ეს 7 წლის წინანდელი თემაა და ინფორმაციის საიმედოდ შესანახად რამე ახალი არ გამოუგნიათ მის მერე?
2016 წელს რა ითვლება ყველაზე საიმედოდ ინფორმაციის შესანახად?

ყველაფერი გადატენილი მაქვს.. დისკებს ვერ ვენდობი... გარე ვინჩესტერის ნდობაც არ მაქვს დიდად... სად შევინახო სამუდამოდ ვიდეოები და სურათები ისე რომ არ დაზიანდეს?
რა კარგი დრო იყო 20-30 წლის წინ... 12-24-36 კადრიანი ლენტა

პოლაროიდი... და ერთი დიდი ალბომი... არავითარი პრობლემა არ არსებობდა სურათების შენახვის.
განვითარდა ტექნოლოგიები... გაჩნდა ახალი შესაძლებლობები და ამას მოყვა ახალი თავსატეხი... სად შევინახოთ ეს ამდენი ინფორმაცია?