მოკლედ ავხსნი წესებს, თუ რაიმე გაუგებარი იქნება იკითხეთ თემაშივე და შეძლებისდაგვარად ავხსნი უფრო გასაგებად

ასევე სანამ პლეი-ოფები დაიწყება განიხილება ალტერნატიული ვრიანტები ქულების დათვლაზე და სხვადასხვა საკითხებზე..
1 ტური დავარქვათ, ერთ სათამაშო დღეს.
მაგალითად 12-ში არის 3 თამაში. ანუ ამ სამ თამაშს დავარქვათ ერთი ტურის თამაშები
ვასახელებთ გამარჯვებულს წყვილში შემდეგი სახით:
პირველ რიგში რომელიმე მოთამაშე ჩამოწერს ტურის წყვილებს
Philadelphia Flyers @ Pittsburgh Penguins
Detroit Red Wings @ Nashville Predators
Los Angeles Kings @ Vancouver Canucks
თხოვნა იქნება კარგად დააკვირდეთ ხოლმე გუნდების ადგილმდენარეობას, ანუ პირველი წერია მოცემული გუნდი თუ მეორე
წყვილები დაიწერება ამერიკის სისტემით, ანუ პირველი იწერება სტუმარი გუნდი, მეორე კი მასპინძელი!შემდეგ კი ყველანი ვწერთ ჩვენი აზრით გამარჯვებულს.
1-იანი ნიშნავს რო მოიგებს პირველი გუნდი
2-იანი შესაბამისად - მეორე გუნდი
მაგალითისთვის დავწერ ჩემს პროგნოზს:
2
2
2
მხოლოდ ამ სახით დაწერეთ პროგნოზი. არ არის საჭირო წყვილების გამუდმებული ციტირება/კოპირება
ქულების დათვლას რაც შეეხება:
თუ გუნდმა ძირითად დროში(60წთ.) მოიპოვა გამარჯვება მოთამაშეს გამოცნობილი თამაშისთვის ენიჭება 1 ქულა, ხოლო თუ მის გუნდს გამარჯვებისთვის ძირითადი დრო(60წთ.) არ ეყო ენიჭება 0.5 ქულა. თუ პროგნოზი საერთოდ არ გამართლდა და მოწინააღმდეგე გუნდს დარჩა აღნიშნულ მატჩში გამარჯვება, რა თქმა უნდა 0 ქულით შეფასდება პროგნოზი.
ყოველი კვირის შემდეგ (ანუ 7 დღე

) შედეგები დაჯამდება და საერთო ჩათვლაში მოთამაშეები დაიკავებენ განკუთვნილ პოზიციას.
საერთო ჩათვლაში კი მოთამაშეები ძველი F1-ის სისტემით შეფასდებიან, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
I ადგილი 10 ქულა
II ადგილი 8 ქულა
III ადგილი 6 ქულა
IV - 5
V - 4
VI - 3
VII - 2
VIII - 1
შემდეგ კვირაში კი შედეგები ნულდება და თავიდან იწყება ეს ყველაფერი.
საერთო რაოდენობის ქულების შემთხვევაში, ანუ თუ ორი მოთამაშე იყოფს მეორე ადგილს, ორივეს დაეწერება 8-8 ქულა.
მსურველებმა დააფიქსირეთ, რომ მიიღებთ მონაწილეობას 2011-2012 წლების სეზონის პროგნოზების ლიგაში და ბოლომდე ითამაშებთ!
მაშ ასე თემას გახსნილად ვაცხადებ

ეს კი ჩემი პროგნოზი: