#46612042 · 30 Dec 2015, 21:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსული სააგენტო newsru.com-ის ინფორმაციით პრიმორსკის მხარის ხასანსკის რაიონში, მამაკაცი მკვდრეთით აღსდგა და არყის სმა გააგრძელა.
სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცი ხანგრძლივი ქეიფის დროს, ბევრი სმის გამო წაიქცა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა მამაკაცის დახმარება ვერაფრით შეძლეს და ის მორგში გადაიყვანეს.
ისტორია მორგში გაგრძელდა - ქალმა დარჯმა ცხედრებისთვის განკუთვნილი მაცივრის შიგნითა მხრიდან კაკუნი გაიგო. ქალს შეეშინდა და როდესაც ექიმებს მიმართა, ამ უკანასკნელებმა ეს ამბავი არასერიოზულად მიიღეს, თუმცა პოლიცია მაინც გამოიძახეს.
პოლიციის გამოჩენის შემდეგ, გაიღო მაცივრის კარებიც და გამოვიდა ცოტა ხნის წინ „გარდაცვლილი“ კაციც.
აღმდგარი მამაკცი გაათბეს, გამოკითხეს და გაუშვეს. ის კი, დაუბრუნდა თავის მეგობრებს, რომლებიც უკვე მის მოსახსენიებელ სადღეგრძელოებს სვამდნენ.
პირველმა, ვინც მას კარები გაუღო, გონება დაკარგა, თუმცა მალევე მოსახსენიებელი სადღეგრძელოები „დაბადების დღის“ მისალოც სადღეგრძელოებად იქცა.
--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:
-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად; -სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.
"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
|