უეფას ოფიციალურმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, თუ რომელი იყო 2015 წლის საუკეთესო მატჩი.
აღსანიშნავია, რომ უდიდესი უპირატესობით პირველი ადგილი თბილისში გამართულმა სუპერთასის შეხვედრამ დაიკავა.
მოგეხსენებათ, 11 აგვისტოს დედაქალაქს 2 ესპანური კლუბი – “ბარსელონა” და “სევილია” ესტუმრა. რა თქმა უნდა, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” შევსებული იყო და გულშემატკივარმა მოედანზე ნამდვილი სანახაობა იხილა.
9 გატანილი ბურთი, 3 ულამაზესი ჯარიმა, დამატებითი დრო და სხვა უამრავი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის თბილისის სუპერთასი 2015 წლის საუკეთესო მატჩი.
http://goal.ge/ge/tbilisshi-gamartuli-supe...ad-dasakhelda/#