ლიდერობისა და ეფექტური მართვის სწავლა შესაძლებელია!
Nx აკადემია გთავაზობთ თეორიულ და პრაქტიკულ ორ თვიან სასწავლო კურსს “ლიდერობა და მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდები 2.0” ქალაქგარეთ Georgeos რანჩოზე (წოდორეთი). კურსი განკუთვნილია ახალგაზრდა მენეჯერებისთვის და მომავალი ლიდერებისთვის.
➡ კურსის უპირატესობები:
სასწავლო პროცესს გაუძღვებიან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესიონალი ტრენერები და სპიკერები. კურსანტები ესტუმრებიან უმსხვილეს კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს - პირადად შეხვდებიან წარმატებულ ლიდერებს და მათგან მოისმენენ ლექციებს. რანჩოზე თავისუფალ დროს აკადემიელები დაათვალიერებენ საჯინიბოს, ისწავლიან ცხენზე ჯირითს, დააგემოვნებენ პრემიუმ კლასის ღვინოებს. მოეწყობა ტურნირი ბილიარდსა და მაგიდის ჩოგბურთში. კურსის დასკვნითი ლექცია ჩატარდება წყნეთში, სასტუმრო კოპალაში, სადაც ტრენინგის შემდგომ გათვალისწინებულია ინსტრუქტაჟი ბოულინგში.
➡ კურსის თემატიკა:
ლიდერი 360°, ლიდერული უნარ-ჩვევები. ლიდერის 7 აუცილებელი თვისება. თვითანალიზი. თვითკრიტიკა. თვითმოტივაცია. გუნდის მართვა და დელეგირება. მენეჯმენტის ევოლუცია. გუნდის წევრების შერჩევა და მოძიება. ადამიანების დარწმუნების ხელოვნება. მომავლის ხედვა. ცვლილებების მართვა. IQ და EQ. კომფორტის ზონა. სანაცნობო ქსელის გაფართოვება. ლიდერობის ფორმულები. დროისა და კონფლიქტების მართვა.
➼ პერსონალური განვითარების ტრენინგს გაუძღვება "წარმატების 365 გასაღების" წიგნის ავტორი - რამაზ გიგაური
კურსი მოიცავს სამუშაო შეხვედრებსა და ლექციებს ტოპ მენეჯერებისგან შემდეგ ორგანიზაციებში:
► საქართველოს ეროვნული ბანკი - პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე
► საერთაშორისო სავაჭრო პალატა - თავმჯდომარე ფადი ასლი
► Colliers International Georgia - დირექტორი გიორგი ქანანაშვილი
► საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - პრემიერის მრჩეველი ვახტანგ ლომჯარია
► პოტერსი - დამფუძნებელი დავით ხოსროშვილი
► Flit Media/EGO Magazine - დამფუძნებელი ანუკი ნაცვლიშვილი
► ინოვაციებისა და განვითარების ფონდი - პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე
► Nx - დამფუძნებელი გივი ჩიქოვანი
► ზარაფხანა - სამეთ. საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ახალაძე
► გარემოს დაცვის სამინისტრო - მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია
➡ კურსის ტრენერები:
► კარლ აუგუსტსსონი
► დავით ჩიკვაიძე
► რამაზ გიგაური
➡ კურსის განრიგი:
კურსის ხანგრძლივობა - 2 თვე. 06.02.2016 - 06.04.2016. ტრეინინგებისა და ვორკშოპების ხაგრძლივობა - 48 საათი.
სასწავლო კურსის საათები არ ემთხვევა სამუშაო საათებს. წოდორეთში რანჩოსა და წყნეთში, სასტუმრო კოპალაში ტრენინგები იმართება შაბათ დღეს. ხოლო დანარჩენი შეხვედრები კვირის დღეებში 19:00 საათიდან 21:00 საათამდე.
➡ კურსის საფასური:
სასწავლო კურსის სრული ღირებულებაა 689 ლარი. ანგარიშსწორება: საქართველოს ბანკი: GE73BG0000000517090200GEL. გადახდის ბოლო ვადაა 3 თებერვალი. შესაძლებელია თანხის 2 ტრანშად დაყოფაც. მეორე ტრანშის დაფარვის ბოლო ვადაა 3 მარტი.
საფასურში შედის ტრენინგთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯები: ტრანსპორტირება როგორც წოდორეთში რანჩოზე ასევე წყნეთში სასტუმრო კოპალაში, შესვენებები ყავაზე, სადილი, ცხენზე ჯირითი და ინსტრუქტაჟი, ბოულინგი, პრემიუმ კლასის ღვინოების დეგუსტაცია, მოკლე კურსი ღვინის დაგემოვნების შესახებ პროფესიონალი დეგუსტატორისგან.
➡ დამატებითი ინფორმაცია:
ტრენინგები იქნება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. აპლიკანტებისთვის ინგლისურის ცოდნა საშუალო დონეზე სავლდებულოა. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ბეჭდით დამოწმებული ორენოვანი სერთიფიკატი.
➡ რეგისტრაცია: აპლიკაციის ბმული -
http://bit.ly/1Ks2C3P➡ ღონისძიების ლინკი:
https://www.facebook.com/events/101560986890458/
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
რა დამღლელია, სულ ერთი და იგივე რომ ხარ . . .