გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი მოსახლეობას მიმართავს, სიმშვიდე შეინარჩუნონ, რადგან ამ ეტაპისთვის გურიის რეგიონში გადაუჭრელი პრობლემა არ დგას. ერქომაიშვილი ასევე მიმართავს ტელევიზიებსა და ჟურნალ- გაზეთებს, ნუ იმუშავებენ, ჩასაფრების პოლიტიკით.
გურიის გუბერნატორის მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი გურიაში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" ეხმაურება.
"მოგეხსენებათ გურიის რეგიონში თოვლის საფარმა გადააჭარბა ნახევარ მეტრს, ზოგ რაიონში, მაგ: ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში ფიქსირდება ერთი მეტრიც.
მიუხედავად თოვლის უხვი ნალექის მოსვლისა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ როგორც გუბერნია ისე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, სამუშაოები სრულდება მთელი ღამისა და დღის განმავლობაში თავდაუზოგავად, როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე ისე მუნიციპალური მნიშვნელობის შიდა მთავარ გზებზე!
ჩვენი მიდგომები შემდეგია: პირველ რიგში ვადგენთ იმ სოფლებს სადაც გვყავს გარდაცვლილები, შემდეგ დიალეზის პროგრამაში მონაწილე პაციენტების ადგილმდებარეობას და შემდეგ სხვა სირთულეების გზების გაწმენდაზე ვართ ორიენტირებულები!" - წერს სოსო ერქომაიშვილი.
ის ასევე მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.
`მივმართავ ასევე ტელევიზიებსა და ჟურნალ-გაზეთებს, ნუ ვიმუშავებთ ჩასაფრების პოლიტიკით, რადგან მსგავსი მიდგომა მოსახლეობას აზიანებს და შემოაქვს დაძაბულობა, ერთი მხრივ, შეცდომაში შეჰყავს და მეორე მხრივ, ჩვენგან დამოუკიდებლად დესტაბილიზაციის წამახალისებელის როლს ვიკავებთ!
ახლა მოგახსენებთ თუ რა რაოდენობის ტექნიკა მუშაობს გურიის რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით: სულ რეგიონის მასშტაბით 26 ერთეული მძიმე და საშუალო სიმძლავრის ავტოსაშუალებებია მობილიზებული, აქედან, ლანჩხუთი - 6 ერთეული; ჩოხატაური - 9 ერთეული; ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტში - 7 ერთეული; ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - 4 ერთეული რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ასრულებდნენ გაწმენდით სამუშაოებს!
კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, ამ დროისთვის მოვლენები ექვემდებარება სრულ კონტროლს, რის საფუძველზეც შეგვიძლია მოსახლეობას მივმართოთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან, არ დგას ამ ეტაპისთვის გადაუჭრელი პრობლემა გურიის რეგიონში!" - ასე ეხმაურება დიდთოვლობას გურიის გუბერნატორის მოადგილე.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/36...ma-ar-dgas.htmlქუნქურ პირველი
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.