რატომ გამოიწვა ამ ხელშკრულებამ ესეთი ინტერესი ეხლა ?
განვიხილოთ ეს ხელშეკრულება და ის მიზეზები რომელიც იწვევს ესეთ ცხოველ ინტერეს ,საქართველოში. სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში და რა თქმაუნდა თურქეთში.
ყარსის ხელშეკრულებამდე, რუსეთმა, 1921 წლის 16 მარტს, თურქეთთან, მოსკოვში დადო ხელშეკრულება „ძმობისა და მეგობრობის შესახებ,“ „Договор о дружбе и братстве“ რომლითაც თურქეთს გადასცა მთელი სამხრეთი საქართველო, 30000 კვ/კ-მდე, ყარსის ხელშეკრულება არის, ფაქტიურად კოპიო, ზემოთხსენებული მოსკოვის ხელშეკრულებისა და დადებულია მოსკოვის ხელშეკრულების შენიღბვის მიზნით!...
რა უძღვოდა რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებას?
რაში დასჭირდა რუსეთს ჩვენი მიწების გადაცემა თურქეთისთვის?
ადრე წამიკითხავს,რომ მაშინ ყირიმი თურქეთის ხელში იყოო და ლენინმა ტაო კლარჯეთი ყირიმში გასცვალაო და ამიტომაც მოახდინა საქართველოს ანექსიაო.
ხელშეკრულების რატიფიკაცია 1921 წლის 20 ივლისს გაიმართა საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, ხოლო სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა 1921 წლის 22 სექტემბერს ქ.ყარსში.
თურქეთის უმაღლესმა ეროვნულმა კრებამ 1921 წლის 31 ივლისს მოახდინა ხელშეკრულების რატიფიკაცია.
სარატიფიკაციო დოკუმენტს ამიერკავკასიის არც ერთი რესპუბლიკის წარმომადგენლის ხელმოწერა არ აქვს, მას ხელს გიორგი ჩიჩერინი — საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისარი და საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი აწერს. სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან დაწყებული ეს ხელშეკრულება აღარც ხელისმომწერებს გახსენებიათ და აღარც საზოგადოებას.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ისე გადაიკეტა საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვარი, არათუ ყარსის ხელშეკრულების პუნქტების ამოქმედება — თურქეთის მხრიდან ბათუმთან თავისუფალი მიმოსვლა, შესაბამისი თავისუფალი ვაჭრობით და ა.შ., არამედ ლამის ბეღურების გადაფრენ-გადმოფრენაც აიკრძალა.
ყარსის ხელშეკრულება 1944-45 წლებში გაიხსენეს კრემლში და ავტორი „ძველი სიყვარულის“ გახსენებისა იოსებ სტალინი იყო. მან პოლიტბიუროზე გულისწყრომა გამოთქვა მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულების მიმართ. მოსკოვის ხელშეკრულება (რუსეთ-თურქეთს შორის) რამდენიმე თვით (1921 წლის 16 მარტი) უსწრებდა ყარსის ხელშეკრულებას.
სტალინმა დაავალა ვიაჩესლავ მოლოტოვს — საგარეო საქმეთა მინისტრს, გადაეხედა აღნიშნული ხელშეკრულებისთვის, მისი შეცვლის მიზნით, რამეთუ აღნიშნულით დიდი დანაკლისი (ტერიტორიული) განიცადეს სომხეთისა და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკებმა. მოლოტოვმა დაიბარა თურქეთის ელჩი და ნოტა გადასცა, თან ისიც დაუმატა, რომ სსრკ ცალმხრივად გამოდიოდა ხელშეკრულებიდან.
ყარსის ხელშეკრულების შესახებ პოტსდამის 1945 წლის „სამეულის“ კონფერენციაზეც გაჟღერდა, თუმცა საბჭოთა დელეგაციამ მხარდაჭერა ვერ პოვა. სულ სხვაგვარად წარიმართებოდა ამ ხელშეკრულებისა და თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების ბედი, რომ არა ატომური ბომბის აფეთქება.
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%BE%...1%80_%281921%29http://infotv.ge/ru/%E1%83%A7%E1%83%90%E1%...83%98%E1%83%A3/
მიმაგრებული სურათი