HauntTheDemonAway
"Are You ok?" "No, fuck off "

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3504
წევრი No.: 87314
რეგისტრ.: 24-March 09
|
#53937559 · 16 Dec 2018, 06:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
magma.ge ძალიან კარგი ქართულენოვანი საიტი სხვადასხვა მეცნიერების, ეზოთერიკის, ფსიქოლოგიის, ასტროლოგიის, ისტორიის, ხელოვნების, იოგას, აიურვედას და ა.შ. შესახებ. QUOTE | დედამიწის სიღრმეში, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, მაგმური ფენები ტრანსფორმაციას განიცდიან და ვულკანად ამოხეთქავენ ხოლმე. ჯგუფი მაგმაც, სწორედ ასევე, ეცდება შეგიქმნათ პირობები, რომ გაერკვეთ საკუთარი არაცნობიერის სიღრმეებში, შეიქმნათ ჯანსაღი და მყარი ფუნდამენტი და განიცადოთ ტრანსფორმაცია ცნობიერების მწვერვალების დასაპყრობად...
დღეს, ინფორმაციულ საუკუნეში, როდესაც მრავალ ენაზე მრავალი მასალა არსებობს მეცნიერული, ეზოთერული თუ სხვა მიმართულებით, ქართულ ენაზე ღირებული ინფორმაციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი მოგვეპოვება. მაგმას მიზანია - შემოგთავაზოთ საინტერესო საავტორო ტექსტები და უცხოური სტატიებისა და წიგნების თარგმანები.
ცოდნა ადამიანისა და სამყაროს შესახებ ბრილიანტს ჰგავს - მრავალი წახნაგით. თითოეული წახნაგი ხედვის ერთი კუთხით გვაჩვენებს სამყაროს და არასრულია, ისევე როგორც არასრულია ის სისტემები, რომლებსაც უკვე იცნობთ, ან ამ ჯგუფში გაეცნობით, მაგრამ თუნდაც რამდენიმე წახნაგის (სისტემის) ერთმანეთთან დაკავშირება უფრო სრულ სურათს მოგცემთ როგორც მთლიანი სამყაროს, ასევე თითოეული ამ სისტემის შესახებაც. ის, რაც ხედვის ერთი კუთხიდან წინააღმდეგობრივად გეჩვენებათ, ხედვის სხვა კუთხიდან უფრო გასაგები ხდება ხოლმე. სწორედ ამიტომ შევეცდებით ერთდროულად წარმოგიდგინოთ როგორც ახალი და პროგრესული სისტემები (რეალობის ტრანსერფინგი, სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია, მეცნიერების და ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებები), ასევე უძველესი ეზოთერული სწავლებები (მაგია, ოკულტიზმი, ტარო, შამანიზმი, იოგა, ტანტრა და ა.შ.), და გავაერთიანოთ ორი ის მიმართულება, რომელთა შორისაც დღეს ჯერ კიდევ უფსკრულია - მეცნიერება და ეზოთერია (უფრო მეტი აქცენტით მეცნიერებაზე).
ასევე ჯგუფი წარმოგიდგენთ საინტერესო და მაღალი დონის შემეცნებითი მხატვრული ფილმების არჩევანს. და მისი ერთ-ერთი მიმართულება ხელოვნებაც იქნება.
მაგმა ეცდება მოგაწოდოთ მაღალი ხარისხის გაფილტრული ინფორმაცია. შეცდომებისგან დაზღვეულნი არ ვართ, ამიტომ თუ უზუსტობებს ან შეცდომებს შეამჩნევთ სტატიებში, გთხოვთ, კომენტარებში მიგვითითოთ. |
გირჩევთ გაეცნოთ
|