ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევენ.
თავად თუ დაიმახსოვრებენ ამდენ ახალ კანონს .

დადონ სტატისტიკა, რამდენი თანამდებობის პირის მანქანაა დაჯარიმებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ხომ ვიცით, რომ წესების დაუცველად და მაღალი სიჩქარეებით ეგენი დადიან. ვეჭვობ, რომ ვინმე აჯარიმებდეს ღერძულა ხაზის გადამკვეთ სახელმწიფო მანქანებს.
ინებეთ ბატონო ახალი კანონპროექტი, რომელიც სულაც არაა ცუდი, თუ ჩინიანზე და უჩინოზე თანაბრად გავრცელდება.
"
საგზაო მოძრაობისას კამერებით თვალთვალის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი აღარ იქნება2015 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის პაკეტს თან ახლავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი.
როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიზანია „პოლიციას მიენიჭოს უფლება პრევენციული საქმიანობის ფარგლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში გამოიყენოს არსებული გამოწვევების ადეკვატური აღჭურვილობა, რომელიც დინამიკაში უზრუნველყოფს დამრღვევ მძღოლთა გამოვლენას წინასწარი იდენტიფიკაციის გარეშე“.
დღევანდელი მდგომარეობით, ყველა რადარი და ვიდეოკამერა, რომელიც აკონტროლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, მხოლოდ სტაციონარულადაა განთავსებული და იდენტიფიცირებულია სხვადასხვა საშუალებით – ამოსაცნობი ნიშნებით, მობილურის აპლიკაციით და ა.შ…
ცვლილების მიღების შემთხვევაში, პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული ფოტო/ვიდეო ტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი/წარწერა აღარ იქნება და მოხდება ფარული თვალთვალი.
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ცვლილება
ამოქმედდება 2016 წლის პირველი იანვრიდან."
http://tplcweb.com/2015/12/21/1111/ This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 22 Dec 2015, 18:39
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”