ესპანეთში ქართველებმა ქართველები მოკლეს – რა კავშირშია სისხლიან გარჩევასთან „კახა რუსთავსკი“
ესპანეთში მოკლული ქართველების ვინაობა „კვირასთვის“ ცნობილი გახდა. „კვირას“ ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ქ. ტერასაში, საკუთარ სახლში გელა გალიშვილი და გოჩა კაკლაშვილი ქართველებმა მოკლეს.
ცნობილი გახდა ისიც, რომ გარდაცვლილები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის კახა შუშანაშვილის, იგივე „კახა რუსთავსკის“ ახლობლები არიან. ესპანეთში მცხოვრები ქართველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.
როგორც „კვირას“ ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა განუცხადა, ერთ-ერთი მოკლული რუსთავიდან არის, მეორე კი თბილისელია. მისივე ინფორმაციით, გალიშვილი და კაკლაშვილი ესპანეთში რამდენიმე წელია ცხოვრობენ.
http://kvira.ge/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9...83%A5%E1%83%90/
მიმაგრებული სურათი