ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორი უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ფეისბუკსტატუსს გამოეხმაურა და ელექტროენერგიის გათიშვებთან დაკავშირებით კომპანიის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, „ქრონიკის“ ეთერში უპასუხა. მიხეილ ბოცვაძის თქმით კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს არ დაუმსახურებიათ ის ბრალდებები, რაც ზვიად კვაჭანტირაძის მხრიდან გაისმა:
„სრული მობილიზაცია იყო და სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა კომპანია მოსალოდნელ სტიქიას. მობილიზება იყო უპრეცენდენტო, ფეხით გვაქვს შემოვლილი ყველა ავარია და ყველა სოფელი და ვერ მივიღებთ ვერანაირ ბრალდებას. ჩვენი 1200 თანამშრომლის ლანძღვას, რომლებიც ახლაც ბოძებზე არიან ასულნი უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. შეიქმნას კომისია და განვიხილოთ ყველა ჩატარებული ღონისძიება. როდესაც სტიქიის დროს აეროპორტები იკეტება და სახლები ინგრევა, სადენებიც ზიანდება. არცერთქვეყანაში არ ხდება ისე რომ სტიქის დროს სიცოცხლის რისკის ფასად მომუშავე კოლექტივს თავს ესხმოდნენ. თბილისიდან შესაძლოა ძალიან მარტივად ჩანს, გარწმუნებთ ადგილზე მყოფმა ადამიანებმა ნახეს ჩვენი მობილიზება.“- განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ, მისი თქმით ამ დროისთვის რთულ რეგიონად ისევ გურია რჩება თუმცა ენერგო პრო აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს.
ოზურგეთის მაჟორიტარმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ, 2 იანვარს ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა და კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. კვაჭანტირაძემ ასევე პირობა დადო რომ კომპანიას პასუხს მთელი სიმკაცრით მოსთხოვს, რადგან ახალ წლის დრეებში ელექტროენერგიის გათიშვებით მათ ხალხს და ხელისუფლებას ავნეს:
„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დეკემბერში თოვლი აბა არ უნდა მოვიდეს???? ალბათ "ენერგო პრო ჯორჯია" ახალ წელს თოვლს საერთოდ არ ელოდებოდა. ჯერ კიდევ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ერთი ძალიან გამოცდილი კაცი Irakli Medzmariashvili გვაფრთხილებდა ყველას, მოემზადეთ ზამთრის სეზონისთვისო. ყველას დავუგზავნე მაშინ ეს გაფრთხილება. ეტყობა, ენერგო პრო ჯორჯიაში არც უნახავთ. ან ჩემი გაფრთხილება რათ უნდათ, რა, თავად არ იციან, რომ დამპალი ბოძები და სადენები , რომელთა მოვლა- პატრონობის და ზამთრისთვის მომზადების პირდაპირი ვალდებულება გააჩნიათ პრობლემებს შექმნიან თუ დროზე არ მიხედე? ტარიფების მომატებაზე ხომ იზრუნეთ, ამ დროს გამრიცხველიანებასაც კი ვერ ახერხებთ.!!! ერთ თეთრს ერთი დღით არავის პატიობთ და გინდათ თქვენმა აბონენტებმა გაპატიოთ ასეთი უპასუხისმგებლობა! 2 ღამეა ოზურგეთში მთელი ხელმძღვანელობა ფეხზე დგას, საკუთარ ოჯახებშიც არ მისულან, ხან ერთი ხაზის რემონტზე არიან, ხან მეორესი და ასობით საყვედურის მოსმენა უწევთ. რატომ, თორემ კი???? არ გაფრთხილებდნენ, არ გთხოვდნენ დროზე მიგეღოთ ზომები და ზამთრისთვის სარემონტოები ბოლომდე მიგეყვანათ? ხვალ 15 ბრიგადას აგზავნიან ოზურგეთში. აქამდე რომ გეზრუნათ არც ამ ბრიგადებს გაუმწარებდით ახალი წლის დღესასწაულებს.
არც კი იფიქროს ვინმემ თქვენი გამოქომაგება "ენერგო პრო ჯორჯია" !!!
რაც თქვენ ეს ორი დღეა თქვენი უპასუხისმგებლობით ხალხს და ჩვენს ხელისუფლებას გვავნეთ, ამას ასე მარტივად არ გადაგატანინებთ. პასუხს მოგთხოვთ მთელი სიმკაცრით!
P.S. ამ სტატუსის ადრესატი მხოლოდ "ენერგო პრო ჯორჯიაა" და ჟურნალისტები და სააგენტოები კუდებს ნუ გამოაბამთ. ჩვენ, ხელისუფლებაში ყველას ერთნაირი საზრუნავი გვაქვს და ერთმანეთს ყოველთვის გვერდში დავუდგებით პრობლემების მოსაგვარებლად.“- დაწერა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ფეისბუკზე
..
ნაცების დროს რომ არ მიეხედა ხაზებს რეგიონებში
და არ სთხოვდნენ ენერგოპროს ვალდებულებების შესრულებას
იმას ვიმკით ახლა
სულ რომ გაიხენ ერთ ადგილზე უკვე რთულია გამოსწორება
* * *
http://newposts.ge/?l=G&id=96149-თბი...ირაძე