთი ამ მომენტამდე ამან ითამაშა. ტორინოს ძირითადის მოთამაშეა.
აიაქსზე ასე კონკრეტულად აღარ ჩამოვყვები.
ველტმანი - აიაქსში თამაშობს ახლაც, მგონი ძირითადის მოთამაშეა.
დენსვილი - ბრიუგეშია
კლასენი - აიაქსის ძირითადის მოთამაშეა. (სხვათაშორის ინტერსაც უკავშირებდნენ, ამასწინათ)
ფიშერი - აიაქსის ძირითადის მოთამაშეა.
მეტი არც მაგათგან არის ვინმე, ნორმალური.
ინტერის გუნდი ხომ საყლევეთია, 21-22 წლისები არიან ახლა, მაგრამ მეეჭვება ვინმემ მოუმატოს, ბენასის გარდა.