
მაგრამ მაინც ჩემოპიონი ვარ და რატომ,იცით? ჯობია,კარგიცა და ცუდიც დროზე ადრე გაუშვათ,ვიდრე კარგიცა და ცუდიც ზედმეტად დიხანს შეაყოვნოთ გუნდში და დაალპოთ.კარგის გაშვება სჯობს ცუდის გაჩერებას.ეს აქსიომაა.ყველა გავუშვი მაშინ,როცა გასაშვები იყვნენ და მათი დატოვება გუნდს დაღუპავდა.პრინციპში,რახან ჩემპიონი ვარ,ე.ი. სწორადაც მოვიქეცი იმის მიუხედავად,რომ ილიასოვა,ტომასი და ა.შ. ჩემი ტკივილი გახდა.
ფევორსის გუნდში დატოვება და დელფინოსი უარესი კატასტროფა იქნებოდა.ყველაფერს ვერ გაარტყამ,რას ვიზამთ.
და აქვე იმან შამპერტზეც უნდა ჩამოვაგდო სიტყვა,რადგან მოდაშია ახლა ჩემზე დაცინვა მაგის გამო.არა,როცა მესამე ფიქს ცვლი მერვე ფიქში და მერე ლინი+ბრუქსი პეკოვიჩში,ცოტა უხერხულია ჩემი დაფიზაციის მცდელობა : D ბაზარი არაა,ახლა იბაკა ათ შამპერტს ჯობია,მარა მაშინ ეგრე არ იყო,როცა სლავას შევთავაზე ეგ ტრეიდი.სტატები ნახეთ და იმ დრონდელი რენკები.არ გაამრთლა შამპერტმა და ფსკერზე დაეშვა რუქი.რა ვქნათ ახლა.ამის გამო ჯვარზე უნდა მაცვათ? ვის,ვის და მე არ მჩვევია ეგეთები.ცუდ ტრეიდებს არავის ვთავაზობ.პირიქით,რენკებით სულ მე ვაგებ ხოლმე და ჩემს გათვლებს ვენდობი.
წლევანდელი ლიგა არც ისე საინტერესო იყო და ამაში მეც ვარ დამნაშავე,პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.3 თებერვლის მერე პირველობა აღარ დამითმია და დარჩენილი სეზონი ფორმალობა იყო.არ ვიცი,მე ვიყავი წელს ზედმეტად ძლიერი თუ კონკურენტები მოისუსტებდნენ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვერასოდეს წარმოვიდგენდი,რომ ლიგას ოდნავი დაძაბულობის გარეშე მოვიგებდი ოდესმე და სეზონის ფინიშზე არ ავნერვიულდებოდი.მოკლედ და კონკრეტულად,ადვილი გასეირნება მქონდა,რაც მოულოდნელი იყო.
managers:Indiana Chemicals - ღირსეული მეორე ადგილი.თუმცა,პირველიც თავისუფლად შეეძლო.ამისათვის საჭირო იყო,არც მეტი,არც ნაკლები,ერთი ნორმალური პიჯის დათრევა.ვერ შეძლო ეს და ამიტომ,დამსახურებულად არის იქ,სადაც არის.გილოცავ საპატიო ვერცხლს,ბიჯო.
ყოველ სეზონში რომ ფავორიტია მოგებზე,მაგას ლაპარაკიც არ უნდა.უთესლესი იგროკია,თან იღბალა. : D
დრაფტზე მესამე ნომერი იყო და დურანტი ითრია.მადლობა დაფ,რომ სეზონის ბოლოს ლიგას ინტრიგა შეჰმატე.წამიერად ეჭვიც კი შემეპარა ჩემს ჩემპიონობაში.
ფა-სთანაც გადასარევად იმუშავე - კლეიზა,ბრედლი,ილიასოვა(!),ფარიდი,ჯეისონ სმიტი,დელონტე ვესტი და ა.შ.
კარგი მონაგარია.
მაგრამ პიჯი შენი აქილევსის ქუსლი იყო. ა ჟალ'.ლიგა კონკურენტუნარიანი გახდებოდა.
47 მუვზ- კარგი შედეგია.
ტრეიდი ნორმა იყო.პროსტა,ბარნიანიმ არ გაგიმართლა ტრავმის მხრივ.
Echoes - საპატიო მესამე ადგილი,დამსახურებული.სულ სამეულში(მაქსიმუმ ხუთეულში) ტრიალებდა.ერთ დროს კონკურენციასაც კი მიწევდა.
დრაფზტე მე-17 ადგილის მიუხედავად,ძალიან აკრგი შედეგი აჩვენა.პირველი ორი ფიქი - 2 პიჯი(რონდო და ნეში).კარგი სვლა იყო,ყოჩაღ!
მანუს ტრავმის გამო არ გაუმართლა,თან მაგრა ყომარობდა ჯინობილ-ე.ბოშმაც კარგი სეზონი დადო.აი,კირილენკოს აყვანა იყო ეპიკ ფეილი და დღემდე მისტიკად რჩება.მისი მთავარი შეცდომა კი კარგი მოთამაშეების ნაადრევად გაშვება იყო - პეკოვიჩი,კემბი და სადღაც პარსონსიც.კემბი/პეკი რომ არ გაეშვა,მას პირველობისთვისაც შეეძლო ბრძოლა.
რონდოს გაცვლა მილსაპში კარგი მუვ იყო,მარა მერე რომ ნეში გამოაგდე ტრანსფეზრე და პიჯის გარეშე აპირებდი თამაშს,ეს ცოტა დილეტანტურად მეჩვენა.უფრო დაღვინებული და "მკვლელი" რომ ყოფილიყავი,წელს პირველობაც თავისუფლად შეგეძლო.ასეა თუ ისე,დამსახურებული მესამე ადგილი.60 მუვი რად ღირს მარტო.მუდამ ეძებდი და იპოვე მესამე ადგილი,გილოცავ(მე რა მარინა ბერიძესავით შევუშვი ახლა)
The Answers - წარმატებული დრაფტი და წარუმატებველი სხვა დანარჩენი.არ იყო მთლად კარგი.რატომღაც არ უყვარს ფა-სთან მუშაობა.რეგულარულადაა ეს ბიჭი სამეულში/ხუთეულში,მარა წინ ვერ მიდის და სწორედ იმიტომ,რომ ფა-ს იკიდებს და დრაფტიდან მოდის ინერციით.არ ვიცი,დროის ნაკლებობის ბრალია თუ რა,მაგრამ მას მეტი შეუძლია აშკარად.2 მუვ და ისიც არონ ბრუქსი და ვილსონ ჩენდლერი.კომენტარის გარეშე.
აქვე აღვნიშნოთ,რომ ნიკ იანგთან დაკავშირებით ბოლოსკენ არ გაუმართლა - გუნდის შეცვლა,მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.no excuses.
საკმაოდ კარგი დრაფტი ჰქონდა ტრადიციისამებრ,მაგრამ გაგრძელება ვერ პოვა.ვერ განავრცო.
ცოტა დაუმსახურებელი მეოთხე ადგილი.5-7 იქნებოდა ლოგიკური.
მთელი სეზონი მის სუნთქვას ვგრძნობდი ზურგს უკან და ფა-სთან რომ ემუშავა,მის პირველობასაც არ გამოვრიცხავდი.
სამიანები შეალპა.უნდა დაეთმო სხვა სტატების სანაცვლოდ.მინიმუმ უყურადღებობაა.
nuchuistebi - მე მგონი,მილსაპის მოცილებით და რონდოს დამატებით ხარაკირი გაიკეთა,როგორც ვუწინასწარმეტყველე.მილსაპი დიდი ძალაა.თუმცა,რონდომ ისეთი სტატები დადო მის გუნდში,რომ დარწმუნებითაც ვერ იტყვი,წააგო მაგ ტრეიდით თუ არა.მისი მთავარი პრობლემა არც რონდო და არც მილსაპი იყო,მისი მთავარი პრობლემა როუზის ტრავმები იყო.გატანჯეს მთელი სეზონი;და როცა თამაშობდა,იმ ძველი როუზის ნახევარიც აღარ იყო ბოლოსკენ.როუზი წუწუნებს: ერთადერთი ვარსკვლავი ვარ ნბა-ში,რომელსაც ასე უხეშად ეთამაშებიანო.ეს,რა თქმა უნდა,გადამეტებულია,მაგრამ სადღაც მართალსაც ამბობს ეგ ბიჭი.
საშინელებაა,როცა პირველი ფიქი გემტვრევა და თან ეგეთი კალიბრის პიჯი.პოლზე მაქვს გამოცდილი.რძემ ა/თ-ში მაინც ვერ ამართვა ქულა.მას 1.89 გაუხდა,მე - 1.90.არადა,ბოლოს მისი 4 პიჯი(რონდო,როუზი,ჯეკი და დრაგიჩი) ებრძოდა ჩემს 2 პიჯის(კალდერონი და პოლი).მაინც ვერაფერი მოუხერხეს,ასისტებში გადამასწრო და ა/თ-შიც გადამასწრებდა,დრო რომ ყოფილიყო ან/და ჯეკი არ დამტვრეულიყო+როუზს ეთამაშა+ რონდო არ დაესვენებინათ.ნუ,ჩემი კალდერონიც დამტრვეული იყო ბოლო 7 თამაში და პოლიც აილეწა ბოლოსწინა ტურში,ანუ მეც მომაკლდა სტატები,მაგრამ მაინც აიღებდა ვერხს რძე თანაბარ სიტუიაციაში.მისი სიტუაციის გათვალისწინებით, ჩემგან მაგ საკითხზე წუწუნი უხერხულია.მარტო როუზის ტრავმას ვერ დააბრალებ მის წარუმატებლობას.კი,როუზი უდიდესი ძალაა,მარა დრაგიჩი მიიღო საჩუქრად ლოურის დამტვრევის მერე.მის გუნდს სხვა სახის პრობლემებიც ჰქონდა და ამ პრობლემას სამიანები და სტილები ერქვა.როცა გუნდი პიჯიებით გაქვს დაძეძგილი და პიჯიების უმთავრის სტატები არ გაქვს,ე.ი. გუნდში ყველაფერი რიგზე ვერაა.ამიტომ ვეძახი მე რონდოს კვაზიპიჯის.სამიენებსა და ფტ-ს უნდა იძლეოდეს.ისე,სამი უმთავრესი კატეგორიაა და ერთგვარი ინდიკატორი წარმატებისა(ფგ+ფტ+ა/თ).აი,ესენი უნდა დააჯამო და ვის რა ქულა გამოუვა,მაგის მიხედვით შეიძლება დაასკვნა,ვის როგორი გუნდი ჰყავს.მე ლიგაში ყველაზე მეტი ქულა მაქვს აღებული მაგ ტრიპლეტში და ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს.
