მეტეოროლოგია - მეცნიერება ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და ამინდის შესახებ.
მეტეოროლოგიას ადამიანები ოდითგანვე მისდევდნენ და ვინც კი მეტეოროლოგიურ ცოდნას ფლობდა, ხშირად შამანებისა და ქურუმების პოზიციას იკავებდნენ ხოლმე. ძველ რომში აუგურები / ავგურები - რომლებიც ჩიტებზე დაკვირვებით ამინდის, გარემოსა და ადამიანთ მომავალის წინასწარმეტყველება შეეძლოთ ერთგვარი მეტეოროლოგებიც იყვნენ.
რეალურად კი მეტეოროლოგიაში წარმატებული გარღვევა ბარომეტრისა და თერმომეტრის გამოგონებამ გამოიწვია, რა დროსაც ატმოსფეროული წნევის ცვლილება და ტემპერატურის კლება-მატება შესამჩნევი გახდა, რისი მეშვეობითაც ამინდის წინასწარმეტყველებაც გამარტივდა. განსაკუთრებული წვლილი მეტეოროლოგიაში გალილეო გალილეიმ და ევანჯელისტა ტორიჩელიმ შეიტანეს. საერთოდაც რენესანსის ბოლოს, მე-17 საუკუნიდან მოყოლებული მეტეოროლოგია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა. ამის მიზეზი იყო ისიც, რომ ამ პერიოდს დაემთხვა ე.წ. "მცირე გამყინვარების" ეპოქა მსოფლიოში, რა დროსაც ზაფხულის პერიოდშიც კი ტემპერატურა 10 გრადუსზე ქვევით ჩამოდიოდა, მოუსავლიანობა ჩვეულ ამბავს წარმოადგენდა და ომები და დაპირისპირებები - განსაკუთრებით 30 წლიანი ომი - ბუნებრივი გახდა.
უფრო მეტი ამ თემაზე - კლიმატი და პოლიტიკამეტეოროლოგიის განვითარებაში საჰაერო ბუშტის გამოგონებამ დიდი მნიშვნელობა შეიტანა, რასაც თან დაერთო ადგილობრივი ობსერვატორიების გაშენება ევროპის დედაქალაქებში. ობსერვატორია იყო თბილისშიც, სადაც იოსებ ჯუღაშვილიც კი მუშაობდა. დღეისათვის კი მეტეოროლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერული კვლევებისათვის, ყოველდღიური ცხოვრებისა და რაც მთავარია აერო-კოსმოსური გადაადგილებისათვის. ცნობილია, რომ მეტეოროლოგიური პირობების გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია შატლი "ჩელენჯერის" აფრენისას დაღუპვა 1986 წელს.
ახლა კი მიმდინარე მოვლენაზე:
ელ ნინო - ატმოსფერული მოვლენა დედამიწის სამხრეთ ნახევარ სფეროში, რომელიც წყნარი ოკეანიდან ცხელი ჰაერის მასის წარმოქმნით იწყება მთელს დედამიწაზე ამინდის ცვლილებას იწვევს: სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე ძირითადად გვალვის სახით გვევლინება, ხოლო დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარ სფეროში ტაიფუნების წარმოშობითა და ნალექების სიუხვით. ძალიან ძლიერი შედეგი ელ ნინოს 1997-1998 წლებში ჰქონდა, რა დროსაც დედამიწაზე კლიმატური პირობების ცვლილება შედარებით ნათელი გახდა - ცხელი ზაფხული და ძალიან ცივი ზამთარი, მოუსავლიანობა, გვალვა, ქარიშხლები და ასე შემდეგ. მეტეოროლოგები დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ 2015-2016 წლის ელ-ნინო თითქმის მსგავსია 97-98 წლებში არსებული ამ ატმოსფერული მოვლენისა.
უფრო მეტი ამ თემაზე:
This Year's El Niño Looks Menacingly Familiarსად შეიძლება ამინდის პროგნოზის ნახვა:
http://meteo.gov.ge/ http://amindi.ge/http://euronews.com/weather/europe/georgia/tbilisi/http://www.accuweather.com/en/ge/tbilisi/1...forecast/171705
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.