#46600440 · 29 Dec 2015, 13:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან 20-მდე ქართველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულთა შორის ერთი 9 წლის ბავშვია, რომელიც გალში მამასთან ბიძას გადაყავდა. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ის დაკავებულები, რომელთაც აფხაზური პასპორტები აღმოაჩნდათ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენები კი, მათ შორის მოზარდიც, ამ დრომდე გალის იზოლატორში რჩებიან. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიეწოდა.
--------------------
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.
|