#55046861 · 30 Jul 2019, 16:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zoom - ასოციაცია ალბათ ტელეფონის სენსორის მიერ მაშტაბირებასთან შეგექმნებოდათ ამ სიტყვის წაკითხვის შემდეგ და მეც ეგ მჭირდება
წარმოვიდგინოთ გადავიღეთ რაიმე, მაგალითად ბალახების ვიდეო და გადაღებულ ვიდეოზე zoom გავაკეთეთ და მივეცით მეორე ადამიანს, სავარაუდოდ ის დაინახავს რაღაცას მაგრამ რას ვერ გაიგებს, ის ალბათ მოძრაობს კიდეც კადრში და ხან ჩანს ხანაც არა, ფრაგმენტი ერთი ზუმით რომ ამოვწიოთ შეიძლება უკვე გაარჩიოს რაც მოძრაობს, კონკრეტულ მაგალითში ბალახია, კიდევ ამოწევისას სხვა ბალახებს და შეიძლება რაიმე მწერიც კი აღმოაჩინოს და რაც ემატება zoom მით უფრო ცხადი ხდება ყველაფერი, რომ ბალახებია, რომ მათ ქარი არწევს, რომ შემოდგომაა, რომ მთებიც მოჩანს სადღაც უკან და ა.შ.
ადამიანი ემოციების ტყვეობაში ზუსტად ამ სიღრმეში ჩასულ zoom მაგონებს რომელსაც ვერ გაურკვევია თუ რა ხდება მის თავს, რატომ აწყენინეს ან რა შეეშალა, როგორც კი ემოციებს გადავწევთ უკან ნელნელა მასშტაბი დიდდება და უკეთეს ინფორმაციებს ვიღებთ საერთო სურათისა, ნუ საერთო სურათი და zoom სიდიდე არასდროს მთავრდება მაგრამ ის მცირე მასშტაბირებაც მოგცემთ აუცილებლად რაიმე საჭირო ინფორმაციას, და რაც ზემოთ ახვალთ მით მეტი ინფორმაცია გადაიშლება თქვენს წინ, ეს არის დაკვირვება და შემდგომად წოდებული ცოდნა თუ როგორ დაიცვა შენი თავი ტკივილისაგან, ყველაფერი პირველი zoomიდან იწყება მაგრამ თუ გაჩერდით იქ მუდამ იქნებით იქ და ყველა მოისმენს თუ როგორ გტკენენ თქვენ გულს ადამიანები
|