რძეს საკმაოდ კარგი დრაფტი ჰქონდა,დორელ რაიტს თუ არ ჩავთვლით.
კი,სპენსერ ჰოუსიც დაელეწა,მაგრამ ეგრე ყველას ყველა ელეწება,მე ვარეჟაო ამელეწა.
მთავარი მაინც როუზის ტრავმა და პიჯიებით დაძეძგილ გუნდში ცუდი სამიანები,ცუდი ფტ და ცუდი სტლებია.რძეს წელს კვაზიგუნდი ჰყავდა,მაგრამ მაინც სუპერკონკურენტული.
არადა,ბევრი ისეთი ფიქი გაარტყა - გორტატი რად ღირს თუნდაც და დრაგიჩი(ეს მერე ფა-დანაც აიყვანა ხელმეორედ,თუ არ ვცდები).
ისე,იან მაჰინმის,ჰენსბროსა და მაქსიელს რატომ მოასპობინა ფტ,ახლაც არ მესმის.მაქსიელი რომ მაჩუქო და ფული გადამიხადო,მაშინაც არ დავაყენებ.
დამსახურებული მეხუთე ადგილი(მეოთხე უფრო მოუხდებოდა),მარა ბევრად მეტი შეეძლო,მინიმუმ მეორე.
Team Hitzor - სეზონის აღმოჩენა.წლის რუქი,მარა ვერ ვიტყვი,რომ ბოლო წლებში საუკეთესო წლის რუქია,ვინც მინახავს.თავისუფლად შეიძლებოდა,გავარდნილიყო.
დრაფტი ნორმალური ჰქონდა,პირველ ფიქს თუ არ ჩავთვლით - ბლეიკ გრიფინს.
საშინელი ტრეიდი გააკეთა,როცა მელო და რეი ალენი გაცვალა ჰოვარდსა და ლენდრი ფილდსში.ამით სულ მთლად გაიფუჭა საქმე ფტ-ში(1 ქულა),სამიანებში(2 ქულა) და მიიღო ცოტა ბლოკი(5 ქულა) და ცოტა რიბაუნდი.მელოთი და ალენით უკეთესი პერსპექტივა ჰქონდა.ეგ კი არა,გრიფინსაც თუ მოიცილებდა,მთლად უკეთესი იქნებოდა.მისგან წელს სასწაუელბს არ ველოდი და სასწაული არც მოუხდენიაა,თუმცა,იმის გათვალისწინებით,რომ უიმედო აუტსაიდერი იყო ბოლოსკენ და სასწაულებვრივად გადარჩა გავარდნას+ მეექვსეზე დაამთავრა სეზონი - ეს პატარა სასწაული უკვე არის.
იმედის მომცემი იგროკი ნამდვილად არის,მთავარია,ზარალა იგროკებს შეეშვას ბიგ ნეიმებით და სპეციფიკა დაუჭიროს ამ თამაშს.მომავალ წელს შეუძლია ხუთეულში შესვლა,თუ ასევე მონდომებული იქნება,როგორც წელს.ეს სეზონი მის აქტივში უნდა ჩაიწეროს.
ფა-დანაც აიყვანა კარგი პროდუქტები - ედ დევისი,დრიუ გუდენი და ლეონარდი.
ჰოვარდის ტრავმამ სულზე მოუსწრო.ეს ნახევრად ხუმრობით.
Richmond Oilers - მოქმედი ჩემპიონისგან მეტს მოველოდი,მარა ბოლოსკენ ისეთი რივოკი გააკეთა,სამეულის დადებაც შეეძლო თავისუფლად.ასეა თუ ისე,დაფთან,რძესთან და მადუსისთან(ეს ნაკლებად ბოლო დროს) ერთად ამ თამაშში მუდამ ფავორიტია.
