საინტერესო თემაა!
"მეტამატერიალი" წარმოადგენს სხვადასხვა ნივთიერებებისგან შემდგარ კომპოზიტურ სტრუქტურებს, რომელთა ოპტიკური თვისებები არ ახასიათებს ბუნებაში არსებულ არცერთ ნივთიერებას. ასეთ მატერიალებად იწოებიან სტრუქტურები, რომელთაც გააჩნიათ უარყოფითი გარდატეხის მაჩვენებელი!

რამდენადაც n= c/v (c - სინათლის სიჩქარეა ვაკუუმში, v - სინათლის ფაზური სიჩქარეა ნივთიერებაში)
ფიზიკის ენაზე ასეთი მატერიალები წარმოადგენენ ბუნებრივი ნივთიერებების ანტიპოდებს...ანუ მათში ხდება ფაზური სიჩქარის ვექტორის შებრუნება, დოპლერის წანაცვლება ხდება უკუმიმართულებით, ჩერენკოვის გამოსხივება ასეთ ნივთიერებებში ხდება არა ნაწილაკის მოძრაობის მიმართულებით, არამედ მის საწინააღმდეგოდ, ასეთი ნივთიერებებისგან მიღებული შემკრები გეომეტრიის ლინზები ხდებიან გამბნევი და სხვ.