გამარჯობათ, მოკლედ რაც დავაფიქსირე იყო ის რომ , ახალმა პრემიერ-მინისტრმა გუშინ მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება:
“მინდა, გიორგი გახარიას ვთხოვო, რომ მოვძებნოთ ბიზნესში ახალი სახეები. მათ წარმომადგენლებსაც აუცილებლად უნდა შევხვდე”, –
კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენს გიორგი გახარიას თხოვნით მიმართა საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება გააკეთოს.
“მინდა, გიორგი გახარიას ვთხოვო, რომ ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი ბიზნესი. მოვძებნოთ ახალი სახეები. ძალიაბ ბევრი საინტერესო ახალი მეწარმეა, ბიზნესია. მინდა, მათ წარმომადგენლებსაც აუცილებლად შევხვდეთ”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
(აქ სრული ციტატა არაა , ასევე ლაპარაკი იყო ახალ სფეროებზე. )
პრემიერმა ბიზნესომბუდსმენს ბიზნესში ახალი სახეების მოძებნა დაავალა
30 / 12 / 2015
http://www.ibusiness.geმე ვფიქრობ რომ შანსი გვეძლება, სამთავრობო დონეზე განხორციელდეს ძლიერი რეფორმები, რომელიც IT სფეროს გააძლიერებს და გაცილებით კონკურენტუნარიანს გახდის,
როგორც ეს ინდოეთმა მოახერხა.
თქვენთან მაქვს თხოვნა, ყველამ გულით მოვეკიდოთ ამ საკითხსა და რაც ინფორმაცია გვაქვს , აქ მოვაგროვოთ.
პირველ რიგში საჭიროა, იმის მოძიება ზუსტად რა კანონების, ან რეგულაციების საშუალებით მოხდა ინდოეთში ეს რეფორმა,
მეორე არსებობს თუარა რამე პროგრამისტების ან IT ფედერაცია, თუ არის, სადაა და თუარადა რატო აქამდე არ შეგვიქმნია;
რომ მისი სახელით მოხდეს ურთიერთობა ბიზნესომბუდსმენთან; რომ რეალური, ოფიციალური სახე მიიღოს ამ ყველაფერმა.
თუ ეხლა ვინმე გამოხტება და იტყვის ეს და ის პროცესი დაწყებულიაო, არ დავიჯერებ, შედეგი არ ჩანს,
ეხლა კი მაგარი შანსია რომ ამ ეტაპზე, სანამ ესეთი დაინტერესებაა, გამოვიყენოთ და რეალური შედეგი გვქონდეს.
მოვიძიე შემდეგი ინფორმაცია, რომელიც არის ინდოეთის IT სფეროს ერთგვარი შედეგები და კვლევები თანხებში:
PRINT~SANJAY.pdfასევე ეს ინფორმაცია რომელიც ასეთუისე ასახავს ჩვენ მდგომარეობას:
"განვითარებადი ქვეყნებისთვის "აუტსორსინგი" ერთ-ერთ გამოსავალს წარმოადგენს და ქვეყანაში საკმაოდ სოლიდური ფინანსების მოზიდვას უწყობს ხელს. მაგალითად, ოფშორული პროგრამირების ბაზრის 75%-ს დღეს ინდოეთი იკავებს. აქ აუტსორსინგის გზით ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი აშშ დოლარი შემოდის და ეს ციფრი სისტემატურად იზრდება. აღსანიშნავია ამ სფეროში ჩინეთის წარმატებებიც. ჩინეთის პროგრამული უზრუნველყოფის ასოციაციის (OECD) მონაცემებით, 2006 წლისთვის ჩინეთის პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტი 26 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ხოლო ძნელი სათქმელია, თუ რა რაოდენობის კაპიტალი ტრიალებს დღეს ქართული ოფშორული პროგრამირების ბიზნესში. ეს სფერო არავის გამოუკვლევია, შესაბამისად ოფიციალურ მონაცემებზე საუბარი ზედმეტია. ორიენტაციისთვის შეგვიძლია მხოლოდ ამ დარგში მოღვაწე კომპანიების სავარაუდო მონაცემები მოვიყვანოთ. კომპანიების წარმომადგენელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ აუტსორსინგის გზით დღეს საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი აშშ დოლარი შემოდის, თუმცა რამდენიმე კომპანიაში აცხადებენ, რომ ათეული ათასები მხოლოდ მათი კომპანიის მეშვეობით შემოდის, შესაბამისად, ოფშორულ პროგრამირებას საქართველოსთვის წელიწადში რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი მოაქვს. მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ამ დარგში მილიარდები ტრიალებს, საქართველოში ათეულ ათასებზე საუბარი არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ჩვენში წლების განმავლობაში პრიორიტეტულ სფეროდ რესტორნებისა და სახინკლეების ბიზნესის განვითარება იყო აღიარებული (მართალია არაოფიციალურად, მაგრამ რეალურად), ინდოეთსა და ჩინეთში (და ასევე სხვა მრავალ ქვეყანაში) კი, IT სექტორის განვითარება სახელმწიფო რანგში იყო აყვანილი და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმებოდა. ამ ქვეყნების სპეციალისტებზე კი მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და მათთან უმსხვილესი კომპანიები თანამშრომლობენ. საქართველოს IT სექტორს თითქმის არავინ იცნობს და შესაბამისად, ქართველ პროგრამისტებზე მოთხოვნაც არ არის."
This post has been edited by first on 31 Dec 2015, 12:13