მაგრამ არა მაშინ,როცა ჰოვარდი აჰყავს პირველ ფიქად დრაფტზე.წარმატებულს ვერ დაარქმევს კაცი შენს დრაფტაობას,მარა მაინც გამოძვერი.პეკოვიჩის აყვანა ვეივერიდან სუპერი იყო.მეც ამყავდა და დამასწარი,პრიორიტეტი უფრო მაღალი გქონდა.
შენი პრობლემა ასტ და ა/თ იყო...და ჰოვარდი.კიდევ კარგი,დროზე რომ მოიცილე.
ფა-დან ჯეიარისა და ბუკერის აყვანა მოგიწონე.
მომავალ წელს უფრო მეტს ველი შენგან, though.
Saburtalo - თავიდან ვაპირებდი,გამომეტოვებინა,მაგრამ ნამეტანი მდაბიო და ჩიზი საქციელი იქნებოდა,თან მომილოცა ჩემპიონობა და...გამოტოვებას იმიტომ ვაპირებდი,რომ მაინც არ ვკითხულობ შენს ნაწერებსო და ტყუილად ხომ არ დავწერდი.ასეა თუ ისე,თავს არავის დავაყვედრი და დავწერ...კრიტიკას : D
დრაფტი გამაზა.ეს ცუდია.ერთადერთი იყო,ვინც დრაფტს არ დაესწრო და ავტოფიქით აიყვანა ხალხი.თუ არ ვცდები,პირველად არ აკეთებს ამას.
დრაფტი საშუალო იყო.არც მთლად დასაქცევიდ ა არც გადასარევი,ოდომმა არ გაუმართლა და სწორი გააკეთა,დროზევე რომ მოიცილა.მართალია,პიჯი არ ჩაუსვა,მაგრამ დროზე უნდა გაესუხარებინა რომელიმე ბიგმენი კარგ პიჯიში.
მისი მთავარი პრობლემა იყო ის,რომ მან ისეთი რესურსი გაფლანგა,როგორიცაა ეგზოტიკური და ძნელად მოსაპოვებელი ბლოკები.ამდენი ბლოკი რომელიმე გუნდს ოდესმე დაედოს და ასეთი ატრივი ჰქონოდეს მაგ კატეგორიაში,არ მახსენდება.მას მარტო გარნეტი კი არა,იბაკაც უნდა გაეცვალა პიჯიში და ახლა ხუთეულს/სამეულს გამოჰკრავდა ხელს.შეახმა ის ბლოკები.მის 18 ქულას მაგ კატეგორიაში არაფერი ემუქრებოდა და მენანება მისი ბლოკები, უაზროდ რომ ცდება.ჩემთვის მაინც მოეცა : Dმოკლედ,ეგ იგივეა,მუთაქაში გქონდეს მილიონი დოლარი და შიმშილით კვდებოდე.მაგ აქტივის უკეთ გამოყენებაც შეიძლებოდა.იბაკა იყო მოსაცილებელი პირველ რიგში.ქულებში 1 ქულა მაგის გამო აქვს.გარნეტზე მეტად,იბაკა უნდა დაეტრეიდებინა და უფრო ძვირადაც დაატრეიდებდა.თან დააგვიანა ტრეიდი.ბევრად მანამდე უნდა ექნა.
ფა-სთან კარგად იმუშავე.ტომასის გამო გადარჩი და, ნუ,კონლი,რასაკვირველია.მოგიწონე ტრეიდი.აი,დელფინოს აყვანა არ იყო ვაიზ მუვ.დაგინაგვიანა გუნდი.
კი,არც აყენებდი ხშირად,მარა მაინც.
45 მუვ კარგი შედეგია,ცდილობდი დარჩენას და დარჩი კიდეც,თან ათეულშიც მოხვდი.არ ვიცი,შენ აქტივში შეიტან თუ არა ამ სეზონს,მაგრამ მე შემაქვს შენთვის.
BCB - რაღაც სტრანნი სეზონი ჰქონდა ამ კაცს.ნი რიბა ნი მიასა.დიდად აქტიურობითაც არ გამოირჩეოდა.ასევე სტრანნი დრაფტი ჰქონდა.დირკის აღება მაშინ,როცა,სიტყვაზე,ლავი იყო ასაყვანი,ცოტა ნიტოა.დირკი რომ წელს უკლებდა მაგრა,ეს თავიდანვე ნათელი იყო და ბევრი სპეციალისტიც საუბრობდა მაგაზე.მისი საუკეთესო წლები უკანაა.ისევე,როგორც გარნეტისა.
მისი მთავარი პრობლემა მოხსნები იყო.ემეკასთან დაკავშირებით არ გაუმართლა,მაგრამ მაგ კალიბრის მოთამაშის ტრავმები ყველა გუნდშია და ყურადღების გამახვილება არ ღირს.საშინელი ბოლო ფიქები და პასიურიობა ფა ბაზარზე - შედეგიც სახეზეა.მომავალ წელს მეტს ველი მისგან და მისი უკეთ ნათამაშებიც მახსოვსმ,ვიდრე ეს სეზონია.
