მარტვილიდან გეხმიანებით თბილისელი კაცი
მოკლედ რამდენიმე ამბავი მაქვს და ნელ-ნელა გავხსნი თემებს...
1) ზამთრის პერიოდში ხურმის ჩირის გაყიდვა ლამის ერთადერთ შემოსავლად ქცეულა ხალხისთვის...
რაც თავი მახსოვს, ხურმის ჩირზე ტაცება იყო ვაჭრების მხრიდან და გლეხს არ უჭირდა გაყიდვა...
წელს კი რას ვხედავ,, ხალხს სახლში ულპება ხურმა... არავინ ყიდულობს...
ეხლა მიზეზებზე ხალხი რას ამბობს და როგორ ხსნის სრულ უინტერესობას ხურმის ჩირისადმი.
- როგორც იცით ძირითადი გამსაღებელი სომხეთია... ხოდა 700% გახდა განბაჟება სომხეთის საზღვარზეო კაციშვილს არ მიაქვსო... აქეთ გადმოსულა სომხები ერთი ჯგუფი და დაუწყიათ ყიდვა 1 თვის წინ მთელს მარტვილში და ალბათ გააგრძელებდნენ კიდეც რომ ისე დაუყაჩაღებიათ სუ ნიფხვით გაუშვიათ სომხეთში, იმათ დაუბარებიათ: ეს რა გიქნიათ ქვეყნისთვის, იმაზე ვიზრუნებ არცერთი სომეხი არ მოვიდეს საქართველოშიო...
სამარცხვინოა