გუშინ, 02 იანვარს, ჩვენი თანამემამულეების გარკვეული ნაწილი ე.წ. ბედობას აღნიშნავდა და ახლო მომავალში, ანუ 15 იანვარს, კიდევ უფრო მეტი ქართველი, კიდევ უფრო დიდი სამზადისითა და რუდუებით დახვდება ამ ღირსშესანიშნავ დღეს, დღეს რომელიც არც დღესასწაულია, არც რელიგიური თვალსაზრისითაა რაიმენაირად გამრჩეული და საერთოდ რა არის ფაქტიურად არც არავინ იცის.
ამ თემის დანიშნულება სწორედ ის გახლავთ, რომ შეძლებისდაგვარად, ჩვენი ცოდნა-გამოცდილებისა და ინფორმირებულობის ფარგლებში ნათელი მოვჰფინოთ ბ ე დ ო ბ ი ს და სხვა მსგავსი ტრადიციების არსს, დანიშნულებას და წარმოშობას.
ავტორის, ქვემორე (

) პოსტიც მხოლოდ მცდელობაა ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად და არა აქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე (რაიმენაირი გაგებით) ვინაიდან ეს ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი ადამიანის სუბიექტური მოსაზრებებია კონკრეტულ საკითხზე.
მაშ ასე,
ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ რწმენები (ფორმით სხვადასხვა თუმცა პრინციპში მაინც ერთი) და მოსაზრებები ისეთი ფენომენის არსებობის შესახებ როგორიცაა ბ ე დ ი , სათავეს იღებს რელიგიური აზროვნების წიაღში, მის პრიმიტიულ ფორმებში და განსაკუთრებული სიცხადიდ ჩანს წარმართულ რელიგიებში. ჩემი აზრით, მას შემდეგ რაც ადამიანებმა რაციონალურად დაჰყვეს დრო 3 ნაწილად -წარსული, აწმყო, მომავალი - შეიქმნა წარმოდგენები ე.წ. ბედის, ბედისწერის, წინასწარ განსაზღვრულობის შესახებ. ზოგიერთ ტრადიციაში ის რაც მომავალში უნდა მოხდეს, ანუ ის, რაც წარმოადგენს ბედისწერის შინაარსს - პირდაპირ უკავშირდება იმას რაც იყო წარსულში. კარმის შესახებ ტადიციული წარმოდგენები მაქვს აქ მხედველობაში. სხვა ტრადიცებში მომავლის ”კონტენტსა” და წარსულს შორის კავშირი ასე ცხადად არ ჩანს და აქ მომავალი და კონკრეტულდ ადამიანის ბედი, უზანაესის და/ან ღმერთების ერთგვარი ვოლუნტარიზმის პროდუქტი უფროა.
მოკლედ, მთავრი და საერთოო ყველა ტრდიციისათვის ისაა, რომ მოსახდენ, ბ ე დ ი, ბედისწერა, ერთგვარი პროექტისა თუ ”ჩანაწერის” სახით არსებობს. ამ ”დებულებიდან” დაფუძნებით ჩნდება მანტიკური ტრადიციები რომელთა დანიშნიულება კონკრეტული ადამინის ბედისწერის წაკითხვაა. ალბათ აქედანვე იწყება ის მაგიური ტადიციები, რომლებიც მომავლის სასურველი მიმართულებით შეცვლასა და მის ფორმირებას ისახავს მიზნად. ჩემი აზრით, ჩვენებური ბ ე დ ო ბ ა სწორედ ამ მაგიური ტრადიციის გადმონაშთია, ოღონდ ყველაგვარ საკრალურობას და რეალურ მაგიურ განზომილებას მოკლებული, ფაქტიურად ბუტაფორია. რატომ ასე (ვფიქრობ)?
ყველა იმ ძველ, წარმართულ თუ უფრო გვიანდელ ტრადიციას, რომელიც ასე თუ ისე აღიარებს ბედისწერის არსებობას, აქვს წარმოდგენა ე.წ. ს ა კ რ ა ლ უ რ ი დროსი შესახებ, ეს ის დროა, რომელიც წინ უძღუდა სამყაროს ქმნადბას/დაბადებას/გამოვლენას და რომლიდანაც იღებს სათავეს ჩვენთვის ”კარგად ნაცნობი” 3 დრო -წარსული, აწმყო და მოამავლი. საკრალურ დროში აღნიშნული სამივე არსებობს ერთიანად, როგორ მარადიული აწმყო. ჩვენ მიწიერ ცხოვრებას საკრალურ დროსთან პირდაპირი შეხება არა აქვს როგორც წესი, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული მომენტები როცა იხსენაბა სპეციალური არხი და შესაძლებელია საკრალურ დროსთან რაღაც დონეზე შეხება, მისი შეცნობა, მაგიური რიტუალით კი შესაძლებელია მიწიერი მომავლის სასურველი მიმართულებით შეცვლა.
ეს განსაკუთრებული მომენტები, დავარქვათ მათ საკრალური მომენტები, ასე ლაგდება მათი ძალისა მნიშვნელობის კლების მიხედვით:
1. ამ სამყროდან გასვლა, სუნთქვის გაჩერება, გარდაცვალება
2. მზის დაბნელებები
3. მთვარის დაბნელებები
4. დღეღამ ტოლობები , ბუნიობა და ნაბუნიობა
5. მთვარის ფაზები (ოთხივე)
6. განთიადი, შუადღე, დაისი, შუაღამე
---------------------------------------------------
7. მომენტი როცა ადამიანი ძილში ეშვება და გაღვიძების მომენტი - ძილბურანი
8. ორგაზმი
9. ცხვირის დაცემინება (დამცხიკვება).
არსებობს უამრავი ხალხური და უფრო სერიოზული ტრადიცია, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ მომენტებს "იყენებს" კარგი მომავლის შესაქმნელად. რამოდენიმე მათგანი ალბათ თქვენც იცით

ვინაიდან ის ახალი წელი რომელსაც ჩვენში აღნიშნავენ 01 ინვარს არ ემთხვევა, არ შეიცავს არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საკრალურ მომენტს - მისი დაკავშირება მომავლით, ბედისწერით რაიმენაირ ოპერირებასთან ყვალანაირ აზრს მოკლებულია. ამ თვალსაზრისით არც ე.წ. ძველით ახალი წელია რაიმეთი განსხვავებული და უკეთესი, ანუ ისიც ცარიელია ყველანაირი საკრალურისაგან.
არა და ჩვენ გვერდით არსებობენ ძველი ხალხები, რომთა საახალწლო ტრადიციები დახუნძლულია საკრალურობით და ჩემი აზრით მათი რიტუალები კარგის დაბედების და ბედისწერის შეცვლასთან დაკავშირებით ბევრად უფრო აზრიანი და რეალურია ვიდრე ჩვენებური მეკვლეობა, ”კაფენტების” შემოყრა და ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები. მხედველობაში მაქვს ჩინური, ებრაული და ძველ ირანული ახალი წელი.
ნუ, ეს იყო რისი თქმაც მინდოდა ჯერჯერობით და ძირითადად
This post has been edited by masai11 on 3 Jan 2016, 19:51