მსაჯებისგან დამწვრები - საშუალო.უკეთაც შეეძლო.საშინელი დრაფტი ჰქონდა.მონტამაც ვერ გაამართლა,თან მილუოკიში მით უმეტეს.
დევინ ჰარისიც ვერ გაარტყა.ვერც ბარონ დევისი.
არც ტრეიდი მოვუწონე.კი,ბარნიანის ტრავმის გამო მოიგო ამ ტრეიდით,მაგრამ თანაბარ პირობებში დაფი უფრო იხეირებდა.
კემბის აყვანა ვეივერიდან კარგი ხოდი იყო,მაგრამ ფა ბაზარზე ძალიან ინერტული იყო და ისიც არ გამიკვირდებოდა,საერთოდ რომ გავარდნილიყო.ასე კი,ათეული კარგი შედეგია ყველაფრის გათვალისწინებით.
Arabella - ჰოი,საოცრებავ! ერთ საიდუმლოს გაგანდობთ: სეზონის დასრულებამდე 1-1.5 თვით ადრე ანდროს ჩემს ნომერ პირველ კონკურენტად ვთვლიდი.ძალიან ცოტა პოზიცია ჰქონდა გამოყენებული და სწორად რომ წარემართა თავისი გუნდის მენეჯმენტი,მას ჩემპიონობის შანსი ჰქონდა ყველა იმ ტრავმის მიუხედავად და კარის ხეიბრობის მიუხედავად, პირველ რიგში.კარის გარეშეც სამეულს უტრიალებდა და ჭკვიანურად და შესაბამისი იგროკებით რომ გამოეყენებინა თავისუფალი პოზიციები,ახლა მინიმუმ ვერცხლი მისი იქნებოდა.
40 გამოუყენებელი პოზიცია დარჩა და ეს უპატიებელია.
ღირსი იყო,გავარდნილიყო.
ბარსამ რაც დამართა საკუთარ თავს,იგივეს იჩალიჩებდა და ბეწვზე გადარჩა.
პიჯიებით დაძეძგილი გუნდი და მხოლოდ 7 ქულა სტილებში?! და მხოლდო 11 ა/თ-ში? something's wrong here,dude.
და 1 ქულა ბლოკებში არავის უკვირს პიჯიებით დაძეძგილ გუნდში.მე სხვა რამ უფრო მიკვირს.უნდა დაგეჯერებინა და ირვინი მოგეცილებინა.სარფიანად გაყიდიდი.
დრაფტი საკმაოდ უდაჩნი გქონდა.ერთი კარის პრობლემაა სერიოზული და კიდევ გეპატიება დაბალი ადგილი,მაგრამ არ გეპატიება ფა ბაზრის დაიგნორება - 0 მუვ.ოდანავადაც არ დამწყდებოდა გული,რომ გავარდნილიყავი.ძალიან უპასუხისმგებლოდ მოეკიდე.ამ თვისებას კი ვერ მოგიწონებ,გიდნდაც თამაშთან გვქონდეს საქმე.აი,დაფი ბოლომდე დაიხარჯებოდა,ხელს თუ მოკიდებდა რამეს.ეგრე ვარ მეც.შენ კი... ნე სერიოზნა.
უკეთესი მომავლის იმედით...
geobests - ტროლოლოლ.მამი,რატომ შეგვეცი? ხომ ხედავ,რომ აღარ გიდგება.წადი,რა...დაგვანებე თავი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არა,იმაზე ვიკაიფე,სეზონის წინ რომ იმუქრებოდა: გაითვალისწინეთ,მოკლე სეზონში მხეცი ვარო...და ჩემპიონი მე გავხდი,ლოლ.თვით გავარდნას ძლივს გადაურჩა.ნეტავი გავარდნილიყო...რა უსამართლოა ეს ცხოვრება,ბოლომდე არ მოგცემს დატკბობის საშუალებას.
ახლაც იძახეთ,მადეირაზე წინ დაამთავრე ერთი სეზონი მაინც და მერე იბლატავეო...
ბაზარი არაა,ფენტეზის ცოცხალი ლეგენდა ხარ,არ გაკნინებთ,მაგრამ ლივერპულივით ხარ.ვერ ხედავ,უკვე დებიუტანტებიც შენზე ვაჟკაცდებიან.გასწი,მერანო...
დრაფტზე რა სასწაულებიც აკეთა,ეგ ფენტეზის სახელმძღვანელოშია შესატანი,თუ როგორ არ უნდა იდრაფტავო.მსგავსს შორენა ბეგაშვილიც არ გააკეთებდა,ახლა რომ ფენტეზის თამაში დავაწყებინოთ.
