ყველას, ვისაც მიღებული აქვს დასავლური განათლება, ეცოდინება იმ საშინელი დისკრიმინაციის შესახებ, რომელსაც უამრავი ქრისტიანი შეეწირა პირველ საუკუნეებში. საყოველთაოდ აღიარებულ ისტორიებს თუ დავუჯერებთ, პირველი ქრისტიანები იყვნენ მშვიდები და უდანაშაულოები, ბოროტი იმპერატორების გამო უწევდათ ველურ მხეცებთან მოხვედრა და ყველაფრის მიუხედავად იჩენდნენ ექსტრაორდინალურ სიმამაცეს თავიანთი რწმენის გამო. წარმართი იმპერატორები სასტიკები და დაუნდობლები იყვნენ და მათ მხოლოდ იმიტომ იმეტებდნენ, რომ ყველაზე კეთილი და ჰუმანური რელიგია აირჩიეს. ქრისტიანები სამაგალითო და საკვირველი სიმამაცით ხვდებოდნენ ლომებს კოლიზეუმში.
როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს ზემოთ ხსენებული ისტორია, რეალობა თითქმის ყოველმხრივ სხვანაირია და ეს არის ფაქტი, რომელიც საქმის სპეციალისტმა ისტორიკოსებმა საუკუნეების მანძილზე იცოდნენ. ეს ასევე იცოდნენ განათლებულმა მაღალმა კლასებმა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "რომის იმპერიის შესუსტება და დაცემა" გამოქვეყნდა.
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია ფაქტიურად უცხო იყო ძველი რომისთვის.
ისინი განსაკუთრებულად ტოლერანტულები იყვნენ. მათი ძირითადი რეაქცია უცხო რელიგიების მიმართ იყო - ინტერესი (ხშირად გართობის საშუალებად აღიქვამდნენ). მათი ტოლერანტობა არ ვრცელდებოდა კულტების მიმართ, რომლებიც იწვევდნენ არეულობას და იყვნენ კრიმინალები. ჯამში ყველა სახის რწმენა დაცული და პატივსაცემი იყო. როგორც ვიცით, არავის დაუსჯია ადამიანი იმის გამო, რომ ის რომელიმე ღმერთს სცემდა თაყვანს. როგორც ედვარდ გიბონს (ისტორიკოსს) მოჰყავს სენეკას (რომაელი ფილოსოფოსის) ციტატა: სხვადასხვა სახის თაყვანისცემა, რომელიც რომში ხდებოდა - იყო ყოველთვის რეალური _ ხალხისთვის, ყოველთვის სიცრუე _ ფილოსოფოსისთვის და ყოველთვის კარგი იარაღი _ მმართველობისთვის. ასეთი სახის ტოლერანტობა ჯამში იძლეოდა საერთო ინდულგენციებს და რელიგიურ ურთიერთგაგებას.
თუ როგორი იყო რომაული დამოკიდებულება რელიგიებისადმი, ამის საჩვენებლად შეგვიძლია განვიხილოთ მათი დამოკიდებულება ებრაელების მიმართ. ისინი აწესებდნენ სასჯელებს ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც შეურაცხყოფდნენ ებრაულ ღირებულებებს. ლეგიონები გვერდს უვლიდნენ ებრაულ მიწას.
ებრაელებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ რომის მოქალაქეები - პავლე მოციქული ამის კარგი მაგალითია.
არ იყო მიზეზი იმისთვის, რომ ქრისტიანებს იგივე სახის დამოკიდებულება არ მიეღოთ, როგორიც ებრაელებს, მაგრამ მაინც ვერ იღებდნენ. ქრისტიანები ხშირად ახდენდნენ პრობლემების პროვოცირებას, რის შედეგადაც სახელი გაიფუჭეს.
როგორც ტაციტუსი აღნიშნავს (დაახლ. 110 წ.), ქრისტიანები სახელგანთქმულები იყვნენ ავზნიანობით. ის ასევე აღნიშნავს, რომ ნერონი ხშირად აპატიმრებდა მათ ხანძრების გაჩენისთვის და მსგავსი ანტისოციალური ქცევებისთვის. სეტონიუსი (70-160 წწ.) აღნიშნავს, რომ კლავდიუსი აძევებდა მათ რომიდან _ ხშირი არეულობის გამოწვევისთვის.
სხვადასხვა გზებით, ისინი ყველგან იძენდნენ მტრებს. თავად ქრისტიანი მღვდელმთავარი კვიპრიანეც კი აღნიშნავდა, რომ ქრისტიანები იმსახურებდნენ იმ სასჯელს, რასაც იღებდნენ. ფილოსოფოსი ცელსუსი უარყოფითად მოიხსენიებს მათ დამოკიდებულებას სხვების მიმართ. 248 წელს ორიგენე აღნიშნავდა, რომ ეკლესიის მიმართ ცუდი დამოკიდებულება დიდი სისწრაფით მძაფრდებოდა. ანტიოქიის მოსახლეობა ითხოვდა ქრისტიანების ქალაქიდან გაძევებას.
* * *
ნიკომედიის მოსახლეობასაც და სხვა ქალაქების მაცხოვრებლებსაც იგივე მოთხოვნა ჰქონდათ.
312 წელს იმპერატორ მაქსიმინუს მეორეს პეტიცია გაუგზავნეს, სადაც ითხოვდნენ არალოიალური ქრისტიანების ქმედებებისთვის წერტილის დასმას. ამ ყველაფრის მიუხედავად მმართველობა მაინც ინარჩუნებდა ზოგად ტოლერანტობას. იმპერატორი ტრაიანეს გადაწყვეტილებით, არ შემოიღეს საერთო დასჯა. ამის მაგივრად ისინი იძიებდნენ საქმეებს რომლებშიც ქრისტიანები იყვნენ გარეულები, რადგან თვლიდნენ რომ ისინი იწვევდნენ არეულობას, იყვნენ საკმაოდ ჩაკეტილები და არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ თავიანთი პატივისცემა მთავრობის მიმართ - იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი არ სცემდნენ პატივს მთავრობას. ისინი გმობდნენ იმპერიას და მას ადარებდნენ ბაბილონის მეძავს. ისინი ელოდებოდნენ მის დანგრევას და ლოცულობდნენ სამყაროს აღსასრულისთვის. მათ ასევე სჯეროდათ, რომ ხანძრების გაჩენით დააჩქარებდნენ პროცესს და მიიღებდნენ აღთქმულ სამეფოს.
ქრისტიანებს ასევე აბრალებდნენ კანიბალიზმს. ჭორები სავარაუდოდ ზიარების რიტუალმა გააჩინა.
* * *
იმის მაგივრად, რომ თავი გაემართლებინათ, ისინი იტყუებოდნენ და ხშირად მალავდნენ სახელს და წარმომავლობას. რათქმაუნდა, ისინი არ იყვნენ კანიბალები, მაგრამ აბსოლუტურად იყვნენ პასუხისმგებლები სხვა დანაშაულებზე. თავიანთი რელიგიის "ჭესმარიტებით" აჟიტირებულები, ისინი ხშირად იჩენდნენ აგრესიას. გმობდნენ რომაულ და სხვა ღმერთებს, ანადგურებდნენ ტაძრებს, აჩენდნენ ხანძრებს, ახდენდნენ წმინდა ადგილების ვანდალიზებას, აფუჭებდნენ ნახატებს, სკულპტურებს და იწვევდნენ მასობრივ არეულობებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ვანდალიზმს სამართლიანად თვლიდნენ, არც მას შემდეგ შეუცვლიათ დამოკიდებულება, რაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში. როცა ქრისტიანებს ვანდალიზმისთვის ან ხანძრის გაჩენისთვის სჯიდნენ, მათი მოძმე მორწმუნეები ღიად აბრალებდნენ მათ წმინდანობას და მოწამეობას. ამის კარგი მაგალითია წმინდა მოწამე თეოდორე ტირონი, რომელიც რომაული არმიის ჯარისკაცი იყო და პონტოში მსახურობდა (წანდილის თუ კორკოტის ტრადიცია ამ წმინდანს უკავშირდება). მან ქრისტიანობა მიიღო, გახდა დეზერტირი და ხანძარი გაუჩინა სიბელეს ტაძარს, ამასეასთან ახლოს, პონტოში.
* * *
ის ამ დანაშაულებისთვის დასაჯეს და ამის გამო დღემდე აღიარებულია წმინდა მოწამედ.
მოწამეთა ისტორიები, იმის მიუხედავად, რომ ისინი გამოგონილია, გვაჩვენებენ ქრისტიანების ქცევებს და წარმართი მმართველების რეაქციებს მათ ქმედებებზე. ამ ისტორიებში დევს სიმართლის მარცვლები. მაგალითად მოვიყვანოთ წმინდა ქრისტეფორეს ისტორია:
ის ჩავიდა ანტიოქიაში შორეული ქვეყნიდან. მას ჰქონდა ძაღლის თავი. სასწაულებრივად მიემადლა უცხო ენაზე ლაპარაკის ნიჭი და პირველი რაც გააკეთა იყო - რომაული ღმერთების დემონებად მოხსენიება. შემდეგ ის ჯარისკაცების წინ იწყებს წუწუნს, რომ ტირანის ხელშია. იმის მიუხედავად, რომ ახალი მისულია, ჯარისკაცების მამას (იგულისხმება მეფე) უწოდებს სატანას. ჯარისკაცები მას სთავაზობენ დამშვიდდეს, მაგრამ მას არ უნდა მოიცადოს და ამბობს რომ მოწამეობრივი გვირგვინი ურჩევნია. ის შეურაცხყოფას აყენებს მეფეს და ეუბნება "რაც გინდა ის მიქენი, მე მაინც არ შევწირავ მსხვერპლს დემონებს, რომლებიც შენსავით ყრუები არიან". მეფე ცდილობს მეძავების წყვილით შეაცვლევინოს მას აზრი, მაგრამ ქრისტეფორე ერთერთ მეძავს მოაქცევს ქრისტიანობაზე (რომ მასაც ეღირსოს წამება და სიკვდილი). მეორე მეძავიც მოექცევა და მზადაა სიკვდილისთვის. მეფე მას სთხოვს თავი შეიცოდოს, მაგრამ ის უარზეა. ამასობაში ამტვრევს იუპიტერის, აპოლონის და ჰერაკლეს კერპებს - რის გამოც მეორე მეძავსაც აწამებენ და კლავენ. ახლა ქრისტეფორე ცდილობს მოაქციოს ჯარისკაცები და აიძულოს დეზერტირობა. მეფე გადაწყვეტს ქრისტეფორე ცოცხლად დაწვას, მაგრამ ამის მაგივრად, უფლის ნებით, 30 სახლი და ბევრი წარმართი იწვება ცოცხლად - რაც 10,000 ადამიანის მოქცევას იწვევს. კიდევ ხდება სასწაულები, ქრისტეფორე ისევ შეურაცხყოფს მეფეს და საბოლოოდ იღებს მოწამეობრივ აღსასრულს (რისთვისაც ამდენი იწვალა).
ეს ისტორია ტიპიურია -სიკვდილის სურვილი, წარმართების თხოვნა, რომ მათ თავები დაინდონ, მასობრივი მოქცევა და მოწამეები, სასწაულებრივი მკვლელობები, დიდი ცეცხლები, ტაძრების და კერპების განადგურება და საბოლოოდ ნანატრი მოწამეობრივი გვირგვინი.
ამ ისტორიებში შეიძლება დავინახოთ ელემენტები, რომლებიც რეალურ ისტორიებზე შეგვიქმნის წარმოდგენას. არსებობს ჩანაწერები, სადაც ნახსენებია, რომ ქრისტიანები "იბრძოდნენ" წამებით დასჯისთვის.
* * *
ვიცით, რომ მმართველები მათ თხოვდნენ თავები შეებრალებინათ. ვიცით, რომ ქრისტიანები ხშირად ანადგურებდნენ წარმართულ სიწმინდეებს და აჩენდნენ ხანძრებს. ორივე სახის ისტორია ჯამში გვაძლევს ერთ სურათს - როგორ ითხოვდნენ ქრისტიანები რომ დაესაჯათ და როგორ აღწევდნენ მიზანს.
ხანძრები როგორც ჩანს მოტივირებული იყო აპოკალიფსით და მეორედ მოსვლით (ამერიკაში დღესაც ვხვდებით მსგავსი აზროვნების ხალხს)
რომაელები თვლიდნენ, რომ ქრისტიანები ათეისტები იყვნენ. ისინი უარყოფდნენ ღმერთებს და ეთაყვანებოდნენ კრიმინალს, რომელიც მთავრობამ დასაჯა. ისინი უარყოფდნენ ქვეყნის მმართველებს და თვლიდნენ, რომ ერთადერთი მმართველი ქრისტე იყო. ხალხი თვლიდა, რომ ასეთი სახის უპატივცემულობა განარისხებდა ღმერთებს. არსებობდა გამოთქმა "წვიმა ქრისტიანების გამო არ მოდის" (

)
* * *
ქრისტიანები ვანდალიზმის გარდა გამოირჩეოდნენ დეზერტირობით. მოწამეების უმეტესობა არის ყოფილი ჯარისკაცი, ხოლო მის მიმართ წაყენებული ბრალი - არმიიდან გაქცევა - რაც იმის მიუხედავად ისჯებოდა, იყავი თუ არა ქრისტიანი. ქრისტიანები ხშირად აქეზებდნენ ჯარისკაცებს, რომ არმია დაეტოვებინათ.
ისინი ყველას ეჯავრებოდა და ხშირად ხდებოდნენ დაჯგუფებების მსხვერპლები, რაც არ არის გასაკვირი მათი ღია აგრესიიდან და უზნეო ქცევებიდან გამომდინარე. ასევე არსებობს ჩანაწერები, სადაც ნახსენებია, რომ ქრისტიანები თავიანთ მტრებს კლავდნენ (რაც უფლის ძალით სასწაულებრივ მკვლელობებს მიეწერება).
ყველაფრის მიუხედავად მათი დასჯა მაინც არ იყო "სრული". მათ ხშირად ეხებოდათ ამნისტია და უმეტესობას მხოლოდ აპატიმრებდნენ ან ქვეყნიდან აძევებდნენ.
მართალია, რომ კოლიზეუმში ცხოველები კრიმინალებს ცოცხლად გლეჯდნენ, მაგრამ არ მოიპოვება არცერთი ცნობა იმის შესახებ, რომ უდანაშაულო ქრისტიანი მსგავსად დასაჯეს. ისტორიები სრულადაა ფანტაზიის ნაყოფი და უმეტესობა დაწერილია შუა საუკუნეებში.
* * *
თუ მოვიძიებთ ინფორმაციას მმართველებზე, რომლებიც ქრისტიანების დასჯას ახორციელებდნენ, ისევ გამოჩნდება ერთი სიურპრიზი - სისხლისმსმელი მონსტრების მაგივრად ვხედავთ განათლებულ და კულტურულ ხალხს. დასჯილი ქრისტიანების რაოდენობა გაზრდილია და მაგალითად დიოკლეტიანე მაქსიმუმ 2000 ქრისტიანის მკვლელობაში იყო დამნაშავე. ირონიაა, მაგრამ გავიდა დრო და დადგა საუკუნეები სადაც თვითონ ქრისტიანებმა დახოცეს ათჯერ მეტი ქრისტიანი ერთ ქალაქში და ერთ დღეს.
მათი დასჯის ძირითადი მიზეზი იყო მათი აქტიური მცდელობა, რომ მომკვდარიყვნენ. მათ სჯეროდათ, რომ მოწამეობრივი აღსასრულით პირდაპირ სამოთხეში მოხვდებოდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ბრალდებულების განთავისუფლებისთვის მხოლოდ მათი სურვილი იყო საკმარისი. ამის მაგივრად, ისინი იხვეწებოდნენ, რომ ხელი არავის შეეშალა (მაგალითად წმინდა ეგნატე). ისინი ფაქტიურად სუიციდს მიმართავდნენ საზოგადოებრივ ადგილებში. პირველ საუკუნეებში ეკლესიაც კი აკრიტიკებდა მათ თვითმკვლელობებისთვის.
რომაელი მმართველები მათ თხოვდნენ თავის დანდობას, მოსამართლეები ცდილობდნენ ეპოვათ მიზეზი რომ ისინი არ დაესაჯათ, მათ ბოლო მომენტამდე ჰქონდათ შესაძლებლობა, უარი ეთქვათ სიკვდილზე. ნაწილი ამას აკეთებდა. უფრო სწორად უმეტესობა აკეთებდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც მხოლოდ მოწამეობრივი გვირგვინით დამშვიდდებოდა. ხალხი, ვინც მათ თვითმკვლელობებს ესწრებოდა, იყო შეშფოთებული და გაკვირვებული. იყო შემთხვევა, როცა აზიის პროკონსულთან ქრისტიანები მივიდნენ რომ მოწამეობრივი სიკვდილი მიეღოთ, მან კი მათ ჰკითხა, "თუ ასე ძალიან გინდათ სიკვდილი, რთულია თოკები და კლდეები იპოვოთ?" (

) იყო შემთხვევები, როცა ქრისტიანები თვითონ იკრავდნენ ხელებს და ისე ითხოვდნენ წამებას. ასევე არ არის გასაკვირი, რომ წარმართები "მოწამეებს" იქ მარხავდნენ, სადაც ზოგადად სუიციდის მსხვერპლებს

რატომღაც უჭირდათ განსხვავების დანახვა...
ცოტათი შევამოკლე. სრული სტატია თავისი წყაროებით დეტალებზე, რომლებზეც სტატიაშია ლაპარაკი:
http://www.badnewsaboutchristianity.com/gba_christians.htm
This post has been edited by ლაბარნა on 5 Jan 2016, 16:13
მიმაგრებული სურათი