არ ვიცი როგორ მოგმარტოთ ყველას ტავი გაჭირვებია ამ უბედურ ქვეყანაში მაგრამ სულ 3 500 ლარია საჭირო რომ ახალგაზრდა ქალი ვიხსნატ.
ძალიან გტხოვთ 5, 10, 50... ვისაც როგორ შეგვიძლია, უცბად აგროვდება, დედას შვილი უკვდება, დავეხმაროთ
მიშველეთ, შვილი გადამიჩინეთ!" - დრო ძალიან ცოტაა, ახალგაზრდა ქალი სისხლისგან იცლება! 25-12-2015 "შენს შვილს სიმსივნესთან ერთად სისხლდენა აქვს, სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, თუ არადა, რა მნიშვნელობა აქვს, რა მოკლავს სიმსივნე თუ სისხლდენაო" ახალი წელი დგება, ხალხი საზეიმოდ ემზადება, მაგრამ მას არაფერი ეზეიმება, - უსახლკაროდ და უსასოოდ დარჩენილ ზაიარა გოგიბერიძეს შვილი უკვდება, - 44 წლის ახალგაზრდა ქალი. ამ ოჯახის ისტორია ისეთი ტრაგედიით არის სავსე, რომ მოსასმენადაც ძნელია, როცა უბედური დედა რედაქციაში მოვიდა, ჩვენც მასთან ერთად ბურთი გვქონდა ყელში გაჩრილი; მაგრამ მას შვილი უკვდება, მის შვილიშვილებს დედა და მისი ტკივილი უნდა გაგვეზიარებინა; ჩვენი თანაგრძნობისა და იმედის გარდა მან ყველაფერი დაკარგა: - სახლი და კარი ჩვენმა არეულმა ქვეყანამ დამაკარგვინა, - საქმე აწყობილი მქონდა, პროდუქტით ვვაჭრობდი, მაგრამ ერთ დღეს მითხრეს, საქმეს სწორად არ აწარმოებო და საწყობი დამილუქეს. მე სხვა რა გზა მქონდა, სასამართლოში წავედი და იქ დავამტკიცე, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, ვაჭრობის ნებართვაც აღმიდგინეს და საწყობიც გამიხსნეს, მაგრამ უკვე ყველაფერი დამპალი იყო და ასე დავიღუპე. რაღა უნდა გამეყიდა და საქმისთვის ბანკში ჩადებული ბინაც დავკარგე… ამასობაში ჩემმა ქალიშვილმა იმედენი ინერვიულა, რომ ამ ნერვიულობაზე რაღაცა საშინელება გაუჩნდა ორგანიზმში. უჭეროდ დარჩენილი ნაკვეთში დავსახლდი ფურგუნში და ამას წინათ იქ დაეწყო სისხლდენა. დედა, მგონი ვკვდებიო, მითხრა და მე უბედური საავადმყოფოში წავყევი. სადაც შეგვეძლო იქ, - "ლანცეტში"! იქ მითხრეს, ამას სიმსივნე სჭირს და სხვაგან გამოიკვლიეთო და ასე მოვხვდით "ჯანმრთელობის სახლში". იქ დადასტურდა ჩვენი დაღუპვა და უბედურება, - ჩემს შვილს მართლა სიმსივნე აღმოაჩნდა. ექიმი ამას რომ მეუბნეოდა, თვალებში ვერ შემომყურებდა, - უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ შენს შვილს სიმსივნესთან ერთად სისხლდენა აქვს, სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, თუ არადა, რა მნიშვნელობა აქვს, რა მოკლავს სიმსივნე თუ სისხლდენაო. ვკითხე, - ოპერაციის ფული საიდან უნდა ვიშოვო-მეთქი; მითხრა, - ეს სასწრაფო ოპერაციაა, შენი შვილი საყოველთაო დაზღვევაშია დაზღვეული, სახელმწიფომ ოპერაცია აუცილებლად სასწრაფოდ უნდა დაგიფინანსოსო. მაგრამ არ დამიფინანსეს, - სულ 1270 ლარი მომცეს, როცა ოპერაციას 3500 ლარი სჭირდება. ექიმი კი მეუბნება, - რა ვქნა ოპერაციას ვერ გავაკეთებ, თუ თანხა არა მაქვს, შინაგანაწესი ამის ნებას არ მაძლევსო! - ასე როგორ მოხდა? რამდენადაც ცნობილია ჯანმრთელობის სამინისტრო გადაუდებელ სიმსივნურ ოპერაციებს აფინანსებს! - არ აფინანსებს. მეუბნებიან, - "ჯანმრთელობის სახლი" ძვირად ღირებულია. სადმე სხვა იაფიან საავადმყოფოში წადით და ჩვენი ფული გეყოფათო. ის საავადმყოფოებიც დამისახელეს და მივედი. იქ კი მითხრეს, რომ ისეთი ონკოლოგი არ გვყავს, ვინც მაგ ოპერაციას გააკეთებსო. ამასობაში შვილი მიკვდება და სისხლისაგან იცლება, - მე და ჩემმა ქმარმა რაც გამოკვლევებზე დავხარჯეთ, იმისთვის მთელი პენსია წინასწარ გამოვიტანეთ, საიდან მოვიტანოთ ეს ფული? ყველა დედას აარიდოს უფალმა ჩემს მდგომარეობაში ყოფნა, მომაკვდავ სისხლმდინარე შვილს შევცქერი და ვერ ვშველი. არადა, ჩემ გარდა პატრონი არავინ ჰყავს, - ქმარიც გარდაეცვალა, ორი ობოლი, 13 და 14 წლის შვილები ჩემთან ერთად დასტირიან თავზე და დედის სიკვდილს ელოდება. მითხარით, რა ვქნა? რა გავაკეთო? ვის მივადგე? მიშველეთ, შვილი გადამიჩინეთ! არ ვიცი, რა გიპასუხოთ, არავის ვუსურვებ იმ დღეს მოესწროს, რასაც თქვენ მოესწარით, მაგრამ ის კი ვიცი და ხშირად ვიმეორებ, რომ ჩვენთვის შეუძლებელი უფლისთვის შესაძლებელია, ახალ წელს, როცა ყველა ზეიმობს, შეუძლებელია ხალხმა თანაგრძნობა არ გამოიჩინოს და დახმარების ხელი არ გამოგიწოდოთ, - შვილი ყველას ჰყავს... - ვუთხარი უბედურ დედას და რედაქციიდან გავაცილე… თუმცა მე მხოლოდ მეგონა, რომ გავაცილე, - როცა ფოიეში ჩავედი ის იქ იჯდა და ტიროდა, - მას წასასვლელი არსად აქვს, როცა დედას შვილი უკვდება, მისთვის ყველაფერი სულ ერთია გარდა შვილის გადარჩენისა. ამიტომ მასთან ერთად ჩვენც მუხლმოყრით გთხოვთ, ამ უბედურ ქალს მციროდენით დაეხმაროთ… ამ დახმარებამ მას შვილი უნდა გადაურჩინოს.
ვისაც ამ უბედური დედის დახმარება სურს, მისთვის ანგარიშის ნომრებს ვაქვეყნებთ;
ლიბერთი ბანკი მიმღები ბანკის დასახელება: "ლიბერთი ბანკი" ანგარიშის ნომერი:
GE03LB0211127504738000 მიმღები ბანკის კოდი LBRTGE22
მიმღები ზაირა გოგიბერიძე 597-09-70-44
http://www.kvirispalitra.ge/public/27853-q...leba.html?add=1
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)