ესპანეთში მოკლული გოჩა კაკალაშვილი დედას უკანასკნელად ახალი წლის ღამეს ტელეფონით ესაუბრა და ახალი წელი მიულოცა.
როგორც „კვირას“ რუსთავში, კაკალაშვილების მეზობლებმა განუცხადეს, დედას – ციცო კაკალაშვილს შვილის გარდაცვალების ზუსტ ფაქტს უმალავენ.
„ვიცით, რომ გოჩამ დედას ესპანეთიდან ტელეფონით ახალი წლის ღამეს დაურეკა და ახალი წელი მიულოცა. მერე რა მოხდა, ძნელი სათქმელია.
როგორც ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით შევიტყვეთ, გოჩა ახალი წლის ღამეს მოკლეს. თუმცა, დედას ამ ამბავს უმალავენ. დედას უთხრეს, რომ შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაეღუპა. ამ ეტაპზე არც ჩვენ და არც ოჯახის წევრებმა არ იციან, როდის გადმოასვენებენ ცხედრებს. დედას ფინანსურად უჭირს. არ ვიცით, ან კი როგორ შეძლებენ გადმოსვენებას“, – განუცხადა „კვირას“ კაკალაშვილების ერთ-ერთმა მეზობელმა.]
http://kvira.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9...83%94%E1%83%9A/  
მიმაგრებული სურათი