ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს 27- ათასლარიანი დავალიანება აქვს. ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, საელჩოს პარკირების ჯარიმის გადაუხდელობის გამო 101 850 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა.
ოსლოს ადგილობრივი ხელისუფლება პარკირების მოწესრიგებას ცდილობს, თუმცა რადგან უცხოურ საელჩოებს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს, ადგილობრივი მთავრობა პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს.
გამოცემის ცნობით, ქართველი დიპლომატები პარკირების ჯარიმების გადაუხდელობით ნორვეგიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის ლიდერობენ.
განცხადება გაავრცელა საქართველოს საელჩომ. უწყება ინფორმაციას ამოწმებს და აცხადებს, რომ რეაგირებას მოახდენს
თქვენ არ იცით რა აქვს ჩაფიქრებული ბატონ ბიძინას, მას 5 სვლა აქვს გათვლილი წინასწარ, მახეს უგებს თურქებს, ანაკონდაა