დაუჯრუებელი რაღაცები აკეთა და ეყო გამბედაობა,გამოეცხადებინა,ჯრუ ჰოლიდეი რომ არ ამეყვანა,ახლა პირველზე ვიქნებოდიო...ადამიანის განცხადება,რომელიც გადარჩენისთვის და სუპერში დასარჩენად იბრძოდა.
და ის იყო მაგარი,სახინკლეში რომ ვიყავით ფენტეზის სასტავი და იქ რომ სრული სერიოზულობით მაბამდა: კალდერონი მომეცი და ჯერებკოს მოგცემო.თან დამაჯერებელი ტონით რომ მიხსნიდა,რატომ იყო ჯონას ჯერებკო უკეთესი იგროკი ფენტეზითვის,ვიდრე კალდერონი.ალცჰაიმერის ბრალია.
ბასის გაშვებაც უდიდესი შეცდომა იყო მისი მხრიდან.ბასმა დიდი როლი ითამაშა ჩემს გაჩემპიონებაში : D
სხვა მხრივ რა - ნი რიბა ნი მიასა სეზონი ჰქონდა.მისი დიდების წლები წარსულს ჩაჰბარდა.
საცოდავი 17 მუვიც მაგის დასტურია..არა,ის დიდი მუვიანობით არასოდეს გამოირჩეოდა(მის ანუსს თუ არ ჩავთვლით),მაგრამ ადრე არც უჭირდა ხოლმე ასე.ახლა სხვა ვითარებაა და უკეთ უნდა ემუშავა ფა-ს ბაზარზე.
ეჰ,დაბერდი,მამი,დაბერდი.
შენ მალე ბ ლიგაშიც გავარდები.ჩაინიშნეთ ეს პოსტი.
მისი მთავარი მინუსი წელს - ქულებში 3 ქულა; ასისტებში 3 ქულა.მართლა? დეტსადია? ან ერთი უნდა გააძლიერო,ან მეორე.აქსიომაა.ვერცერთს როცა ვერ აძლეირებ.,ამას ეპიკ ფეილი ჰქვია...და მოხსნებშიც მხოლოდ 8 ქულა.
ისე,მიულენსი და სერაფინი კარგები აიყვანე ფა-დან.
მაგრამ who cares...
Misterio Balthazars - ჩაგდებული სეზონი.ლებრონიანი მენეჯერი,რომელიც ლამის გავარდა.წარმოუდგენელია.
დრაფტზე ბრუქ ლოპესის აყვანა,რომელიც 1.5-2 თვე დამტვრეული იქნებოდა - პირველი საგანგაშო სიგნალი.
სკოლას ჩაგდებული სეზონი გასაგებია,მაგრამ მარტო ეგ რომ იყოს,რა უჭირს.
და რაც ყველაზე მთავარია - ინერტულობა ფა ბაზარზე.არ იყო წელს მისი საუკეთესო სეზონი.
და დარჩა აუტსაიდერები,აწ უკვე ბ ლიგის ბინადრები.ეხ,რა ხალხი გავარდა,აფსუს!
kiddcarter - პირადად მე გამიტყდა ამ კაცის გავარდნა.მონდომებული იყო და თან ბოლოს გადაიანცვლა გასავარდნ ზონაში.
კევინ მარტინის ტრავმამ დაღი დაასვა,მაგრამ მარტო მაგის გამოც არ უნდა გავარდნილიყო.
ახლა გადავხედე მის სტატებს და ძაიან უცნაური სტატები აქვს მის გუნდს.ვერ გაიგებ,ვისი ვისაშია და რატომ.დრაფტზეც თითქოს ნორმალური სასტავი აიღო,დაბალანსებული,მაგრამ...ნუთუ მარტო ტრავმების გამო? ეჭვი მეპარება.სხვა პრობლემაც უნდა იყოს.გავრისკავ და ვიტყვი,რომ ამ პრობლემას გუნდში კარგი და ნამდვილი პიჯის ნაკლებობა ჰქვია.
44 მუვ კარგია,კარგია გამუდმებით ძიება და თვითგადარჩენის ინსტინქტი,მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა,ნე სუძბა.
carter- ულალალააა.მეტრაბახე,მეტრაბახე,ჩემს ზემოთ არ დაგისრულებია სეზონი 1-ის გარდაო.ეჰ,დაგვაკლდები,პწიცა.შენი ბრალია შჩ,იფილოს-ფალოსოფოსე რაღაც.ფრაი მესამე ფიქად რამ აგაღებინა,დღემდე არ მესმის.
დერონამაც არ გაგიმართლა და რისკი რომ იყო,უნდა გცოდნოდა.გადაგეხედა დერონას სტატებისთვის წინა სეზონში ნიუ ჯერსიში.იზი ბასკეტები არ ჰქონდა ტიპს მაგ Y გუნდში და აქედან იყო დაბალი ფგ.მისი ბევრი თო-ებიც ნიუ ჯერსის დამსახურებაა,კარგად რომ არ ეხსნებიან.პოლზე მე კიდევ გავრისკე,რადგან იქ ვივარაუდე,რომ გრიფინთან კარგად გაათამაშებდა.აი,დერონა მართლა ცოდოა მაგ გუნდში და ეს უნდა გაგეთვალა.
