#46672463 · 8 Jan 2016, 16:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლიბერალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი განმარტებაა ჩემი აზრით. აქ იმიტომ ვდებ რომ ხშირად კითხულობენ ფორუმზე როგორ გესმით ლიბერალიზმიო. მე ასე მესმის, როგორც ვაჟა-ფშაველას ესმოდა.
ვაჟა-ფშაველა - რას ჰქვიან თავისუფლება?
"ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს, როგორ თავისუფლად მოქმედებს, როცა შეძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი და ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსაზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის. გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად, უჩნდება გარეთ სხვა უფროსი - საზოგადოება აუარებელი ზნე-ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მშობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები არჩევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი" "იცხოვროს იქ, საცა მოისურვებს, სხვას უსიამოვნება არ მიაყენოს. უნდა უპასპორტოთ წავიდეს და მოვიდეს, საცა უნდა. ვერავინ უნდა შეახოს მას ხელი, ვიდრე კანონი არ გადასწყვეტს. უნდა ილაპარაკო, სწერო საზოგადო საქმეებზე ისე, როგორც შენ გინდა. დაშლა არავის შეუძლია, უნდა გამოსთქვას შენი აზრი, დაჰგმო დასაგმობი, აქო საქებარი".
--------------------
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან ილია ჭავჭავაძე
|