
სანტა #1 თქვენ მოგიტანთ ემოცაიონალურ სუპერმდგრადობას, მთელი წლის მანძილზე თქვენ ოდნავაც კი არ აგიტოკდებათ ნერვი არც ერთ, თქვენთვის კარგად ნაცნობ თუ ახალ პრობლემაზე, არ გექნებათ არანაირი მოლოდინები, არც ფუჭი და არც რეალური. მოკლედ მთელი წლის მანძილზე თქვენ ყველაფერი, როგორც იტყვიან ###-ზე გეკიდებათ, ლარის კურსი, ენდიაის კვლევები, ტარიფების ზრდა, არჩევნების შედეგები და საერთოდ ყევალაფერი. მათ შორის ისიც - მოვა თუ არა ახალი წელი


ნაზი და მგრძნობიარე სანტა #2 გპირდებათ განსაკუთრებულ გრძნობად-ემოციონალურ "ნასტროიკას". მთელი წლის მანძილზე თქვენი ცხოვრება დატვირთული იქნება მოვლენებით, რომლებიც ტკბილ და ნაზ შეგრძნებებს მოგიტანთ და ამასთანავე საშუალებას მოგცემთ საკუთრ თავში აღმოაჩინოთ ახალი, აქამდე თქვენთვის უცნობი ემოციონალური განზომილებები.

"ნეპრედსკაზუიმი" და ორიგინალური სანტა #3 გპირდებათ დაუვიწყარი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით სავსე 1 წელიწადს, წელიწადს რომელიც წარუშლელი შთაბეჭდილებების, ახალი აღმოჩენების, მოულოდნელი ცვლილებების ლამაზ მოზაიკად ჩაიქარგება თქვენი ცხოვრების წიგნში. მოკლედ, თუ თქვენ არ გეშინიათ ცხოვრებისაგან მოტანილი სიურპრიზების (რომელიც, გამორიცხულია არ არის, რომ მხოლოდ ის იყოს რასაც სანტა #3 აჩვენებს ხალხს) მაშინ ეს სანტა სწორედ ისაა ვინც თქვენ გჭირდებათ


შეგაწუხათ ამდენმა უსამართლობამ, რომელიც თქვენ ირგვლივ ხდება? გინდათ რომ მალე და საკუთარი თვალის იხილოთ აღდგენილი სამართლიანობა? გინდათ რომ ყველა ცუდებს დედა მოეხნათ? სანტა#4 ყოფილა თქვენი არჩევანი. ოღონდ იყავით ფრთხილად, თუ აღმოჩნდა რომ არც თქვენ ხართ სინდისთან პირნათელი - სამართლიანი სანტას სახალწლო საჩუქარი აუცილებად გერგებთ თქვენც

დძმური ჩახუტება, გაგება, მეობა და გვერდში დგომა ყველა ცხოვრებისეულ "თემაში" - ეს სანტა #5-ის საჩუქრები. თავს გრძნობთ მარტოსულად და გარიყულად, გინდათ რომ ნამდვილი მეგობრების გარემოში და კარგი ლუდის წრუპვაში მოგვარდეს თქვენი რობლემები?
სანტა #5 თქვენს არჩევანს ელოდება.

გინდათ რომანტიულ-სექსუალური თავგადასავლებით აღსავსე ათასი და ერთი ღამის 36.5% ?

გინდათ მსუბუქი ურთიერთობები, რომელთაც მოაქვთ ძირითადად სიამოვნება და არანაირი ვალდებულება?
ლოველასი სანტა#6 სწორედ ასეთი საჩუქრებით დაამშევენებს თქვენი ცხოვრებსი 1 წელიწადს.
თუმცა ერთი გაფრთხილება აქაც აუცილებელია - თუ ნამეტანი მოგივიდათ, დატვირთული წლის ბოლოს შეიძლება აღმოაჩინოთ რომ სწორედაც რომ ნახმარი ხართ.

თუ თქვენ სავსებით კმაყოფილი ხართ იმითი რაც გაქვთ, არაფერს ახალს არ ეძებთ და გსურთ, რომ თქვენი ცხოვრების მომდევნო 12 თვემ თქვენთვის ჩვეულ ფორმატში ჩაიაროს ყოველგვარი სიურპრიზებისა და განსხვავებების გარეშე, მაშინ სანტა-კლასიკი #7 უკვე გზაშია და მალე გესტუმრებათ - ოღონდ აირჩიეთ
* * *
მე ჩემდათავად ამ ხალ წელს მუდხან მომგონი, ამიტომ და კიდევ ბევრის სხვა რამიტომ სანტა#1 ჩემი არჩევანია
This post has been edited by masai11 on 31 Dec 2015, 04:48