4.0 თო-ს ვეიდიც არ აკეთებდა და ვესტბრუქიც "საუკეთესო სეზონებში".დერონამ მოგსპო,მარა შენი ბრალია.
თავიდანაც რაღაც სტრანნად ზოგავდი პოზიციებს და მერე მიაყარე უაზროდ.ეს არაა სწორი სტრატეგია.
ბაინამმა გაგიმართლა.კარგი სტატებიც დაგიდო და არც დაიტრავმა ნამეტანი.(სენსაცია)
მარა სხვა მხრივ ...სეზონი ჩააგდე.
არც ფა-ებთან გიაქტიურია და Y-ზე გეკიდა.ღირსი იყავი გავარდნის და გავარდი კიდეც.სხვა საქმეა,მაინც გული რომ მწყდება.
Batumi Bobcats - აი,ნაღდად არ მეგონა,თუ გავარდებოდა.სტაბილურად სამეულში/ხუთეულში იყო ხოლმე სულ წინა წლებში და ასე სეზონის ჩაგდება...არ ვიცი.მისი ბრალია.არ უშვებდა შესაძლებლობას,რომ გავარდებოდა.გასავარდნ ზონაში იყო და მაინც ამბობდა,არ გავვარდებიო,ზიბო დაბრუნდებაო etc.
ანუ დააგვიანა რეაგირება.
კი ბატონო,ტრავმები იყო,ვეიდმაც ბლომად გამოტოვა.მაგრამ ...ფელტონის მოცილება სწორი ნაბიჯი იყო? ეჭვი მეპარება.რუბიოს ტრავმა ძნელად წარმოსადგენი იყო,მაგრამ მაინც.ზაპასკა პაკრიშკასავით უნდა გეგდოს როსტერში ერთი ზედმეტი პიჯი.
გალინარიც ტრავმებმა გატანჯეს.
მარა მასეთი ტრავმები ყველგანაა.
მთავარი მაინც რენდოლფის ტრავმა იყო,თუმცა,გასავარდნად მარტო ეს საკამრისი არ უნდა ყოფილიყო.
რუბიო კი ძაან მაგრა გაარტყა.გული დამწყდა,რომ გავარდა.არადა,ყველაფერი გააკეთა ბოლოს დასარჩენად,მაგრამ გვიანი იყო.
ზაზას აყვანა ძალიან მაგარი ხოდი იყო.
სამწუხაროა...უმაგრესი იგროკი ტოვებს სუპერს.
BASCO - ყველაზე მეტად ამ კაცზე დამწყდა გული.ტრავმებმა დატროლეს ყველაზე მეტად.მართლა ვერაფერს იზამდა.სცადა,მაგრამ არ გამოვიდა დარჩენა და არაა მისი ბრალი(ძირითადად.იმენნა მარაზმი სუფევდა მის გუნდში.ასე რთულია თამაში.
ჰორფორდი მალევე აილეწა ფორ სიზნ,ბილაპსიც მალევე მიჰყვა.მარკუს თორნთონმა ბევრი გამოუტოვა.ამარემაც გამოტოვა...
არადა,რა კარგად გამოიცნო რაიან ანდერსონი.აფსუს! ძალიან დასანანია ასეთი უიღბლობა.სამეულის გუნდი ჰყავდა იდეაში.
ალონზო ჯიი კარგ დროს აიყვანა ფა-დან .ჩემთან სტატებს აფუჭებდა ეგ პიტალო,მერე გასტარტერდა და...აი,რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული და მაინც გავჩემპიონდი...იმიტომ,რომ მაგაზე ორჯერ მეტი და უფრო დიდი კალიბრის შეცდომა დროზე მაქვს აღმოფხვრილი/არდაშვებული.
ისე,ბასკოს მეტი აქტიურობა მართებდა ფა ბაზარზე,იქნებ გადარჩენილიყო კიდეც.
კაკ ნე კრუწი,მარტო ტრავმების ბრალიც არაა.ფგ-ში 1 ქულა და ა/თ-ში 2 ქულა ტრავმების ბრალი არაა.სხვა პრობლემებიც ჰქონდა მის გუნდს და ფა-ებთან იყო მუშაობა საჭირო.
Majlaj Boys - ღირსია და გავარდა.ყველაზე უნიათოდ გავარდნილი სოფომორ ჩემპიონია ფენტეზის ისტორიაში.
