#46582892 · 26 Dec 2015, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შენ არავის, სულ არავის გავხარ, შენ ყველაფერს უცნაურად ამბობ, ვერ ვისვენებ თუ ჩემს გვერდით არ ხარ, რომ მიყურებ, თვალებითაც მათბობ.
შენ ყველაფერს უცნაურად ხედავ, და ყველაფერს სხვანაირად ყვები, რომ არ გნახო, რა იქნება ნეტავ, მაგრამ უკვე შეგეჩვიე, ვხვდები.
მისამღერი: შენ არავის, სულ არავის გავხარ, შენ არავის, სულ არავის გავხარ, შენ არავის, სულ არავის გავხარ,
ვერ ვისვენებ, თუ ჩემს გვერდით არ ხარ. შენთან ყოფნა მე ყოველთვის მართობს, თუ არ ჩანხარ, სულ შენ გელოდები, რომ მიყურებ, თვალებითაც მათბობ,
ახლოს ხარ და მაინც მენატრები. ჩემთან რომ ხარ სხვას ვერავის ვხედავ, თვალები გაქვს გაოცებით სავსე,
რომ არ გნახო, რა იქნება ნეტავ, ნეტავ რატომ შეგეჩვიე ასე
|