
იმდენ ფილმზეა თემები, რომ ამაზეც უნდა იყოს გახსნილი, როგორც ერთერთ ყველაზე გამორჩეულ ფილმზე.
მისი რეჟისორია ლეგენდარული აკირა კუროსავა, ხოლო სიუჟეტი რიუნოსკე აკუტაგავას ორი მოთხრობის შედეგადაა შექმნილი, თუმცა აღსანიშნავია რომ თითქმის მთლიანი სცენარი "უსიერ ტყეში"-დან არის აღებული, ხოლო მეორე მოთხრობიდან სახელი - რასიომონი არის ნასესხები. ფილმში ერთი და იგივე ისტორია სამურაის, მისი ცოლის, ბანდიტის და ხისმჭრელის მიერ არის მოთხრობილი განსხვავებული ინტერპრეტირებით, რასაც თავიანთი ქმედებების რეალურზე უკეთ წარმოსაჩენად აკეთებენ. დასაწყისში ორი პიროვნება - ხისმჭრელი და ბერი რასიომონის კარიბჭესთან იმყოფებიან, სადაც ასევე მივა უცხო გამვლელი და მასაც უყვებიან მათთვის ცნობილ იმ ოთხ განსხვავებულ ისტორიას.
ფილმმა თავისი ნოვატორული იდეით დიდი გავლენა მოახდინა კინემატოგრაფიაზე.

რასიომონის ერთერთი უმთავრესი ხიბლი ტოსირო მიფუნეს შენძრეული პერსონაჟია