წინა თემები: 1)
ფეიფალი და ონლაინ აუქციონი - ^^Ebay.com^^2)
ფეიფალი და ონლაინ აუქციონი - ^^Ebay.com^^ - II3)
ფეიფალი და ონლაინ აუქციონი - Ebay.com - III4)
PayPal და ონლაინ აუქციონი - Ebay.com - IV5)
Ebay - აუქციონი6)
Ebay - აუქციონი, თემა VI7)
Ebay-აუქციონი, თემა VII8)
Ebay - აუქციონი, თემა VIIIხშირად დასმული კითხვები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რა არის "Reserve Price" eBay-ზე?
აუქციონზე ვაჭრობისას შესაძლებელია შეგხვდეთ ტერმინი "Reserve Price" - ეს არის ფასის მინიმუმი, რომელზე დაბალი ფასის შეთავაზებით (bid) გამარჯვების შემთხვევაში გამყიდველი უარს ამბობს ნივთის გაყიდვაზე.
რა არის "eBay Bucks"?
ყოველ შესყიდვაზე eBay უკან გიბრუნებთ ნივთის ღირებულების 2%-ს eBay Bucks-ების სახით. (ამისათვის თქვენ აუცილებლათ უნდა ჩაერთოთ ამ პროგრამაში)ამ თანხის გამოტანა თქვენ არ შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ დააგროვოთ Bucks-ები და ამ დანაზოგით შეიძინოთ ნივთი eBay-ზე. Bucks-ების დასახარჯად გეძლევათ განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბონუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განულდება. eBay Bucks-ების დაგროვება ხდება კვარტლების მიხედვით და წლის თითოეული კვარტლის დასრულების შემდეგ თქვენ გეძლევათ ერთი თვე რათა დახარჯოთ დაგროვილი თანხა.
შეიძლება თუ არა მოგებულ ნივთზე ფულის არ გადახდა?
თუ თქვენ გაქვთ ლეგიტიმური მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადაიხადოთ საფასური, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გამყიდველს და აუხსნათ თქვენი მიზეზი. გამყიდველი შეიძლება დაგთანხმდეთ ტრანქაზიის გაუქმებაზე. თუ თქვენ და გამყიდველი შეთანხმდებით შეკვეთის გაუქმებაზე თქვენ განთავისუფლდებით გადახდის ვალდებულებისგან. როგორც მყიდველი თქვენ გაქვთ ვალდებულება გადაიხადოთ ნივთის საფასური. თუ თქვენ არ გადაიხდით ამანათის ღირებულებას გამყიდველს აქვს უფლება თქვენს წინააღმდეგ საქმე აღძრას რომელიც შემდგომში აღინიშნება თქვენს ისტორიაში. მსგავსი შემთხვევის რამოდენიმეჯერ გამეორების შემთხვევაში თქვენ დაგებლოკებათ eBay-ს ანგარიში.
შეიძლება თუ არა შეთავაზების (bid)-ის გაუქმება ?
როგორც წესი მყიდველს არ აქვს უფლება გააუქმოს შეთავაზება. როდესაც თქვენ აკეთებთ შეთავაზებას ეს იმას ნიშნავს, რომ მოგების შემთხვევაში თქვენ მზად ხართ გადაიხადოთ თქვენს მიერ მითითებული თანხა, თუმცა ზოგჯერ მყიდველი შეთავაზების გაკეთების დროს შემთხვევით უშვებს შეცდომას და eBay იძლევა საშუალებას გავაუქმოთ ეს შეთავაზება.
შეთავაზების გაუქმებისას არსებობს ორი შემთხვევა:
1. თუ აუქციონის დასრულებამდე დარჩა 12 საათზე მეტი, მაშინ eBay გაძლევთ შესაძლებლობას გააუქმოთ ყველა თქვენი შეთავაზება და, სურვილის შემთხვევაში, თავიდან მიიღოთ მონაწილეობა აუქციონში.
2. თუ აუქციონის დასრულებამდე დარჩა 12 საათზე ნაკლები, მაშინ eBay გაძლევთ შესაძლებლობას გააუქმოთ მხოლოდ ის შეთავაზება, რომელიც გაკეთებულია გაუქმების მოთხოვნამდე არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში.
შეთავაზების გაუქმებისათვის დააჭირეთ ღილაკს Customer Support (რომელიც განთავსებულია ebay.com-ზე მარჯვება ზედა კუთხეში) და შემდეგ აირჩიეთ "Retract a bid". მიუთითეთ ის ნივთი, რომელზეც გსურთ შეთავაზების გაუქმება (ცხადია, ამ დროს ebay.com-ზე ავტორიზაცია უნდა გქონდეთ გავლილი) და დააჭირეთ ღილაკს Continue. შემდეგ აირჩიეთ მიზეზი, თუ რატომ აუქმებთ თქვენს შეთავაზებას და დააჭირეთ ღილაკს Continue. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს "Retract bid".
თუ თქვენი შემთხვევა არ შეესაბამება არცერთ ჩამოთვლილ მიზეზს, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გამყიდველს და მას სთხოვოთ შეთავაზების გაუქმება
ფაქტები ebay-ს შესახებ, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იცოდით: პირველი ნივთი, რომელიც გაიყიდა 1995 წლის სექტემბერში იყო გატეხილი ლაზერი, მისი ფასი იყო $14.83, როცა მფლობელი მიხვდა რო ის დაზიანებული იყო მან განაცხადა რომ ის იყო კოლექციონერი, რომელიც აგროვებდა გატეხილ ლაზერებს

მიუხედავად იმისა, რომ ebay ასოცირდება აუქციონთან, ნივთების 70 % იყიდება Buy It Now ფორმატით.
როცა პირველად შეიქმნა მას ebay არ ერქვა, არამედ AuctionWeb. იყო ისეთი, როგორიც არის ახლა craiglist- ი

ყველაზე ძვირად გაიყიდა 2006 წელს იახტა, მისი ღირებულებამ შეადგინა 168 მილიონ დოლარს, მისი მფლობელი იყო რუსი მილიარდელი რომან აბრამოვიჩი, მართალია აუქციონი 85 მილიონ დოლარად მოიგო, მაგრამ როგორც ჩანს გადარიცხვამ(სავარაუდოდ ფეიფალი არ ჰქონდათ) ან სხვა ფაქტორმა იმოქმედა რუს მილიარდელის 168 მილიონი დოლარის გადახდაზე.
Jack Sheng იყო პირველი სელერი, ვინც მიაღწია მილიონ ფიდბექს. ეს იყო 2008 წლის 13 ნოემბერს.
25 მილიონი სელერი და 157 მილიონი მყიდველი. ასე გამოიყურება ebay ს მომხმარებელთა რაოდენობა