პირველი მოსმენით უკვე მიღებულია კანონპროექტი, რომელიც 16 წელს მიღწეულ გოგონათა ქორწინებას ეხება. ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება აღარ ექნებათ მშობლებს – ეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია ხდება.
ინიციატივის ავტორის, თამარ კორძაიას თქმით, პარლამენტმა მიიღო კანონი, რის თანახმადაც, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინების საკითხს მხოლოდ სასამართლო განიხილავს. მომავალში საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება საერთოდ აიკრძალება.
ნაადრევი ქორწინების რიცხვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ.
ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი: უპირველეს ყოვლისა, გავარკვიოთ, რა არის ქორწინება. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, რეგისტრირებული კავშირი, ნაადრევი ქორწინება კი, ორი ადამიანის ოფიციალური, ან არაოფიციალური კავშირია, რომელთაგან ერთ–ერთი არ არის ჯერ 18 წლამდე მიღწეული, ხანდახან კი, ორივე არასრულწლოვანია.
სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით, ნაადრევ ასაკში შექმნილი ოჯახებიდან, ყოველი მესამე ინგრევა.
–რა შეიძლება იყოს ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები (გოგონებში, ბიჭებში) ?
-არსებობს რამდენიმე მიზეზი. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, არის სიყვარული. გარდატეხის ასაკში, ისედაც არასტაბილური ჰორმონალური ფონი კიდევ უფრო ამძაფრებს გრძნობებს. წყვილებს ჰგონიათ, რომ მათსავით არასოდეს არავის არავინ არ ჰყვარებია. ეცვლებათ ღირებულებები და ფასეულობები. ჰგონიათ, რომ მათთვის გაიხსნა ცა, უყვარდებათ მზე, ფოთოლი, კენჭი და ფიქრობენ, რომ ეს ის გრძნობაა, რის გამოც უნდა გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი – შექმნან ოჯახი.
მეორე მიზეზი არის მშობლების ტოტალური კონტროლისაგან თავის დაღწევა, ანუ მე უკვე ცოლიანი ან გათხოვილი ვარ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავ. რეალურად კი, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია.
იხ : გაგრძელება
http://plus.kvira.ge/%E1%83%90%E1%83%93%E1...83%94%E1%83%A5/