იყიდება ჩემი პირადი და საუკეთესო რაც კი მქონია ოდესმე ტელეფონი LG G2 D802 საერთაშორისო ვერსია 32GB.
აქვს 4G/LTE, მუშაობს ქარივით, ჩვეულებრივად 2 დღეც მყოფნიდა, 4G-თი 1 დღე. აღარ ჩამოვთვლი რა ფუქნციები აქვს ამ ტელეფონს. არის კომფორტის მამა.
სისტემურად მუშაობს ცეცხლივით, წარმადობა აქვს გამაოგნებელი, არანაირი ლაგი და მსგავსი, s6 edge მქონდა, ეხლა მ8 მაქვს და ორივეს მირჩევნია ჩვეულებრივ ხმარებაში და კომფორტში.
ასევე ვიზუალურად არის საუკეთესო მდგომარეობაში, მუდამ მედო კაბურაში და ვუვლიდი საუკეთესოდ. საოცრად მინიმალური კვალი აქვს მიკროსკოპით საძებნი.
ნაყიდია 31.10.2014-ში ზუმერში წინა მფლობელის მიერ და საგარანტიო ფურცელზე ვადა აქვს 3 წელი (დღემდე რამდენად ვრცელდება ვერ გეტყვით).
მოყვება:
- ორიგინალი ყუთი
- ორიგინალი ყურსასმენები ახალი უხმარი რეზინკებით
- ორიგინალი დამტენი
- ორიგინალი USB
- საგარანტიო ფურცელი და ინსტრუქციები
- დამცავი კაბურა რომელშიც მუდამ იდო
ფასი საწყისიც და საბოლოოც 399 ლარი. შანსი გაქვთ საახალწლო საჩუქარი გაუკეთოთ საკუთარ თავს. დარწმუნებული ვარ ჩემსავით წლობით გამოიყენებთ G2-ს (აქამდეც 2 წელი G2 L980 მქონდა).
მ8-მ გადამაწყვეტინა ამის გაყიდვა და სანამ ველევი ვყიდი. : (








