"რუსთავი 2"-ის მხარდაჭერისთვის დაკავებული პირები გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა . მოსამართლე ახალბედაშვილმა ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თითოეულ მათგანს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.
პროცესის მიმდინარეობისას პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ეწინააღმდეგებოდა და დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არსებობდა ბრალდებულების მიმალვის საშიშროება, რაზეც დაცვის მხარემ პასუხად პასპორტების ჩაბარება შესთავაზა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...ufles.html?ar=A
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo