Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
ჩანახატები
, ჩვენ ვწერთ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merabsoni
Super Member
ჯგუფი: Registered
merabsoni
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 418
წევრი No.: 51893
რეგისტრ.: 19-January 08
#20524548
· 5 Jul 2010, 19:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე, ისევ მე ვარ?
სიზმარში მყოფს არც კი ვიცი რა როლი მხვდა წილად. გაღვიძებისას ძილბურანში მყოფი მივხვდი რომ კიდევ იმ ვიღაცას ვთამაშობდი და გონება მოვიკრიბე რომ რეალობას დავბრუნებოდი. თუმცა ორი წუთიც არ იყო გასული რომ იმ სპექტაკლის გახსენება ვცადე რომელიც არც კი ვიცი რა ჟანრის იყო და ვერაფრით მოვახერხე.
ფარდაგაწეული ფანჯრებიდან და კარებიდან მზის სხივებით ალყაშემორტყმული ვიყავი, თითქოს ურიცხვი მტერი მომადგა კარს და შიგნით შემოღწევას ლამობდა, ჩიტებს კი საბრძოლო ყიჟინა აეტეხათ და ჩემს დანებებას მოითხოვდნენ.
საწოლზე ჩამოვჯექი და ჩაცმა დავიწყე. უცებ რაღაც კადრებმა გამიელვა და მივხვდი რომ ისევ ის სიზმარი მახსენებდა თავს. თუმცა მაინც ვერაფრით აღვიდგინე. მხოლოდ ერთი რამ გამახსენდა, ორნი ვიყავით.
ტელევიზორი ჩავრთე. ისევ ლანძღავდნენ ერთმანეთს, პოზიცია და ოპოზიცია... ერთერთმა რესპოდენტმა მეორეს მიმართა: - მიკვირს ღამით როგორ იძინებ, ნუთუ არაფერი გესიზმრებაო? - და ისევ გამიელვა კადრებმა ჩემი სიზმრიდან: - არ გაგიშვებ სანამ ცოცხალი ვარ! - ვიღაცას ვეუბნებოდი და ვებრძვოდი რომ არ გამქცეოდა. სრული სურათი მაინც ვერ აღვიდგინე და მივხვდი რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა ამ სიზმარში. მაგრამ რა? მთელი დღე მახსენებდა თავს და ნერვები მეშლებოდა რომ ვერ ვიხსენებდი.
დღემ ჩვეულ რიტმში ჩაიარა, ისევ ისე უაზროდ და არაფრისგან გამორჩეულად. ტელევიზორი, კომპიუტერი, ერთი ოთახიდან მეორეში საქმიანი სახით სიარული და ისევ ტელევიზორი, კომპიუტერი...
ძილის წინ აბაზანაში შევედი, წყალი შევისხი სახეზე და ჯერ კიდევ წურწურით ჩამომდიოდა წყალი რომ სარკეში ჩემი სახე სულ სხვაგვარად დავინახე. ისევ სიზმრის კადრებმა გამიელვა და უფრო ნათლად აღვიდგინე თუ რა ხდებოდა ამ სიზმარში. თუმცა ეს ისე სწრაფად მოხდა რომ სიზმრის გახსენებით გამოწვეული სიხარული როგორ გადაიქცა შიშად ვერ დავაფიქსირე. ის მეორე ვიღაცა სულაც არ იყო ~ვიღაცა~, ისიც მე ვიყავი და თუ რამე ცუდი იყო ჩემში სწორედ იმაში მყავდა ჩაკეტილი (დიდი ნაწილი მაინც, იმედი მაქვს). მეხვეწებოდა: გამიშვი და მერე ნახე ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო. მე კი ვეუბნებოდი რომ მის იმ ნაწილსაც რომელიც თავისუფლებით ტკბებოდა ჯერ კიდევ, ის ბედი ელოდა რაც მას. ყველა ხერხით ცდილოდბა ჩემს დაყოლიებას. - აბა რა მოგიტანა ამ პატიოსნებამ, რწმენამ და სწორი გზით ცხოვრებამ? ხომ ხედავ დღეს რა დღეშიც ხარ? არც სამუშაო გაქ, არც ფული, არც ქონება და არც რამე პერსპექტივა რომ ეს ყოველივე გქონდეს. სულ მათხოვრულ კაპიკებს დასდევ, გგონია რომ სიკეთეს დაგიფასებს ვიღაცა და შენც გადმოგიგდებს მსუყე ლუკმასო. ერთ მომენტში კიდეც დამიყოლია თითქოს მაგრამ უცებ მოვეგე გონს და უთხარი რომ სანამ ცოცხალი ვარ არ ეღირსებოდა თავისუფლება.
ვწევარ ეხლა საწოლში, ვერაფრით ვიძინებ და არ მასვენებს იმაზე ფიქრი თუ რამდენი სიბოროტეა ჩემში ურჩხულის სხეულით შემოსილი რომელსაც ჩემი სახე აქვს და რომელსაც გუშინ სიზმარში ვებრძვოდი. ზის ეს ურჩხული ჩემს გონებაში და ყველა ხერხით ცდილობს თავის დაღწევას. მე კი მეშინია რომ მაჯობებს, ჩემზე ძლიერი აღმოჩნდება, დალეწავს და ჩამოანგრევს გისოსებს და მის ნაცვლად მე აღმოვჩნდები იმ საკანში. ყველა ციხე შიგნიდან ტყდებაო ნათქვამია. რამდენჯერ ყოფილა რომ ვერ შემიჩერებია და გასეირნებაზე გამოსული ტუსაღივით მოულხენია და დამტკბარა მცირე დროით. მის ნახელავს კი გვიან ვაცნობიერებდი, ვლანძღავდი და ვტუქსავდი ჩემ თავს ჩემივე სისუსტის გამო. თუმცა ამას როგორც წარსულს ისე არ უნდა ვამბობდე, დღემდე გამომყავს სასეირნოდ ეს ურჩხული, თითქოს მეცოდება, თითქოს იმედი მაქვს რომ უფრო დამჯერი და მორჩილი იქნება მაგრამ ის უფრო ვერაგდება და უფრო მოხერხებული ხდება რაც დრო გადის. ეს ყველაფერი იმ თამაშს ჰგავს რომლის თამაშიც არ ვიცით მაგრამ იმის იმედად რომ მოვიგებთ მაინც ვთამაშობთ და ყოველი წაგების შემდეგ ჩვენ თავს ვარწმუნებთ რომ შემდეგ ხელს აუცილებლად მოვიგებთ. ვინ რას მოგაგებინებს... ამ თამაშში მხოლოდ აგებ და ნუგეშისმცემელი მხოლოდ ის ურჩხულია რომელმაც იცის როგორ განუგეშოს. როგორ გაამართლოს შენი მარცხი, სხვა კუთხით დაგანახოს მომხდარი და შენი წაგება სხვას დააბრალოს თითქოს იმიტომ კი არ წააგე რომ შენ ხარ სუსტი და ცდუნებას აჰყევი არამედ იმიტომ რომ ვიღაცამ ითაღლითა.
ვცდილობ სხვა რამეზე ვიფიქრო ბოლოს კი მაინც იმ ურჩხულს მივადგები ხოლმე, რომელსაც ჩემი სახე აქვს მაგრამ მე არ ვარ (ყოველ შემთხვევაში არ მინდა ვიყო). სხვები კი ვინ იცის, შეიძლება სწორედ ამ ურჩხულს ხედავენ და არა მე.
მაქცია. მაქციას ვგავარ, მთვარეს შევყურებ და წარმოვიდგენ თუ როგორ გადავიქცევი მგლად, გავვარდები და პირველივე შემხვედრს დავგლიჯავ. თუმცა მაქციაც ბოლოს მგლის სახეს იძენს მე კი ჩემივე სახით ვინიღბავ თავს და რატომღაც იმედი მაქვს რომ არათუ სხვა, არამედ მეც და თვით ღმერთიც ვერ ამოიცნობს ამ ურჩხულში ჩემ სახეს.
თითქოს ეს ურჩხული მონადირესავით სულ კვალში მიდგას, მე კი მისგან თავის დაღწევას ვცდილობ და გავრბივარ, გავრბივარ და უკან მოხედვის მეშინია, მეშინია რომ დამეწევა და ბოლოს მომიღებს. ვგრძნობ როგორ მიმერეკება ხაფანგში, უნდა რომ მომიმწყვდიოს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ.
ცხოვრების მანძილზე ბევრ ასეთ ურჩხულს ვარ გადაყრილი და სულ ვფიქრობდი თუ რატომ არიან ისინი ასეთები, რამ აიძულა ისინი რომ ამ დონეზე იცვალეს სახე და მხოლოდ გარეგნულად თუ გვანან ეხლა ადამიანებს. ეხლა კი ვხვდები თუ რაოდენ დიდი ძალისხმევა და რწმენაა საჭირო რომ დასძლიო ეს ყოველივე და არ დანებდე ამ ურჩხულს რომელიც ყველა ჩვენთაგანში ბუდობს და ერთი სული აქვს როდის დატკბება თავისუფლებით.
BEქზA
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lilu_lin
Super Member
ჯგუფი: Registered
Lilu_lin
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 256
წევრი No.: 115640
რეგისტრ.: 15-May 10
#20524933
· 5 Jul 2010, 19:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წერილი პიტერს
მერე რა რომ გავიზარდე და 2 ზომა მკერდი მაქვს. მე ხომ ისევ ის ლილიენი ვარ და ელფებისაც მჯერა. მერე რა რომ მაღალი ქუსლები მიყვარს და ისეთი კაბები მაცვია, როგორიც მხოლოდ დედებს? დედა ხომ არ ვარ. ვერც გავხდები ალბათ.
პიტერ, იცი როგორ მომენატრა ჩვენი ერთად ყოფნის დრო? მომენატრა კაპიტნის გაცურება, მერე გულიანი სიცილი და ხმამაღლა დაბოყინება.იცი რა ძნელია სექსუალური ტრაკი გქონდეს და თან ხმამაღალი ბოყინი გინდოდეს ჩვენს ქვეყანაში? მეც ჩავიცვი ისეთი საქმიანი კოსტუმი, ერთად რომ დავცინოდით ხოლმე და ჩემი დახეული ჯინსები უზარმაზარი კარადის ბოლო თაროზე შევჩურთე.
გახსოვს ლოკოკინებს რომ დავსდევდით ? ერთს ნიჟარა ცოტატი ჩამოტეხილი ჰქონდა და ბელმა კრუკი შეარქვა. იმდენი ვიცინეთ, ბელს ჯადოსნური ფხვნილი ლამის მთლიანად გასცვივდა. ახლა ფრანგულ რესტორნებში დავდივარ და ლოკოკინების სალათს ვუკვეთავ - დელეკატესია. წამოდი შენც ჩემთან ერთად პარიზში, იქაც არის პატარა ნევერლანდი, ოღონდ ბევრად ხელოვნური. როცა მენატრები იქ მივდივარ და შენსავით ჩაცმულ კაცს ვუყურებ, რომელსაც სახლში ალბათ შვილებიც ჰყავს.
ნუ გეშინია. მართალია აღარ მაქვს ისეთი გრძელი თმა, როგორიც ადრე, მაგრამ მაინც ლილიენი ვარ. მახსოვს როგორ გიყვარდა ჩემი თმიდან ცხოველების გაკეთება, მერე 3 საათი ვცდილობდი დამეშალა და დამევარცხნა. მერე რა რომ პირში სიგარეტი გავირჭე და ფრჩხილები წითლად მაქვს შეღებილი, გახსოვს ადრე სახეს ვიღებავდით და ინდიელობანას ვთამაშობდით, ესეც თამაშია - ფლირტი ქვია. ვიცი, ვიცი, აღარ მაცვია გვირილებიანი, ბურბუშელასავით კაბა, შენ რომ ასე მოგწონდა და გიყვარდა, რომ ვიკუზებოდი პეპლებიანი საცვალი მიჩანდა - მაპატიე პიტერ, ახლა რომ მასე ჩავიცვა იმ თამაშს, წეღან რომ ვახსენე, ფლირტი აღარ ერქმევა. ასე ნუ ბრაზდები რა, მე ხომ ისევ ლილიენი ვარ - მერე რა რომ ახლა ქალთევზებთან სახის და თმის მოვლის საშუალებებზე უფრო ვილაპარაკებ, ვიდრე ზღვის ცხენებზე და წყლის ლილიების ნაცვლად მარგალიტებს მოვითხოვ, მერე რა რომ ყოველ ღამით, ძილის წინ, ვსვამ რომს რომ გავითიშო და არაფერი დამესიზმროს. მერე რა რომ შენს თავსაც კი მირჩევნია, აი იმ კედელზე, სურათზე რომ კაცია. მერე რა რომ დილა მარწყვიანი პურის ნაცვლად ესპრესოთი და სიგარეტით მეწყება, მერე რა რომ სამსახურიდან დაბრუნებულს საოცნებო ძაღლიც კი არ მხვდება სახლში. მერე რა რომ ძაღლზეღა ვოცნებობ- ღმერთს რაც კი ვთხოვე უკუღმა ამისრულა. ალბათ კატას ვიყიდი.
შენ რომ არ მითხრა, ისედაც ვიცი კატები რომ არ მიყვარს.
მოდი შოკოლადს გაჭმევ. არა, მე არ მინდა, ისედაც 3 კილო მოვიმატე.
მოდი ჩემს სათამაშოებს გაჩვენებ. არა, შაბათამდე ვერ, ადრე უნდა დავწვე - ხვალ შეხვედრა მაქვს.
მოდი კინოს ვუყუროთ. არა, რა „ძვირფასო ბავშვები დავაპატარავე“, ავატარი გამოვიდა, იცი რა მაგარია?
მოდი ნატვრის ხეზე ნაჭერი შევაბათ! გაგიჟდი? ეს ცხვირსახოცი “SIA” - ში ვიყიდე, ფასდაკლებაზე...
მოდი გავისეირნოთ. არა, პიტერ, ამ კაბას ვერცხლისფერი “ბალეტკები” არ უხდება, აი ის წითელი “ფრანცუსკები” მომაწოდე.
წადი პიტერ. ჩვენ მეგობრები აღარ ვართ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kato78
Newbie
ჯგუფი: Registered
kato78
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 212303
რეგისტრ.: 6-January 16
#46654533
· 6 Jan 2016, 12:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბოჩოლები
ბოჩოლები ღრუბლებს უყურებდნენ, უხაროდათ მზის დანახვა. ბოჩოლებს თავიანთი უნიკალურობა ჰქონდათ, ადამიანებს მათნაირი სიყვარული ხშირად არ შეეძლოთ. ბოჩოლასნაირი საყვარელი ცხვირი ადამიანებს არ ჰქონდათ. მაგრამ ისინი დაუცველები და უსუსურები იყვნენ ამ პლანეტაზე და საკუთარი სიამოვნებისთვის ქედმაღალი, ცივი ადამიანები მათ კლავდნენ კიდეც. საშინელება ხდებოდა, მაგრამ ყველა დუმდა. ვისაც ებრალებოდა ბოჩოლა, ისიც დუმდა. იშვიათად თუ ვინმე იყო შეძრული და სასოწარკვეთილი, რაიმეს მთქმელი. როდემდე უნდა იმეფოს უსამართლობამ?-ფიქრობდნენ ღრუბლები, როდესაც მოკლული ბოჩოლას სული ადიოდა ცაში ასე ნაადრევად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10
#46669625
· 8 Jan 2016, 04:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მერე რა რომ გავიზარდე და 2 ზომა მკერდი მაქვს. მე ხომ ისევ ის ლილიენი ვარ და ელფებისაც მჯერა. მერე რა რომ მაღალი ქუსლები მიყვარს და ისეთი კაბები მაცვია, როგორიც მხოლოდ დედებს? დედა ხომ არ ვარ. ვერც გავხდები ალბათ.
QUOTE
ლილიენი
თუ ვენდი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მადამ ფისუნია
ველური კნუტი
ჯგუფი: Members
მადამ ფისუნია
ველური კნუტი
ჯგუფი: Members
წერილები: 5569
წევრი No.: 152755
რეგისტრ.: 7-August 12
#46669681
· 8 Jan 2016, 05:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გოგონა კატებით, ანუ მე
(ავტობიოგრაფია)
მე ვარ ანა, X წლის, შოთა რუსთაველის კინოსა
და თეატრის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსელი გოგონა. ბავშვობაში
მეგონა რომ მსახიობი გავხდებოდი. მაგრამ არ გავხდი, თუმცა ახლოს ვარ… დედა ამბობს
რომ პატარაობიდანვე ვწერდი, მე არ მახსოვს. ძველი ნაწერები ერთხელ გაბრაზებულმა შეშის
ფეჩში შევუკეთე. თუმცა ზოგი გადარჩა. მერე რასაც ვწერდი ყველაფერს ცეცხლში ვუკეთებდი.
