საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 2015 წელს აჯამებს. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მიმდინარე წელი საკმაოდ პრობლემატური იყო.ახვლედიანი მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ მან რამდენჯერმე მოითხოვა საქალაქო სასამართლოებში ახალი მოსამართლეების დამატება და შტატების ზრდა, თუმცა უარი მიიღო. ახვლედიანი აცხადებს, რომ მას ბოლოს შეთავაზეს ერთი შტატი, ან მოსამართლის, ან მოსამართლის თანაშემწის რაზეც ახვლედიანი ამბობს, რომ ეს არასაკმარისი იყო.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ვერ გაამთართლა. ახვლედიანის განცხადებით, გვენეტაძის ნომერიც არ იცის და აცხადებს, რომ არჩევის შემდეგ გვენეტაძე საქალაქო სასამართლოში არსებული მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
აქვე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბევრი საეჭვო რეპუტაციის მოსამართლის დანიშვნა მოხდა. ახლვედიანი ფიქრობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა პირადი ნაცნობობით მოხდა.
"ვერ ვხედავ ვერანაირ განვითარებას ვერც უზენაესი სასამართლოს და ვერც საბჭოს პირობებში. ცალსახად ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა წავიდეს იუსტიციის საბჭოც და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც. რადგან, ვერცერთმა ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი. თუ ნამდვილად ვერ დავინახავ იმ მიმართულებებს სასამართლო სისტემაში და სწორ განვითარებას, აქ მე არც ხელფასისთვის და არც სკამისთვის არ ვარ და არ მინდა, რომ არასწორი და მახინჯი სისტემის ნაწილი გავხდე. მაგრამ, არც ისე ჩათვალოს ვინმემ, რომ მარტივად, რადგან რაღაც არ ხდება დავთმობ და სახლში წავალ ასე ნამდვილად არ ვიზამ, ბოლომდე ვიბრძოლებ,"- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
http://rustavi2.com/ka/news/35427
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo