akkai
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 42722
წევრი No.: 47018
რეგისტრ.: 16-November 07
|
#46613456 · 30 Dec 2015, 23:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუგლმა რაღაცეები ამოყარა ........................................................................
სისხლიანი ვენდეტების ქრონიკა საბურთალოზე საძმოებს შორის დაპირისპირებამ (იმ დროისთვის რაიონში რამდენიმე საძმო არსებობდა: "კულინარიელები", "იოსებიძელები", "დელისის საძმო" და "ნუცუბიძის საძმო", თუმცა ეს უკანასკნელი ლიდერობისთვის ბრძოლაში არ მონაწილეობდა) კულმინაციას 1994 წლის დეკემბერში მიაღწია. "კულინარიელებისა" და "ნუცუბიძის საძმოსგან" განსხვავებით, "იოსებიძელებისა" და "დელისელების" წევრთა უმრავლესობა მაშველთა კორპუსის ("მხედრიონის") წევრი იყო. აქედან გამომდინარე, "კულინარიელების" კონფლიქტი "იოსებიძელებთან", ფაქტობრივად, "მხედრიონთან" კონფლიქტს ნიშნავდა.
1994 წლის დეკემბრის დასაწყისში "იოსებიძელებმა": იუზა თოფურიამ, სერგი ბუბუტეიშვილმა, ღოღელიანმა და სხვებმა თავიანთ ყოფილ "თანამოძმეს", გიორგი ჯანგირაშვილს, წაართვეს ავტომანქანა "მერსედესი". ჯანგირაშვილი იმ პერიოდისთვის "დელისელებთან" დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა (აღნიშნული საძმოს წევრები იყვნენ: თემურ ქურდიანი, პაატა შატბერაშვილი, მერაბ ჩიხრაძე, ზურა დაფქვიაშვილი, მერაბ დოლიძე, გრიშა კომახიძე, დათო ძებნიაური, გოგა სულაძე, ვინმე "ნიკუჩა" და სხვა). როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ჯანგირაშვილი არც "დელისელებს" შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, მას არ ენდობოდნენ. უნდობლობის მიზეზი კი, როგორც ამბობენ, ის იყო, რომ "დელისელებს" ჰქონდათ ეჭვი ჯანგირაშვილის პოლიციასთან შესაძლო თანამშრომლობაზე. "იოსებიძელებმაც", თავის დროზე, სწორედ, ამავე მიზეზით შეწყვიტეს მასთან ურთიერთობა.
გიორგი ჯანგირაშვილი დამცირებული და შეურაცხყოფილი დარჩა მომხდარის გამო. იგი შურისძიების მიზნით ღოღელიანს საცხოვრებელი კორპუსის წინ ჩაუსაფრდა. როდესაც შინ დაბრუნებული ღოღელიანი ავტოფარეხში მანქანას აყენებდა, ჯანგირაშვილმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ღოღელიანი ადგილზევე მოკლა იგი. მკვლელის ვინაობა "იოსებიძელებმა" რამდენიმე დღეში შეიტყვეს. მათ "დელისელებს" შეუთვალეს, მოეძებნათ ჯანგირაშვილი და ან თვითონ მოეკლათ, ან მათთვის გადაეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საძმოებს შორის ომი გარდაუვალი იქნებოდა. "დელისელებმა", კერძოდ, გოგა სულაძემ და პაატა შატბერაშვილმა, ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს, მათი თქმით - "ღოღელიანის მკვლელობასთან საერთო არაფერი ჰქონდათ და ამიტომ, ჯანგირაშვილის "იოსებიძელებისთვის" გადაცემაც არ იყო მათი საქმე".
1994 წლის 23 დეკემბერს პაატა შატბერაშვილს და მერაბ ჩიხრაძეს, რომლებიც კახა ჩავლეიშვილის მეუღლის მანქანით მოძრაობდნენ ფილარმონიის მიმართულებით, წამოეწიათ თეთრი ფერის უნომრო "ვაზ 2107" მარკის ავტომანქანა, საიდანაც ორმა ნიღბიანმა პიროვნებამ (როგორც მოგვიანებით გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი, ესენი იყვნენ იოსებიძელი იუზა თოფურია და სერგი ბუბუტეიშვილი) მათ მანქანას ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ამის შედეგად დაიჭრნენ მანქანაში მსხდომნი, შატბერაშვილი და ჩიხრაძე. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაატა შატბერაშვილი შედარებით მსუბუქად იყო დაჭრილი და საავადმყოფოდან მალე გაეწერა. მერაბ ჩიხრაძე კი, კვლავ აგრძელებდა მკურნალობას. იმის შიში, რომ დაჭრილზე თავდასხმა შეიძლებოდა, განმეორებულიყო, საფუძველს მოკლებული არ იყო. სწორედ, ამის გამო "დელისელები" მეგობარს საავადმყოფოში მარტოს არ ტოვებდნენ. 1994 წლის 27 დეკემბერს მერაბ ჩიხრაძესთან მოსანახულებლად მეგობრები მივიდნენ. კახა ჩავლეიშვილის ჩვენებიდან: "მერაბ ჩიხრაძის სანახავად საავადმყოფოში მოსულები იყვნენ მისი მეგობრები: გოგა სულაძე, "ნიკუჩა", გრიშკა კომახიძე და ჩემთვის უცნობი ორი პიროვნება, ალეკო და გია გამჯაშვილების მეგობრები. ჩვენი მონახულების შემდეგ, ისინი ჩასხდნენ გია გამჯაშვილთან ერთად, თეთრი ფერის "ვაზ 2107" მარკის ჟიგულში და აპირებდნენ წასვლას, როდესაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ჭიშკართან მათ წამოეწიათ თეთრი ფერის "ვაზ 2109" მარკის უნომრო ავტომანქანა დაბურული მინებით, საიდანაც ცეცხლი გაუხსნა ქერათმიანმა ახალგაზრდამ, იგი შემდგომ გადმოვიდა მანქანიდან და პირდაპირ, რამდენიმე მეტრიდან დაცხრილა მანქანაში მსხდომნი. შემდეგ მანქანის ქვეშ შეაგდო ყუმბარა. ამ თავდასხმის დროს გარდაიცვალა გოგა სულაძე, ხოლო დანარჩენები დაიჭრნენ".
"დელისელების" მანქანა აფეთქდა, რის შედეგად გოგა სულაძე გარდაიცვალა, კომახიძე და "ნიკუჩა" კი მძიმედ დაიჭრნენ. ამ ფაქტს შეესწრო ირინა სარიშვილი-ჭანტურიას დაცვა და პოლიციის თანამშროლები, რომლებიც იმ პერიოდში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული, დაჭრილი ირია სარიშვილის, უსაფრთხოებას იცავდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდამსხმელები იყვნენ "იოსებიძელები" იუზა თოფურია და სერგი ბუბუტეიშვილი.
1995 წლიდან "დელისის საძმოს" მოკავშირედ "იოსებიძელებთან" ანგარიშსწორებაში "კულინარიელები" მოგვევლინენ. ამ სახელწოდების ქვეშ უკვე "დელისელებსაც" გულისხმობდნენ. კონფლიქტმაც, საბოლოოდ, სხვა სახე მიიღო. იგი ქალაქში ცნობილი გახდა, როგორც "კულინარიელებისა" და "იოსებიძელების" კონფლიქტი, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. "კულინარიელებს" იმ პეროიდში ე. წ. მთაწმინდელებთან გაურთულდათ ურთიერთობა გიორგი შანშიაშვილის მკვლელობის გამო. 1994 წლის 11 იანვარს, საღამოს, კოსტავას ქუჩაზე მდებარე გამომცემლობის წინ ზურაბ აბზიანიძის მანქანას, რომელშიც მისი მეგობრები, "მხედრიონელები", ნიკა კევლიშვილი და ზურა შანშიაშვილი, ისხდნენ, უკნიდან ცეცხლი გაუხსნეს დაუდგენელი ავტომანქანიდან, რის შედეგადაც ზურა შანშიაშვილი გარდაიცვალა. თავიდან მკვლელობის მიზეზად ზაირა მერაბიშვილთან და ზაზა ფურცელაძესთან შანშიაშვილის ოჯახის ქონებრივ დავას ასახელებდნენ, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, "მხედრიონელი" შანშიაშვილი "კულინარიელების" ტყვიამ იმსხვერპლა. ამ ფაქტის შესახებ უკვე დაკავებულმა "კულინარიელმა", დათო ქინქლაძემ, ე. წ. მონანიებით წერილშიც აღნიშნა (თუმცა დღემდე გაურკვეველია, ვინ არის სინამდვილეში ამ მონანიებითი წერილის ავტორი).
"კულინარიელები" განსაკუთრებით პაატა შატბერაშვილთან და თემურ ქურდიანთან მეგობრობდნენ. სწორედ, ამის გამო პაატას მეგობრის მკვლელობის გამო შურის საძიებლად გვერდით დაუდგნენ. 1995 წლის 24 მარტს, ღამით, დაახლობით პირველის ნახევარზე, პაატა შატბერაშვილი დათო ქინქლაძესთან ერთად ჩაუსაფრდა იუზა თოფურიას, რომელიც შინ გიორგი ამაშუკელთან ერთად, ამ უკანასკნელის ავტომანქანა "მერსედესით" მივიდა. საყურადღებოა, რომ ამ საქმის ზოგიერთი მონაწილე გიორგი ამაშუკელის ნაცვლად ანდრია რაზმაძეს და მის მანქანას ასახელებენ. ლევან გაბისონიას (იუზა თოფურიას ბიძაშვილი) ჩვენებიდან: 1995 წლის 24 მარტს ვიმყოფებოდი იუზას ბინაში, ვიწექი საწოლში. დაახლოებით პირველ საათზე, შემომესმა სროლის ხმა ავტომატური იარაღიდან. სროლები დაახლეობით ერთი წუთი გრძელდებოდა. როდესაც სროლა დამთავრდა, შემომესმა ჩემი მამიდაშვილის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. მე სასწრაფოდ ჩავიცვი და იუზას რძალთან ერთად ჩავედი დასახმარებლად. იუზა ეგდო კორპუსის წინ, ავტოფარეხთან. მან მითხრა დაჭრილი ვარო, ყვიროდა, სისხლისგან ვიცლებიო. კორპუსის გვერდით, ნუცუბიძის ქუჩაზე, ცეცხლი ეკიდა "მერსედესის" ტიპის ავტომანქანას. იუზას და გიორგი ამაშუკელს ჯავშანჟილეტები ეცვათ". იუზა თოფურია რესპუბილკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თავდამსხმელებთაგან ერთ-ერთი დაჭრილი, პაატა შატბერაშვილი, კი - მე-9 საავადმყოფოში. ზვიად ალიბეგაშვილი, თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკის ქირურგი (იგი იმ საღამოს პასუხისმგებელი მორიგე იყო): "გავიგონე ხმაური უროლოგიური განყოფილებიდან. იატაკზე იწვა ახალგაზრდა მამაკაცი, სისხლით დასვრილი. იგი მოიყვანა ორმა ხნიერმა მამაკაცმა, რომლებიც, მათივე სიტყვებით, შემთხვევითი გამვლელები იყვნენ. დაჭრილს ცალ ხელში პისტოლეტი ეკავა. იგი პირდაპირ აიყვანეს საოპერაციოში. დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ავადმყოფი ოპერაციულ ჩარევაზე უარს აცხადებდა, ითხოვდა, რომ დაგვემალა იგი, ამბობდა, დამჭრელები მოვლენ და მომკლავენო. ნახევარი საათის შემდეგ საოპერაციოში შემოცვივდა 6-7 შეიარაღებული ახალგაზრდა, ისინი იქნებოდნენ, დაახლოებით, 20-დან 300 წლამდე ასაკის (ადვილი შესაძლებელია, ესენი, სწორედ, ის "კულინარიელები" იყვნენ, რომლებიც თემურ ქურდიანმა ე. წ. შტაბიდან შატბერაშვილის უსაფრთხოების დასაცავად წამოიყვანა). მათ რაღაც უჩურჩულეს დაჭრილს, მუქარით მოგვთხოვეს 100%-იანი გარანტია იმისა, რომ იგი გადარჩებოდა. დაჭრილს იარაღი გამოართვეს და დატოვეს საოპერაციოში. 3 საათისთვის დამთავრდა ოპერაცია და ავადმყოფი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მომესმა სროლის ხმა შორიდან, იგი საბურთალოს მხრიდან ისმოდა. აღნიშნული სროლის ხმის გაგონების შემდეგ, დაახლოებით 15-20 წუთში, ჩვენი საავადმყოფოს ეზოში ატყდა ინტენსიური სროლა, მათ შორის, ავტომატური იარაღიდან, იყო რამდენიმე აფეთქება, სროლა გრძელდებოდა 10 წუთის განმავლობაში. რეანიმაციაში მწოლიარე ავადმყოფებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების მიზნით, დაჭრილი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გამოღვიძებული, გადავმალეთ ენდოსკოპიის კაბინეტში. გათენებამდე მესამე სართულზე ამოსასვლელ კიბეებს იცავდა 10-12 შეიარაღებული პირი. დილით, დაახლოებით 8 საათზე, ავადმყოფი თავისიანებმა გაიტაცეს საავადმყოფოდან, "რაფის" ტიპის მანქანით. ჩვენ ვკითხეთ: სად მიგყავთ ავადმყოფი, რომელიც ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს. გვიპასუხეს, რომ ჩვენ არაფერს გვეკითხებოდნენ. დაჭრილს არანაირი პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა. მისი თქმით, იგი პაატა შატბერაშვილი, იყო." იმავე ღამეს მორიგე ექთანი, მაია ზურაბაშვილი, გამოძიებას მომხდარზე ასეთ ახსნა-განმარტებას აძლევს: "როცა დაჭრილი ენდოსკოპიის კაბინეტში გადავმალეთ, მისი დედა ამბობდა: "თუ მოგვისწრეს, შვილს მომიკლავენ და არც თქვენ დაგინდობენ". შატბერაშვილის მეგობრები გაიფანტნენ და დაცვითი პოზიციები დაიკავეს ფანჯრებთან და კიბეებთან. პატრონები ძალიან შეშინებულები იყვნენ, ელოდებოდნენ, რომ თავდამსხმელები საავადმყოფოში შეიჭრებოდნენ და შვილს მოუკლავდნენ". თუმცა საავადმყოფოში არავინ შეჭრილა და არც სროლების დროს დაზარალებულა ვინმე. "იოსებიძელებმა" გაიგეს თუ არა, რომ იუზა თოფურიამ პაატა შატბერაშვილის დაჭრა მოასწრო, საავადმყოფოები დაიარეს. სერგი ბუბუტეიშვილმა, ზვიად მამალაძემ და კახა ჩიქოვანმა იგი მე-9 საავადმყოფოში აღმოაჩინეს. ეზოში მომხდარ ინციდენტამდე მათ შატბერაშვილის მეგობართან, თემურ ქურდიანთან, მოუხდათ კონფლიქტი, თუმცა ამ დროს მათ იარაღი არ გამოუყენებიათ. შადონ ბასილაიას (პაატა შატბერაშვილის მამინაცვალი) ჩვენებიდან ამონარიდი: "მე და თემური (ქურდიანი) ჭიშკართან ჩავედით ეზოში და სიგარეტს ვეწეოდით. ამ დროს კარებს მოადგა მუქი ფერის "ჯიპი", რომელშიც იჯდა სამი პიროვნება. ჭიშკარი იყო ჩაკეტილი. თემური გავიდა გარეთ, რაღაცაზე დაელაპარაკა, რის შემდეგაც ისინი გაბრუნდნენ უკან. უკვე საოპერაციოში თემურიმ მითხრა, რომ მოსულები იყვნენ ბუბუტეიშვილი სერგი, ვინმე მამალაძე და მესამე, როგორც მე მახსოვს, ჩიქოვანი. ისინი იყვნენ შეიარაღებულნი და დაჭრილის ნახვა უნდოდათ. თემურიმ უთხრა, თუ დატოვებდნენ იარაღს, შემოუშვებდნენ საავადმყოფოში, უიარაღოდ შესვლაზე მანქანაში მსხდომნი არ დათანხმდნენ და უკან გაბრუნდნენ." როგორც ჩანს, ისინი მოგვიანებით დაბრუნდნენ და, სწორედ, ამ დროს მოხდა მე-9 საავადმყოფოში ზემოთ აღნიშნული სროლები. ამ ფაქტს მოჰყვა უკვე მოგვიანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში დატრიალებული ტრაგედიაც. შატბერაშვილის მეგობრებმა კახა ჩიქოვანის "ჯიპში" მსხდომნი "იოსებიძელებად" მიიჩნიეს და სროლა აუტეხეს, რასაც პროფესორ ნოდარ ბოხუას შემთხვევითი სიკვდილი მოჰყვა. თუმცა ბოხუას მკვლელობით სისხლიანი ვენდეტა არ შეჩერებულა. მეორე დღეს ელბაქიძის აღმართზე მიმავალ "კულინარიელებს" (ისინი სამი მანქანით იყვნენ) წამოეწიათ თეთრი ფერის "ვაზ 2109" მარკის მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დაიჭრა დათო ქინქლაძე, რომელიც ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოში მიიყვანეს.
|