დონალდ ტრამპი ინტერნეტის გათიშვის ინიციატივით ბილ გეითსს მიმართავს
(ვიდეო) :
http://news.ge/ge/news/story/162466-donald...mimartavs-videoტექსტიც
„ბევრ ხალხს ვკარგავთ ინტერნეტის გამო. ჩვენ უნდა შევხვდეთ ბილ გეითსს და ბევრ სხვას, ვისაც ესემის რაც ხდება. ჩვენ მათ უნდა ველაპარაკოთ და იქნებ, ზოგიერთ ადგილას, რამენაირად გავთიშოთ ინტერნეტი. ვიღაცა იტყვის - ოჰ სიტყვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. ეს სულელი ხალხია“, - განაცხადა ტრამპმა. -------------------
ესეც იყოს ბარემ
ეს ჩემისა რუსეთუმეაა???
დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინი თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი ლიდერია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანას ხელმძღვანელობს და ჭეშმარიტი ლიდერია, განსხვავებით აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებისაგან, განაცხადა ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა CNN-ის ეთერში.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ის შეფასებები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან მის შესახებ განაცხადა.
"ქება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმ ადამიანისგან იღებ, რომელიც რუსეთის მეთაურია", განაცხადა მილიარდერმა.
ცნობისათვის, ვლადიმერ პუტინმა დიდი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიესალმება ამ პოლიტიკოსის რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების მზაობას.
"ჩვენი საქმე არ არის ტრამპის ღირსებაზე საუბარი, მაგრამ ის საპრეზიდენტო მარათონის აბსოლუტური ლიდერია", განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინმა.
მოგვიანებით, იმავე დღეს, დონალდ ტრამპმა განაცხადა:"ყოველთვის დიდი პატივია მიიღო ასეთი სასიამოვნო კომპლიმენტი ადამიანისაგან, რომელსაც დიდ პატივს სცემენ როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ".
http://news.ge/ge/news/story/163552-donald...hmariti-lideria This post has been edited by Choncxis mzera on 11 Jan 2016, 12:54