თამაში თუ არ უნდოდა,სეზონის წინ ეთქვა და სხვას ამოვიყვანდით ბ ლიგიდან.1-2 ტრავმა მის გუნდს და მუღამი დაეკარგა.ეს კი არაპროფესიონალიზმია.იბრძოლე ბოლომდე,რა...fail...try to fail better...fail better.გამართლება არ აქვს მის ასეთ სამარცხვინო გავარდნას.შარშანწინ ვიწინასწარმეტყველე მისი გავარდნა ჯერ კიდევ ლოგიკის თანახმად.(სოფომორ ჩემპიონები ვარდებიან ბ ლიგაში - რძე,ირა,მაჯლაჯა...).ანუ მომავალ წელს სოლოს ჯერია,ეგეც ვიწინასწარმეტყველე შარშან : D მაგის მერე ჩემი : D
მაჯლაჯას რაც შეეხება - მობეზრება და მუღამის დაკარგვა ერთია,მარა თამაშის დაკიდება - მეორე.კაქტუსივით იდო ეს სეზონი,ოთახის დეკორაციასავით.ყველას გვაქვს პერიოდი,როცა გვბეზრდება ფენტეზი,მარა თავს ძალას ვატანთ და შუა სეზონში არ ვწყვეტთ თამაშს და მარტო სასტავის დაყენებით არ შემოვიფარგლებით.
61 გამოუყხენებელი პოზიცია და მხოლოდ 9 მუვი.აქ კომენტარი ზედმეტია."აფერუმ",მაკლაჯ! თან დრაფტზე მე–18 ადგილი არაა ცუდი – ბევრად უკეთესია,ვიდრე 8–17.
გორდონმა ნახევარი სეზონი გააცდინა,ბოგუტმა ლამის მთელი სეზონი,ჩემმა ნენემაც გაგაწვალა - ეს ყველაფერი მესმის.აქ საუბარი დაკიდებაზეა,შენს მიდგომაზე,და არა გავარდნაზე.სიტყვაზე,ჯემალას გავარდნაც გავარდნაა და შენი გავარდნაც?!
მოკლედ,სლაბაკობა გამოავლინე და 2-მა ტრავმამ დაგაჩოქა.
ახლა მოქუსვლას აპირებ საერთოდ ამ თამაშიდან.სამწუხაროა,მაგრამ შენი საქმისა შენ უკეთ იცი.წაგებული მიდიხარ და შერცხვენილი.ამაშია საქმე.
გვინდოდა,სხვაგვარი დაგვმახსოვრებოდი,თუ მაინც ანებებდი თამაშს თავს - მებრძოლი და ჟილკიანი.
ჟალ'
ვოტ ტაკიე ძელა.
ბ ლიგის ზედა ხუთეულის სასტავს ვეპატიჟები სუპერში ღია გულითა და გაშლილი ხელებით.
თუ ვინმე ჟილკიანად არ აპირებთ თამაშს მომავალ წელს,აქედანვე თქვით.
რაც შემეხება მე - ეს არის ბოლო review ჩემი შესრულებით.დროა,ესტაფეტა სხვებს გადავცე.ძალიან დამღლელია სეზონის ბოლოს ამხელა პოსტების წერა.მერამდენე საათია,ამ პოსტს ვწერ,არ ვიცი.მგონი,8 საათი.სამეცადინო მქონდა და 1 დღე თქვენ მოგიძღვენით; და თან მოსაბეზრებელი ერთი და იმავე ადამიანისგან.დროა,სხვამ ჩამანაცვლოს.ახლებური ხედვა,ახალი სისხლია საჭირო.
მავრმა თავისი საქმე გააკეთა,მავრს შეუძლია,წავიდეს.
მომავალ სეზონში თქვენთან ვარ.ვთამაშობ,თუ რამე სასწაული არ მოხდა,მაგრამ ჩემპიონობის შენარჩუნების შანსები პრაქტიკულად 0-ის ტოლი მაქვს.იმდენი დროც აღარ მექნება რიგი მიზეზების გამო და ჩემს მთავარ კოზირს - ფა ბაზარზე კარგად მუშაობას ბოლომდე ვერ გავათამაშებ.
თუმცა,ბოლოდმე ვიბრძოლებ ჟილკით და ხშირადაც დავპოსტავ.პროსტა რივიუებზე ხელს ვიღებ.ბასტა! გადაწყვეტილება საბოლოო და გადახედვას არ ექვემდებარება.
მადლობა ყველას,ვინც ჩემპიონობა მომილოცა.მიყვარხართ

მადლობა თამაშისთვის.
ჩემს ჩემპიონობას მადეირას ვუძღვნი.
შვიდწლიანი ეპოქის ღირსეული გვირგვინი.
მართლაც დიდხანს ველოდი ამ წამს

დავიმსახურე,ალბათ.
საფენტეზო პენსიაზე გასვლაც გარკვეულწილად.
no king rules forever



ეს ჩემი ყველაზე დიდი თემა უნდა იყოს
This post has been edited by ტანკე on 28 Apr 2012, 05:13
მიმაგრებული სურათი