ასე მეგონა მათ ვიცავდი ავი თვალისაგან. უფრო სწორად, საკუთარ თავს - დაცინვისაგან…
რამდენიმე წელია რაც განვაახლე წერა განადგურების გარეშე. ძალიან მიყვარს ლიტერატურა
და კატები. ამიტომ, ფსევდონიმიც ცოტა უცნაური მაქვს… „მადამ ფისუნია“ მადამ ბოვარისა
და უბრალოდ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ცხოველის მოტივებზე. მომავალში არ ვიცი ვინ ვიქნები,
იქნებ მსახიობიც… არ მწერალი… ან იქნებ სულაც არავინ… ახლა ერთი ჩვეულებრივი
გოგო ვარ. რომელსაც სულ სხვა სამყარო აქვს და თვითონაც არ იცის რა უნდა. თუმცა, რა გასაკვირია?
ეს არავინ იცის. ერთი უცნაურობაც მახასიათებს, ყველაფერს ფერებით აღვიქვამ. ეს ბავშვობაში
შეამჩნია დედამ. ყველას აუკრძალა ჩემთვის ეკითხათ, თუ როგორ ფერებში ვხედავდი მათ. დედას
ეგონა ამით დამავიწყებდა ამ "უნარს". მე კი მეგონა რომ ყველა ასე ხედავდა სამყაროს. ახლა
გავიგე რომ ამას „სინესთეზია“ ჰქვია. და არაფერია საგანგაშო ამაში. ცხოვრებისეული მიზანი
რამდენჯერმე შემეცვალა სხვადასხვა ასაკში. როცა პატარა ვიყავი მინდოდა კეთილი ფერია
ვყოფილიყავი. მეგონა ამით შევძლებდი დავხმარებოდი ყველას.
ფერია ვერ გავხდი. თუმცა რომ წამოვიზარდე მივხვდი, რომ
სხვების დასახმარებლად არ არის საჭირო იყო ფერია. რამდენიმე წლის წინ, ზამთარში, ყველაზე ახლო მეგობარი
დამეღუპა და მასთან ერთად მეც მოვკვდი. მაგრამ მე ხომ მადამ ფისუნია ვარ? კატას კი
9 სიცოცხლე აქვს და ისევ აღვსდექი. ჩემი მეგობარი ერთადერთი იყო ვისაც არასოდეს ვუშლიდი
წაეკითხა ჩემი ნაწერები, მაშინაც კი როდესაც ვანადგურებდი მათ. რამდენიმე მომპარა და
შემინახა კიდეც. მას უნდოდა, რომ მე წიგნი გამომეცა და მწერალი გავმხდარიყავი.
ჩვენ კი ორივეს ლურჯი ვარდები გვიყვარდა. ერთხელ, როდესაც მის საფლავზე 2 ლურჯი ვარდი
მივიტანე, დავპირდი, რომ აუცილებლად გამოვცემდი წიგნს მისი ხსოვნის საპატივცემულოდ
და მას ვუწოდებდი „ლურჯ ვარდებს“, ახლა ალბათ ეს არის ჩემი ცხოვრებისეული მიზანი.
ძალიან მიყვარს
თეატრი, საწყენია ხოლმე როდესაც სცენის მიღმა ვარ და არა სცენაზე, მაგრამ მაინც ხშირი
სტუმარი ვარ მისი. ისიც მაბედნიერებს, რომ ოდესღაც ვიდექი სცენაზე. თავისუფალი დრო
არ მაქვს ბევრი. ძალიან მიყვარს ბუნება, მიწასთან ურთიერთობაც საოცრად მამშვიდებს.
გუშინ ეზოში ყვავილები დავრგე. ახლა მინდა „ჩვენი საყვარელი ყვავილი“, ლურჯი ვარდები დავრგო, თუმცა ჯერ მისი თესლი ვერ
ვიშოვე. ძალიან მიყვარს იაპონური კულტურა და
ყველაფერი იაპონური. მახსოვს აბიტურიენტობის ჟამს მეცადინეობის ნაცვლად „ანიმეს“ რომ
ვუყურებდი, როგორ ამიბუნტდა ოჯახი. ჩემი ოცნებაა საკურას ყვავილობისას წავიდე კიოტოში.
ალბათ ოდესმე წავალ. იქნებ სიკვდილის შემდეგ?
რა გასაკვირი იქნება?
მე ხომ 9 სიცოცხლე მაქვს?!…
This post has been edited by
მადამ ფისუნია
on 8 Jan 2016, 05:13
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0288 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.