დღეს ბარტონის თემის თვალიერებისას მომივიდა აზრი რომ შემექმნა
ლიტერატურული კლუბის მსგავსი თემა, სადაც ყოველკვირეულად შევარჩევდით რომელიმე ფილმს და ერთად ვუყურებდით, შემდეგ კი დისკუსიას გავმართავდით.
თუ გაამართლებს ხო კაი თუარადა მერე მოდერატორს ვთხოვ რომ დახუროს/წაშალოს.
წესები იგივეა როგორც ზემოთ დალინკულ თემაში:
1. ყველა ვინც გადაწყვიტავს გაწევრიანდეს კლუბში ვალდებულია განსაზღვრულ ვადაში უყუროს უმრავლესობის მიერ არჩეულ ფილმს და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში.
2. ფილმის არჩევა ხდება ხმის მიცემის გზით, იკრძალება თქვენი დასახელებული ფილმისთვის ხმის მიხემა.
3. ფილმის ყურებისთვის დრო განისაზღვრება წინასწარ და ყველა უნდა ჩავეტიოთ დასახელებულ დროში. (საშუალოდ 1 კვირა გამომდინარე იქიდან რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამონახო დრო ფილმის საყურებლად). უკვე დასახელებულ დრო აღარ გადაიწევა.
4. ვეცადოთ დავასახელოთ ისეთი ფილმები, რომლებიც უმრავლესობას არ ექნება უკვე ნანახი და მეტ-ნაკლებად ადვილად ხელმისაწვდომია როგორც ონლაინში, ისე ტორენტზე.
5. ნებისმიერ ახალ იუზერს შეუძლია შემოგვიერთდეს, თუ გაეცნობა წესებს, უყურებს დასახელებული ფილმს, რომელსაც კლუბის წევრები იმ პერიოდში უყურებენ და მიიღებს განხილვაში მონაწილეობას.
მსურველების შემთხვევაში შეგვიძლია ავარჩიოთ თემატური ფილმებიც, მაგ: იანვარში საახალწლო ფილმები, თებერვალში სასიყვარულო და ა.შ.
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს კინემატოგრაფიის კლუბში!
რას იტყვით? ვქნათ რამე?
This post has been edited by ახალგაზრდა on 30 Dec 2015, 16:05